Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.

რამდენიმე არც თუ ისე სასიამოვნო დაშვების შემდეგ ერთი ჩვევა ამეკვიატა: ყოველთვის, როდესაც ილუმინატორის ჰორიზონტი ხის კენწეროებს უსწორდება წინა სავარძელს ხელით ვეყრდნობი და ესე ვცდილობ წონასწორობის დაცვას.

ბერლინი, დღე 1

ამჯერად ილუმინატორი შონენფილდის აეროპორტის მიმდებარედ გაზრდილ ხეებს გაუთანაბრდა და ჩვენც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მშვიდობიანად დავეშვით. აეროპორტი ოთხი ტერმინალისგან და შესაბამისად, ოთხი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. მათ წინ ავტომობილების პარკინგია, რომელსაც შუაში გადახურული საფეხმავლო გზა მიუყვება და პირდაპირ (5 წუთი ფეხით) მეტროს/მატარებლის გაჩერებასთან მიჰყავხარ.

berlin gifჩვენ გეზი ალექსანდრპლაცისკენ გვქონდა აღებული, საითაც S9 და S45 ნომერი მატარებლები მიდიან, მაგრამ ორივე შემთხვევაში თითო გადაჯდომა გვიწევდა, შესაბამისად S5 (სადგური Ostkreuz) და U8 (სადგური Hermannstrathze) ნომერ მატარებლებზე. თუ გაგიმართლებთ, შეიძლება ექსპრეს რეისებსაც მიუსწროთ (RE7, RB14) რომლებიც პირდაპირ ალექსანდრპლაცზე მიდიან და გადაჯდომით გამოწვეულ დისკომფორტსაც აიცილებთ თავიდან. ყველა მატარებლისთვის მგზავრობის ფასი ერთნაირია – 3,4 ევრო და სადგურისკენ მიმავალ გზაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული აპარატებიდან შეძლებთ ბილეთის შეძენას. რაც მთავარია, მგზავრობის დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ თქვენი ბილეთის დაშტამპვა.

30 წუთიანი მგზავრობის დროს სტენსილებით მოხატულ გვირაბებს და კედლებს ქარხნების და საწყობების პანორამა ენაცვლება, მოგვიანებით კი მაღალ სართულიანი საოფისე შენობების ალყაში მოექცევით, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქალაქის ცენტრს უახლოვდებით. Continue reading “Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.”

მიიღე კომპენსაცია გადადებული და გაუქმებული ფრენისთვის

ფრენა გადაგედოთ? რეისმა დაიგვიანა ან საერთოდ გაუქმდა? მიიღეთ 600€-მდე კომპენსაცია ავიაკომპანიისგან

თუ ფრენა გადაგედოს ან გაუქმდა, ალბათ აუცილებლად გეცნობათ შემხვედრი პრობლემებიც: კიდევ ერთი დაგვიანება მომდევნო ტრანზიტულ რეისზე, ტყუილად გადახდილი ფული სასტუმროში, ნერვები და დრო, რომელსაც წესით დასასვენებლად უნდა იყენებდეთ…

ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, თქვენ ამ პრობლემებისთვის კომპენსაციის მიღების უფლება გაქვთ (თუ თქვენი რეისი ევროკავშირში სრულდებოდა, ანუ ჩაფრენის ან გამოფრენის ტერიტორია ევროკავშირში მდებარეობს). 


Continue reading “მიიღე კომპენსაცია გადადებული და გაუქმებული ფრენისთვის”

მანქანის დაქირავება – ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთში მოგზაურობისას

მანქანის დაქირავება კარგი საშუალებაა სამოგზაურო ხარჯების შესამცირებლად, როცა დასაფარი მანძილი საკმაოდ დიდია, შესაძლოა რამდენიმე ქვეყანასაც მოიცავდეს და თან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის არც თუ ისე ადვილად ხელმისაწვდომი ადგილის მონახულებას აპირებთ.

ჩვენ საკუთარი მანქანა არ გვყავს. მიზეზი ისაა, რომ ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ (ტალინი) პატარაა, შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი სრულიად უფასო (მხოლოდ ტალინში მუდმივად მცხოვრებთათვის). თუმცა, ქალაქგარეთ, ვიქენდზე გასვლისას, მანქანა ისეთივე საჭირო ხდება, როგორც კომფორტული ფეხსაცმელი ან მსუბუქი ზურგჩანთაა.

თუ რატომღაც ამ რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობას გადაწყვეტთ: ესტონეთი, ფინეთი ან ლატვია, მანქანის დაქირავებაში ჩვენი გამოცდილება დაგეხმარებათ. ავტოლევი მანქანების გაქირავების ვებსაიტია, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან არიან კერძო პირები დარეგისტირებულნი და მომხმარებლებს მინიმალურ ფასად სთავაზობენ საკუთარ ავტომობილებს. Continue reading “მანქანის დაქირავება – ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთში მოგზაურობისას”

ჯირონა – ესპანური ზაფხული, ლანისტერები და სატახტოთა თამაშები

ჯირონა და ფიგუერესი ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, კოსტა-ბრავაში მდებარე ორი ქალაქია, რომლებსაც ამ ზაფხულს ვესტუმრეთ. ორივე ძალიან ლამაზი და must see ქალაქებია, ამიტომ მათ შესახებ ცალ-ცალკე პოსტებში მოგიყვებით. ამ პოსტში ჯერ მხოლოდ ჯირონას შესახებ მოგითხრობთ. Continue reading “ჯირონა – ესპანური ზაფხული, ლანისტერები და სატახტოთა თამაშები”

