10 საუკეთესო საჩუქარი მოგზაურს

ახალი წელი გვიახლოვდება, სექრეტ სანტას სეზონი პირდაპირ ზენიტშია და საჩუქრების არჩევაზეც ალბათ ბევრს ფიქრობთ.

თუ თქვენი ადრესატი მოგზაურობის მოყვარული ადამიანია, ვეცდები საქმე გაგიადვილოთ და რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ, რა უნდა აჩუქოთ მოგზაურობის მოყვარულ ადამიანს Continue reading “10 საუკეთესო საჩუქარი მოგზაურს”

5 რეალური კაფე-ბარი საყვარელი ფილმებიდან, რომლებსაც შეგიძლიათ ხვალვე ესტუმროთ

თუ ჩემსავით გიყვართ რომანტიული მელოდრამები და კომედიები, რამდენჯერმე მაინც გაქვთ ნანახი ისეთი ფილმები, როგორიცაა “თქვენთვის წერილია”, “როცა სალი შეხვდა ჰარის”, “მახინჯი კოიოტი”, “შუაღამე პარიზში” ან “serendipity”, მაშინ ეს პოსტი აუცილებლად მოგეწონებათ 🙂  Continue reading “5 რეალური კაფე-ბარი საყვარელი ფილმებიდან, რომლებსაც შეგიძლიათ ხვალვე ესტუმროთ”

ერთი დღე ჰელსინკიში

უკვე სათვალევი ამერია, თუ მერამდენედ მივუყვებით ჰელსინკისკენ მიმავალ გზას, უფრო სწორად ზღვას. ტალინიდან ჰელსინკიმდე გემით 2 საათის გზა (აი ისევ, ზღვა) არის, გრაფიკი და ფასები კი აქ შეგიძლიათ ნახოთ (ფასდაკლების დროს ერთი გზა 10 და 5 ევროდაც კი გვიყიდია).

Helsinki tripდილის რვა საათზე საკრუიზო ხომალდი პორტს ტოვებს და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთისკენ იღებს გეზს. ყველა სართულზე მსგავსი სურათია: მგზავრების უმეტესობა ჩვენი არ იყოს გამოუძინებელი თვალებით დაბორიალობს უსასრულო დერეფნებში და ყნოსვის ანაბარად დარჩენილები ყველაზე არომატული და ძლიერი ყავის არჩევას ცდილობენ. გემის კიჩოში მდებარე კაფე ნელ-ნელა აივსო ხალხით, მაგრამ თითქოს ერთმანეთს აცდიან მაგიდაზე გამოძინებას და ისედაც სიტყვაძუნწი ჩრდილოელები, ახლა მხოლოდ ჩურჩულით თუღა გადაილაპარაკებენ. Continue reading “ერთი დღე ჰელსინკიში”