რა ვნახოთ პრაღაში? – ყველაფერი!

ვენადან პრაღაში რეგიოჯეტის მატარებლით წავედით, რომლის ბილეთი დაახლოებით 16 ევრო ღირს და საკმაოდ სასიამოვნო სერვისსაც გთავაზობენ: კომფორტული სავარძლები, დიდი სივრცე, უფასო წყალი, კარგი ხარისხის ინტერნეტი და ახალი ფილმებით სავსე ეკრანები. Continue reading “რა ვნახოთ პრაღაში? – ყველაფერი!”

ცოტა რამ ვენის შესახებ

მგონი დეკემბერი იყო, ეარბალტიკმა (ლატვიური ავიაკომპანია) ბილეთებზე ფასდაკლება გამოაცხადა და და მაშინვე ვიყიდეთ ტალინი – ვენა ავიაბილეთები, დაახლოებით 95 ევროდ ორი გზა. ფრენა აპრილში იყო, მაგრამ ჩვენ ტურის დაგეგმვა იმავე საღამოს დავიწყეთ და დაახლოებით 1 კვირაში უკვე ვიცოდით, რომ ვენის გარდა რამდენიმე ქალაქის მონახულებას შევძლებდით. კერძოდ: ვენიდან პრაღაში ჩავიდოდით, იქიდან ბრატისლავაში გავივლიდით, მეორე დღეს ბუდაპეშტში გადავინაცვლებდით და ფრენის დღეს უკან, ვენაში დავბრუნდებოდით. მომდევნო კვირას სასტუმროები და შიდა ტრანსპორტიც დავჯავშნეთ, ფაქტობრივად უკვე მზად ვიყავით მოგზაურობისთვის 🙂

თითოეულ ქალაქზე ცალ-ცალკე პატარა პოსტებს შემოგთავაზებთ და როგორც ყოველთვის,  must see ადგილებსაც მიმოვიხილავ თავისვე ფასებით 🙂 ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, ვენით დავიწყოთ… Continue reading “ცოტა რამ ვენის შესახებ”

მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში – 3 დღე ვენეციაში

კომოს ტბის შემოვლის შემდეგ გეზი ვენეციისკენ უნდა აგვეღო. ბილეთები, ტრენიტალიას საიტზე შევიძინეთ. ბილეთების გამოყენების წესების შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. მგზავრობისას ორი გადაჯდომა გვიწევდა და მთლიან გზას დაახლოებით 3 საათი და 30 წუთი სჭირდებოდა. ბილეთებში საშუალოდ 20 ევრო გადავიხადეთ და დილის 9 საათზე უკვე ჩვენს ვაგონში ვისხედით.

რა გასაკვირია, რომ ფანჯრებიდან ისევ ადრეულად ამწვანებული მთების პეიზაჟი იშლებოდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო წინ გველოდა – ვენეციაში გადასასვლელი ხიდი. სანამ უშუალოდ ვენეციაციაზე გადავალ, გეტყვით, რომ ვერონას სადგურში გადაჯდომის შემთხვევაში მინიმუმ 30 წუთი დაიტოვეთ შუალედისთვის, რადგანაც სადგური საკმაოდ დიდია და ბაქანიდან ბაქანზე გადასვლას დრო სჭირდება, თან ამას ემატება მატარაბლების არაპუნქტუალურობაც და ჯამში ზედმეტ საფიქრალს აჩენს.

პირველად ხდებოდა, როდესაც ზღვაზე გადებულ ხიდზე მატარებლით გადავდიოდი. ჩვენს წინ არსაიდან ჩნდებოდნენ წყლის ზედაპირზე დაბუდებულ ნისლში ჩამალული ნავების დასაბმელი დაბერებული ხის ბოძები. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს კარიბის ზღვის მეკობრეების ერთ-ერთ ეპიზოდში ამოვყავი თავი, მაგრამ აფრებიანი გემის ნაცვლად, ხმაურიანი მატარებლით მივცურავდით ზღვის ზედაპირზე. Continue reading “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში – 3 დღე ვენეციაში”

10 საუკეთესო საჩუქარი მოგზაურს

ახალი წელი გვიახლოვდება, სექრეტ სანტას სეზონი პირდაპირ ზენიტშია და საჩუქრების არჩევაზეც ალბათ ბევრს ფიქრობთ.

თუ თქვენი ადრესატი მოგზაურობის მოყვარული ადამიანია, ვეცდები საქმე გაგიადვილოთ და რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ, რა უნდა აჩუქოთ მოგზაურობის მოყვარულ ადამიანს Continue reading “10 საუკეთესო საჩუქარი მოგზაურს”

5 რეალური კაფე-ბარი საყვარელი ფილმებიდან, რომლებსაც შეგიძლიათ ხვალვე ესტუმროთ

თუ ჩემსავით გიყვართ რომანტიული მელოდრამები და კომედიები, რამდენჯერმე მაინც გაქვთ ნანახი ისეთი ფილმები, როგორიცაა “თქვენთვის წერილია”, “როცა სალი შეხვდა ჰარის”, “მახინჯი კოიოტი”, “შუაღამე პარიზში” ან “serendipity”, მაშინ ეს პოსტი აუცილებლად მოგეწონებათ 🙂  Continue reading “5 რეალური კაფე-ბარი საყვარელი ფილმებიდან, რომლებსაც შეგიძლიათ ხვალვე ესტუმროთ”

ერთი დღე ჰელსინკიში

უკვე სათვალევი ამერია, თუ მერამდენედ მივუყვებით ჰელსინკისკენ მიმავალ გზას, უფრო სწორად ზღვას. ტალინიდან ჰელსინკიმდე გემით 2 საათის გზა (აი ისევ, ზღვა) არის, გრაფიკი და ფასები კი აქ შეგიძლიათ ნახოთ (ფასდაკლების დროს ერთი გზა 10 და 5 ევროდაც კი გვიყიდია).

