ერთი დღე ჰელსინკიში

უკვე სათვალევი ამერია, თუ მერამდენედ მივუყვებით ჰელსინკისკენ მიმავალ გზას, უფრო სწორად ზღვას. ტალინიდან ჰელსინკიმდე გემით 2 საათის გზა (აი ისევ, ზღვა) არის, გრაფიკი და ფასები კი აქ შეგიძლიათ ნახოთ (ფასდაკლების დროს ერთი გზა 10 და 5 ევროდაც კი გვიყიდია).

Helsinki tripდილის რვა საათზე საკრუიზო ხომალდი პორტს ტოვებს და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთისკენ იღებს გეზს. ყველა სართულზე მსგავსი სურათია: მგზავრების უმეტესობა ჩვენი არ იყოს გამოუძინებელი თვალებით დაბორიალობს უსასრულო დერეფნებში და ყნოსვის ანაბარად დარჩენილები ყველაზე არომატული და ძლიერი ყავის არჩევას ცდილობენ. გემის კიჩოში მდებარე კაფე ნელ-ნელა აივსო ხალხით, მაგრამ თითქოს ერთმანეთს აცდიან მაგიდაზე გამოძინებას და ისედაც სიტყვაძუნწი ჩრდილოელები, ახლა მხოლოდ ჩურჩულით თუღა გადაილაპარაკებენ. Continue reading “ერთი დღე ჰელსინკიში”

მანქანის დაქირავება – ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთში მოგზაურობისას

მანქანის დაქირავება კარგი საშუალებაა სამოგზაურო ხარჯების შესამცირებლად, როცა დასაფარი მანძილი საკმაოდ დიდია, შესაძლოა რამდენიმე ქვეყანასაც მოიცავდეს და თან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის არც თუ ისე ადვილად ხელმისაწვდომი ადგილის მონახულებას აპირებთ.

ჩვენ საკუთარი მანქანა არ გვყავს. მიზეზი ისაა, რომ ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ (ტალინი) პატარაა, შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი სრულიად უფასო (მხოლოდ ტალინში მუდმივად მცხოვრებთათვის). თუმცა, ქალაქგარეთ, ვიქენდზე გასვლისას, მანქანა ისეთივე საჭირო ხდება, როგორც კომფორტული ფეხსაცმელი ან მსუბუქი ზურგჩანთაა.

თუ რატომღაც ამ რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობას გადაწყვეტთ: ესტონეთი, ფინეთი ან ლატვია, მანქანის დაქირავებაში ჩვენი გამოცდილება დაგეხმარებათ. ავტოლევი მანქანების გაქირავების ვებსაიტია, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან არიან კერძო პირები დარეგისტირებულნი და მომხმარებლებს მინიმალურ ფასად სთავაზობენ საკუთარ ავტომობილებს. Continue reading “მანქანის დაქირავება – ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთში მოგზაურობისას”

10 მუსიკალური ფესტივალი 2016 წლის ზაფხულისთვის

თუ გინდა, რომ შვებულება საინტერესო ამბებს დაამთხვიო და ინფორმაციას ეძებ 2016 წლის მუსიკალური ფესტივალების შესახებ ან უბრალოდ ძალიან გიყვარს მუსიკა და შესაძლოა სულერთი იყოს როდის იმართება, ეს პოსტი აუცილებლად გამოგადგება 😀 Continue reading “10 მუსიკალური ფესტივალი 2016 წლის ზაფხულისთვის”