Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.

რამდენიმე არც თუ ისე სასიამოვნო დაშვების შემდეგ ერთი ჩვევა ამეკვიატა: ყოველთვის, როდესაც ილუმინატორის ჰორიზონტი ხის კენწეროებს უსწორდება წინა სავარძელს ხელით ვეყრდნობი და ესე ვცდილობ წონასწორობის დაცვას.

ბერლინი, დღე 1

ამჯერად ილუმინატორი შონენფილდის აეროპორტის მიმდებარედ გაზრდილ ხეებს გაუთანაბრდა და ჩვენც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მშვიდობიანად დავეშვით. აეროპორტი ოთხი ტერმინალისგან და შესაბამისად, ოთხი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. მათ წინ ავტომობილების პარკინგია, რომელსაც შუაში გადახურული საფეხმავლო გზა მიუყვება და პირდაპირ (5 წუთი ფეხით) მეტროს/მატარებლის გაჩერებასთან მიჰყავხარ.

berlin gifჩვენ გეზი ალექსანდრპლაცისკენ გვქონდა აღებული, საითაც S9 და S45 ნომერი მატარებლები მიდიან, მაგრამ ორივე შემთხვევაში თითო გადაჯდომა გვიწევდა, შესაბამისად S5 (სადგური Ostkreuz) და U8 (სადგური Hermannstrathze) ნომერ მატარებლებზე. თუ გაგიმართლებთ, შეიძლება ექსპრეს რეისებსაც მიუსწროთ (RE7, RB14) რომლებიც პირდაპირ ალექსანდრპლაცზე მიდიან და გადაჯდომით გამოწვეულ დისკომფორტსაც აიცილებთ თავიდან. ყველა მატარებლისთვის მგზავრობის ფასი ერთნაირია – 3,4 ევრო და სადგურისკენ მიმავალ გზაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული აპარატებიდან შეძლებთ ბილეთის შეძენას. რაც მთავარია, მგზავრობის დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ თქვენი ბილეთის დაშტამპვა.

30 წუთიანი მგზავრობის დროს სტენსილებით მოხატულ გვირაბებს და კედლებს ქარხნების და საწყობების პანორამა ენაცვლება, მოგვიანებით კი მაღალ სართულიანი საოფისე შენობების ალყაში მოექცევით, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქალაქის ცენტრს უახლოვდებით. Continue reading “Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.”

ტალინის და ესტონეთის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ 2 წელია უკვე ტალინში ვცხოვრობთ ბლოგის ორივე ავტორი, ამ ქალაქზე პოსტი არ დაგვიწერია, რაც მგონი დიდი უსამართლობაა, რადგან ნამდვილად ბევრი რამ შეგვიძლია მოგიყვეთ ამ პატარა, ფერად, მაგრამ ცივ ქალაქზე.

tallinn-winter-panorama.jpg

ზოგადი ინფორმაცია ტალინის და ესტონეთის შესახებ

ტალინი ესტონეთის დედაქალაქია და ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. 1918 წლამდე ქალაქს “რევალი” ეწოდებოდა თურმე. დღესაც ძალიან ბევრ რამეს შეხვდებით ამ დასახელებით: ქუჩას, მაღაზიებს, კაფეებს, კლუბებს და ა.შ. ტალინში ესტონეთის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს: დაახლოებით 445 000 ადამიანი, ფართობი კი 160 კმ²-ია (შედარებისთვის: თბილისს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს). Continue reading “ტალინის და ესტონეთის შესახებ”

მანქანის დაქირავება – ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთში მოგზაურობისას

მანქანის დაქირავება კარგი საშუალებაა სამოგზაურო ხარჯების შესამცირებლად, როცა დასაფარი მანძილი საკმაოდ დიდია, შესაძლოა რამდენიმე ქვეყანასაც მოიცავდეს და თან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის არც თუ ისე ადვილად ხელმისაწვდომი ადგილის მონახულებას აპირებთ.

ჩვენ საკუთარი მანქანა არ გვყავს. მიზეზი ისაა, რომ ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ (ტალინი) პატარაა, შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი სრულიად უფასო (მხოლოდ ტალინში მუდმივად მცხოვრებთათვის). თუმცა, ქალაქგარეთ, ვიქენდზე გასვლისას, მანქანა ისეთივე საჭირო ხდება, როგორც კომფორტული ფეხსაცმელი ან მსუბუქი ზურგჩანთაა.

თუ რატომღაც ამ რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობას გადაწყვეტთ: ესტონეთი, ფინეთი ან ლატვია, მანქანის დაქირავებაში ჩვენი გამოცდილება დაგეხმარებათ. ავტოლევი მანქანების გაქირავების ვებსაიტია, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან არიან კერძო პირები დარეგისტირებულნი და მომხმარებლებს მინიმალურ ფასად სთავაზობენ საკუთარ ავტომობილებს. Continue reading “მანქანის დაქირავება – ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთში მოგზაურობისას”