Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.

რამდენიმე არც თუ ისე სასიამოვნო დაშვების შემდეგ ერთი ჩვევა ამეკვიატა: ყოველთვის, როდესაც ილუმინატორის ჰორიზონტი ხის კენწეროებს უსწორდება წინა სავარძელს ხელით ვეყრდნობი და ესე ვცდილობ წონასწორობის დაცვას.

ბერლინი, დღე 1

ამჯერად ილუმინატორი შონენფილდის აეროპორტის მიმდებარედ გაზრდილ ხეებს გაუთანაბრდა და ჩვენც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მშვიდობიანად დავეშვით. აეროპორტი ოთხი ტერმინალისგან და შესაბამისად, ოთხი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. მათ წინ ავტომობილების პარკინგია, რომელსაც შუაში გადახურული საფეხმავლო გზა მიუყვება და პირდაპირ (5 წუთი ფეხით) მეტროს/მატარებლის გაჩერებასთან მიჰყავხარ.

berlin gifჩვენ გეზი ალექსანდრპლაცისკენ გვქონდა აღებული, საითაც S9 და S45 ნომერი მატარებლები მიდიან, მაგრამ ორივე შემთხვევაში თითო გადაჯდომა გვიწევდა, შესაბამისად S5 (სადგური Ostkreuz) და U8 (სადგური Hermannstrathze) ნომერ მატარებლებზე. თუ გაგიმართლებთ, შეიძლება ექსპრეს რეისებსაც მიუსწროთ (RE7, RB14) რომლებიც პირდაპირ ალექსანდრპლაცზე მიდიან და გადაჯდომით გამოწვეულ დისკომფორტსაც აიცილებთ თავიდან. ყველა მატარებლისთვის მგზავრობის ფასი ერთნაირია – 3,4 ევრო და სადგურისკენ მიმავალ გზაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული აპარატებიდან შეძლებთ ბილეთის შეძენას. რაც მთავარია, მგზავრობის დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ თქვენი ბილეთის დაშტამპვა.

30 წუთიანი მგზავრობის დროს სტენსილებით მოხატულ გვირაბებს და კედლებს ქარხნების და საწყობების პანორამა ენაცვლება, მოგვიანებით კი მაღალ სართულიანი საოფისე შენობების ალყაში მოექცევით, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქალაქის ცენტრს უახლოვდებით. Continue reading “Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.”

25 აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობისას დაგჭირდებათ

დღეს Google-მა ახალი და ძალიან საინტერესო ფუნქცია გააცნო საზოგადოებას: “Destinations on Google”. ძებნის ახალი ფუნქცია მხოლოდ ტელეფონებისთვისაა და ერთგვარი ციფრული ტურისტული აგენტია, რომელიც დაგეხმარებათ უამრავი ქვეყნიდან შეარჩიოთ თუ სად (და როდის) სჯობს მოგზაურობა, გააერთიანებს რამდენიმე მიმართულებას ერთ საოცნებო მარშრუტად და ამასთან, შეძლებთ თავად შეარჩიოთ თანხის სასურველი ზღვრები, რომ ბიუჯეტს ძალიან არ ასცდეთ. Continue reading “25 აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობისას დაგჭირდებათ”

ტალინის მიმართულებით თბილისიდან, ქუთაისიდან

უკვე 6 თვეა (15.02.2015) მე და გიორგი ტალინში ვცხოვრობთ. მიზეზი გიორგის მაგისტრატურაა, მეც მის გამო მომიხდა ამ სიცივეში გადმოხვეწა ცოლის სტატუსით. როცა გიორგიმ უნივერსიტეტიდან დადებითი პასუხი მიიღო, მეორე დღიდანვე ვიზის საკითხის მოგვარება დავიწყეთ, მაგრამ ყველაფერი მაინც დიდი ხნით გაიწელა. მთელი სამი თვე ვცდილობდით გაგვეგო მოვდიოდით თუ ვერა 😀 შესაბამისად, ავიაბილეთებიც არ შეგვიძენია წინასწარ, ტყუილად რომ არ გადაგვეყარა ფული. ეს მოკლე ისტორია ჩვენ შესახებ შესავლის სახით 😀

ვიზის საკითხის გარკვევისთანავე ვეცით წინასწარ მოძებნილ მარშრუტებს, კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი და ბილეთები ვიყიდეთ. ამ პოსტში სწორედ ეს გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ:

როგორ და რანაირად ჩამოხვიდეთ ლიტვა-ლატვია-ესტონეთში იაფად! Continue reading “ტალინის მიმართულებით თბილისიდან, ქუთაისიდან”

რატომ აქრობენ თვითმფრინავში განათებას აფრენისას?

უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე აფრენა/დაფრენისას აუცილებელია, რომ თვითმფრინავის ბორტზე შუქი ჩააქრონ, ილუმინატორის დამცავი პანელები კი ღია იყოს. Continue reading “რატომ აქრობენ თვითმფრინავში განათებას აფრენისას?”