Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.

რამდენიმე არც თუ ისე სასიამოვნო დაშვების შემდეგ ერთი ჩვევა ამეკვიატა: ყოველთვის, როდესაც ილუმინატორის ჰორიზონტი ხის კენწეროებს უსწორდება წინა სავარძელს ხელით ვეყრდნობი და ესე ვცდილობ წონასწორობის დაცვას.

ბერლინი, დღე 1

ამჯერად ილუმინატორი შონენფილდის აეროპორტის მიმდებარედ გაზრდილ ხეებს გაუთანაბრდა და ჩვენც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მშვიდობიანად დავეშვით. აეროპორტი ოთხი ტერმინალისგან და შესაბამისად, ოთხი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. მათ წინ ავტომობილების პარკინგია, რომელსაც შუაში გადახურული საფეხმავლო გზა მიუყვება და პირდაპირ (5 წუთი ფეხით) მეტროს/მატარებლის გაჩერებასთან მიჰყავხარ.

berlin gifჩვენ გეზი ალექსანდრპლაცისკენ გვქონდა აღებული, საითაც S9 და S45 ნომერი მატარებლები მიდიან, მაგრამ ორივე შემთხვევაში თითო გადაჯდომა გვიწევდა, შესაბამისად S5 (სადგური Ostkreuz) და U8 (სადგური Hermannstrathze) ნომერ მატარებლებზე. თუ გაგიმართლებთ, შეიძლება ექსპრეს რეისებსაც მიუსწროთ (RE7, RB14) რომლებიც პირდაპირ ალექსანდრპლაცზე მიდიან და გადაჯდომით გამოწვეულ დისკომფორტსაც აიცილებთ თავიდან. ყველა მატარებლისთვის მგზავრობის ფასი ერთნაირია – 3,4 ევრო და სადგურისკენ მიმავალ გზაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული აპარატებიდან შეძლებთ ბილეთის შეძენას. რაც მთავარია, მგზავრობის დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ თქვენი ბილეთის დაშტამპვა.

30 წუთიანი მგზავრობის დროს სტენსილებით მოხატულ გვირაბებს და კედლებს ქარხნების და საწყობების პანორამა ენაცვლება, მოგვიანებით კი მაღალ სართულიანი საოფისე შენობების ალყაში მოექცევით, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქალაქის ცენტრს უახლოვდებით. Continue reading “Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.”

ტალინის და ესტონეთის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ 2 წელია უკვე ტალინში ვცხოვრობთ ბლოგის ორივე ავტორი, ამ ქალაქზე პოსტი არ დაგვიწერია, რაც მგონი დიდი უსამართლობაა, რადგან ნამდვილად ბევრი რამ შეგვიძლია მოგიყვეთ ამ პატარა, ფერად, მაგრამ ცივ ქალაქზე.

tallinn-winter-panorama.jpg

ზოგადი ინფორმაცია ტალინის და ესტონეთის შესახებ

ტალინი ესტონეთის დედაქალაქია და ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. 1918 წლამდე ქალაქს “რევალი” ეწოდებოდა თურმე. დღესაც ძალიან ბევრ რამეს შეხვდებით ამ დასახელებით: ქუჩას, მაღაზიებს, კაფეებს, კლუბებს და ა.შ. ტალინში ესტონეთის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს: დაახლოებით 445 000 ადამიანი, ფართობი კი 160 კმ²-ია (შედარებისთვის: თბილისს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს). Continue reading “ტალინის და ესტონეთის შესახებ”

Tax Free შოპინგი მოგზაურობისას

ევროკავშირში აუცილებლად შეხვდებით მაღაზიებს, სადაც დიდი სიამაყით არის გამოკრული წარწერა Tax Free Shopping – გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობა.
გერმანიასა და ბარსელონაში შევნიშნე, რომ უზარმაზარი რიგები იდგა ყოველთვის სალაროსთან, რომელიც tax free საქონელის შესყიდვას აფორმებდა. მე ქვემოთ მოყვანილი პროცედურების გავლა ცოტა დამეზარა, თუმცა თუ შოპინგის აქტიური მოყვარული ხართ, გირჩევთ ეს პოსტი ბოლომდე ჩაიკითხოთ, რჩევები გაითვალისწინოთ და დღგ უკან დაიბრუნოთ.

იცოდით, რომ შოპინგში დახარჯული თანხის 15-25%-ის დაბრუნებაა შესაძლებელი? არც ისე ცოტაა, ხომ?

Tax Free შოპინგი გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ს (დამატებული ღირებულების გადასახადის) თანხის დაბრუნებას.

Continue reading “Tax Free შოპინგი მოგზაურობისას”

ბარგი: როგორ ჩავლაგდეთ სამგზავროდ სწორად, ხელბარგი და აკრძალული ნივთები

რამდენიმე ადამიანმა გვკითხა, რა არის დაშვებული, რომ წაიღონ ხელბარგით ან ბარგით, რა – აკრძალული, სითხე ან კოსმეტიკა შეგვიძლია  თუ არა ბორტზე ავიტანოთ და ა.შ. ვეცდები მსგავს კითხვებზე პასუხი ამ პოსტში იპოვოთ. თუმცა, არ გვექნება საუბარი ბარგის ან ხელბარგის ზომებსა და წონაზე, რადგან ამას ყველა ავიაკომპანია ცალ-ცალკე არეგულირებს. პოსტში მხოლოდ საერთაშორისოდ მიღებულ წესებზე ვისაუბრებთ Continue reading “ბარგი: როგორ ჩავლაგდეთ სამგზავროდ სწორად, ხელბარგი და აკრძალული ნივთები”

ბრიუსელი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ….

25 წუთზე მეტია ვფიქრობ, როგორ დავიწყო ჩემი პირველი პოსტის წერა და ნელ-ნელა ვხვდები, რომ არც ისე ადვილი ყოფილა ამის კეთება, როგორც სხვისი პოსტების კითხვის დროს ჩანდა. რადგან ამ პოსტს კითხულობთ, ალბათ უკვე გადაწყვიტეთ ბელგიაში მოგზაურობა ან უბრალოდ ბლოგის თვალიერების დროს cover ფოტომ და სათაურმა დაგაინტერესათ. იქნებ სულაც ფეისბუქზე სიახლეების თვალიერებისას ჩემმა გამოქვეყნებულმა პოსტმა მიიქცია თქვენი ყურადღება სათაურით “ჩემი პირველი ბლოგ-პოსტი”  (ან რაღაც მსგავსი, ეგეც მოსაფიქრებელი გამიხდა -_- ) და აქ აღმოჩნდით. მგონი ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, უბრალოდ სჯობს შევეშვა ამ სენტიმენტალურ აბზაცს და სათაურის შესაბამისად შოკოლადების, ვაფლების, ჰოლანდიური და ფრანგული კულტურის სინთეზის ან უბრალოდ თანამედროვე ევროპის “ცენტრში” გადავინაცვლოთ. Continue reading “ბრიუსელი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ….”