ფიგუერესი, სალვადორ დალის მუზეუმი

ჯირონაში ორ დღიანი ბოდიალის შემდეგ გეზი კიდევ უფრო პატარა ქალაქ ფიგუერესისკენ ავიღეთ, რომელიც ესპანეთის შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, საფრანგეთის საზღვართან ახლოს  მდებარეობს. ალბათ რომ არა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ადამიანი – სალვადორ დალი, ეს ქალაქი სხვებისგან არაფრით გამორჩეულად დარჩებოდა. ფიგუერესი იმდენად პატარაა, ქალაქის ღირსშესანიშნაობების რუკაზე, რომელიც საინფორმაციო ცენტრში უფასოდ მოგვცეს, ცოტა დიდი საჩრდილობლებსაც კი ცალკე აღნიშნულს ნახავთ. აი ისეთებს, ჩვენთან ეზოებში კაცები რომ დომინოს ურახუნებენ მის ქვეშ 😀 Continue reading “ფიგუერესი, სალვადორ დალის მუზეუმი”