7 უფასო და ძალზედ გამოსადეგი აპლიკაცია მოგზაურებისთვის

რამდენიმე თვის წინ მოგზაურობისთვის გამოსადეგი და საჭირო აპლიკაციების სია შემოგთავაზეთ. გაგაცანით ისეთი საბაზისო საიტები და უფასო აპლიკაციები, როგორიცაა skyscanner, Airbnb… სიაში შეხვდებოდით კემპერებისთვის ან ავტომობილით მოგზაურთათვის საჭირო აპებს, ან ისეთი გასართობსა და უცენზუროებს, როგორიც სვეარპორტია და უამრავ ენაზე გინებებს მოიცავს 😀

გადავწყვიტე სია გამემდიდრებინა და რამდენიმე საჭირო და უფასო აპლიკაცია შეგმატეთ:

Continue reading “7 უფასო და ძალზედ გამოსადეგი აპლიკაცია მოგზაურებისთვის”

როგორ უნდა მოიქცეთ ბარგის დაკარგვის შემთხვევაში

Lost-Luggage-Found-20-Years-Later-Videoმოგზაურობისას ზოგჯერ არასასიამოვნო სიურპრიზი შეიძლება შეგემთხვეთ. ბარგის დაკარგვას ან დაზიანებას ვგულისხმობ. დგახარ ბარგის მიმღებ პუნქტთან, ელი, ელი… ყველა სხვა ჩემოდანი გამოდის მოძრავ ბილიკზე, შენი კი არ ჩანს… 🙁 გამოგიცდიათ ეს გრძნობა? თუ არა, გისურვებთ, არც გამოსცადოთ 😀

Continue reading “როგორ უნდა მოიქცეთ ბარგის დაკარგვის შემთხვევაში”

ბრიუსელი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ….

25 წუთზე მეტია ვფიქრობ, როგორ დავიწყო ჩემი პირველი პოსტის წერა და ნელ-ნელა ვხვდები, რომ არც ისე ადვილი ყოფილა ამის კეთება, როგორც სხვისი პოსტების კითხვის დროს ჩანდა. რადგან ამ პოსტს კითხულობთ, ალბათ უკვე გადაწყვიტეთ ბელგიაში მოგზაურობა ან უბრალოდ ბლოგის თვალიერების დროს cover ფოტომ და სათაურმა დაგაინტერესათ. იქნებ სულაც ფეისბუქზე სიახლეების თვალიერებისას ჩემმა გამოქვეყნებულმა პოსტმა მიიქცია თქვენი ყურადღება სათაურით “ჩემი პირველი ბლოგ-პოსტი”  (ან რაღაც მსგავსი, ეგეც მოსაფიქრებელი გამიხდა -_- ) და აქ აღმოჩნდით. მგონი ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, უბრალოდ სჯობს შევეშვა ამ სენტიმენტალურ აბზაცს და სათაურის შესაბამისად შოკოლადების, ვაფლების, ჰოლანდიური და ფრანგული კულტურის სინთეზის ან უბრალოდ თანამედროვე ევროპის “ცენტრში” გადავინაცვლოთ. Continue reading “ბრიუსელი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ….”

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: + და –

დღეს ძალიან კარგი ინფორმაცია გაჟღერდა: ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისიდან 7 ახალ მიმართულებას ამატებს. ესეც ჩამონათვალი და 1 გზის საწყისი ფასები:

  • ქუთაისი – ბერლინი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – მილანი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – მიუნხენი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – დორტმუნდი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – სალონიკი – 29.99 ევრო
  • ქუთაისი – ლარნაკა – 24.99 ევრო
  • ქუთაისი – სოფია – 29.99 ევრო

გადასარევი ინფორმაციაა ქუთაისისთვის, მოგზაურებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. ამასთან, კარგია, რომ ბუდაპეშტს, ვილნიუსს, კრაკოვს და კიდევ რამდენიმე მიმართულებას ისეთი რეისები დაემატა, რომლებიც კონკურენციას გაზრდის სხვა ავიახაზებთან და სხვების ფასებზეც იმოქმედებს ალბათ. ფასდაკლებების დროს ვიზეარს ზოგ მიმართულებაზე 9 და 19 ევროდან შეიძენთ. მოკლედ, არაჩვეულებრივი ამბავია.

თუმცა… არის რამდენიმე თუმცა, რომლის აღნიშვნასაც ვერ წავუვალ. უნდა მოგიყვეთ და გითხრათ, რომ სანამ არჩევანს გააკეთებთ, კარგად დაფიქრდეთ. Continue reading “დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: + და –”

პირველი პოსტი, ანუ რაში დაგეხმარება ეს ბლოგი

სანამ ჩანთას ჩაალაგებ,
ზურგზე მოიკიდებ,
ზღურბლს გადააბიჯებ და
თვითმფრინავის ტრაპს ასცდები

Continue reading “პირველი პოსტი, ანუ რაში დაგეხმარება ეს ბლოგი”