7 უფასო და ძალზედ გამოსადეგი აპლიკაცია მოგზაურებისთვის

რამდენიმე თვის წინ მოგზაურობისთვის გამოსადეგი და საჭირო აპლიკაციების სია შემოგთავაზეთ. გაგაცანით ისეთი საბაზისო საიტები და უფასო აპლიკაციები, როგორიცაა skyscanner, Airbnb… სიაში შეხვდებოდით კემპერებისთვის ან ავტომობილით მოგზაურთათვის საჭირო აპებს, ან ისეთი გასართობსა და უცენზუროებს, როგორიც სვეარპორტია და უამრავ ენაზე გინებებს მოიცავს 😀

გადავწყვიტე სია გამემდიდრებინა და რამდენიმე საჭირო და უფასო აპლიკაცია შეგმატეთ:

Continue reading “7 უფასო და ძალზედ გამოსადეგი აპლიკაცია მოგზაურებისთვის”

TOP 15 ტიპის ფოტო, რომელსაც მოგზაურობისას გადაიღებთ

რა არის მოგზაურობა ფოტოების გარეშე? ერთი ორჯერ თუ არ ჩააჩხაკუნე ფოტოაპარატი ან თუნდაც ტელეფონი და სამომავლო მოგონებებისთვის არ შეინახე? 😀

ზოგადად, მოგზაურობისას ფოტოების გადაღება, გადარჩევა, დახარისხება, დამუშავება, ატვირთვა – ცალკე უზარმაზარი საქმეა, მე თუ მკითხავთ. ხშირად ეს “გადარჩევა/დახარისხება/დამუშავება” ეტაპები გვეზარება და პირდაპირ ვტვირთავთ სოციალურ ქსელებში 😀 (1 ალბომი მაქვს სავსე მასე უაზრო ფოტოებით. ვიფიქრე მერე გადავარჩევ-მეთქი და დამეზარა, რა თქმა უნდა. ვერა და ვერ დადგა ეს მითიური “მერე”)

ამ პოსტში ყველაზე, ყველაზე გავრცელებულ ფოტოებზე ვისაუბრებ.
and yeah, I have done it too 😀 ALL of it 😀 Continue reading “TOP 15 ტიპის ფოტო, რომელსაც მოგზაურობისას გადაიღებთ”

ბრიუსელი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ….

25 წუთზე მეტია ვფიქრობ, როგორ დავიწყო ჩემი პირველი პოსტის წერა და ნელ-ნელა ვხვდები, რომ არც ისე ადვილი ყოფილა ამის კეთება, როგორც სხვისი პოსტების კითხვის დროს ჩანდა. რადგან ამ პოსტს კითხულობთ, ალბათ უკვე გადაწყვიტეთ ბელგიაში მოგზაურობა ან უბრალოდ ბლოგის თვალიერების დროს cover ფოტომ და სათაურმა დაგაინტერესათ. იქნებ სულაც ფეისბუქზე სიახლეების თვალიერებისას ჩემმა გამოქვეყნებულმა პოსტმა მიიქცია თქვენი ყურადღება სათაურით “ჩემი პირველი ბლოგ-პოსტი”  (ან რაღაც მსგავსი, ეგეც მოსაფიქრებელი გამიხდა -_- ) და აქ აღმოჩნდით. მგონი ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, უბრალოდ სჯობს შევეშვა ამ სენტიმენტალურ აბზაცს და სათაურის შესაბამისად შოკოლადების, ვაფლების, ჰოლანდიური და ფრანგული კულტურის სინთეზის ან უბრალოდ თანამედროვე ევროპის “ცენტრში” გადავინაცვლოთ. Continue reading “ბრიუსელი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ….”