Helsinki tripდილის რვა საათზე საკრუიზო ხომალდი პორტს ტოვებს და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთისკენ იღებს გეზს. ყველა სართულზე მსგავსი სურათია: მგზავრების უმეტესობა ჩვენი არ იყოს გამოუძინებელი თვალებით დაბორიალობს უსასრულო დერეფნებში და ყნოსვის ანაბარად დარჩენილები ყველაზე არომატული და ძლიერი ყავის არჩევას ცდილობენ. გემის კიჩოში მდებარე კაფე ნელ-ნელა აივსო ხალხით, მაგრამ თითქოს ერთმანეთს აცდიან მაგიდაზე გამოძინებას და ისედაც სიტყვაძუნწი ჩრდილოელები, ახლა მხოლოდ ჩურჩულით თუღა გადაილაპარაკებენ. Continue reading “ერთი დღე ჰელსინკიში”

Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.

რამდენიმე არც თუ ისე სასიამოვნო დაშვების შემდეგ ერთი ჩვევა ამეკვიატა: ყოველთვის, როდესაც ილუმინატორის ჰორიზონტი ხის კენწეროებს უსწორდება წინა სავარძელს ხელით ვეყრდნობი და ესე ვცდილობ წონასწორობის დაცვას.

ბერლინი, დღე 1

ამჯერად ილუმინატორი შონენფილდის აეროპორტის მიმდებარედ გაზრდილ ხეებს გაუთანაბრდა და ჩვენც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მშვიდობიანად დავეშვით. აეროპორტი ოთხი ტერმინალისგან და შესაბამისად, ოთხი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. მათ წინ ავტომობილების პარკინგია, რომელსაც შუაში გადახურული საფეხმავლო გზა მიუყვება და პირდაპირ (5 წუთი ფეხით) მეტროს/მატარებლის გაჩერებასთან მიჰყავხარ.

berlin gifჩვენ გეზი ალექსანდრპლაცისკენ გვქონდა აღებული, საითაც S9 და S45 ნომერი მატარებლები მიდიან, მაგრამ ორივე შემთხვევაში თითო გადაჯდომა გვიწევდა, შესაბამისად S5 (სადგური Ostkreuz) და U8 (სადგური Hermannstrathze) ნომერ მატარებლებზე. თუ გაგიმართლებთ, შეიძლება ექსპრეს რეისებსაც მიუსწროთ (RE7, RB14) რომლებიც პირდაპირ ალექსანდრპლაცზე მიდიან და გადაჯდომით გამოწვეულ დისკომფორტსაც აიცილებთ თავიდან. ყველა მატარებლისთვის მგზავრობის ფასი ერთნაირია – 3,4 ევრო და სადგურისკენ მიმავალ გზაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული აპარატებიდან შეძლებთ ბილეთის შეძენას. რაც მთავარია, მგზავრობის დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ თქვენი ბილეთის დაშტამპვა.

30 წუთიანი მგზავრობის დროს სტენსილებით მოხატულ გვირაბებს და კედლებს ქარხნების და საწყობების პანორამა ენაცვლება, მოგვიანებით კი მაღალ სართულიანი საოფისე შენობების ალყაში მოექცევით, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქალაქის ცენტრს უახლოვდებით. Continue reading “Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.”

ტალინის და ესტონეთის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ 2 წელია უკვე ტალინში ვცხოვრობთ ბლოგის ორივე ავტორი, ამ ქალაქზე პოსტი არ დაგვიწერია, რაც მგონი დიდი უსამართლობაა, რადგან ნამდვილად ბევრი რამ შეგვიძლია მოგიყვეთ ამ პატარა, ფერად, მაგრამ ცივ ქალაქზე.

tallinn-winter-panorama.jpg

ზოგადი ინფორმაცია ტალინის და ესტონეთის შესახებ

ტალინი ესტონეთის დედაქალაქია და ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. 1918 წლამდე ქალაქს “რევალი” ეწოდებოდა თურმე. დღესაც ძალიან ბევრ რამეს შეხვდებით ამ დასახელებით: ქუჩას, მაღაზიებს, კაფეებს, კლუბებს და ა.შ. ტალინში ესტონეთის მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს: დაახლოებით 445 000 ადამიანი, ფართობი კი 160 კმ²-ია (შედარებისთვის: თბილისს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს). Continue reading “ტალინის და ესტონეთის შესახებ”

მანქანის დაქირავება – ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთში მოგზაურობისას

მანქანის დაქირავება კარგი საშუალებაა სამოგზაურო ხარჯების შესამცირებლად, როცა დასაფარი მანძილი საკმაოდ დიდია, შესაძლოა რამდენიმე ქვეყანასაც მოიცავდეს და თან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის არც თუ ისე ადვილად ხელმისაწვდომი ადგილის მონახულებას აპირებთ.

ჩვენ საკუთარი მანქანა არ გვყავს. მიზეზი ისაა, რომ ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ (ტალინი) პატარაა, შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი სრულიად უფასო (მხოლოდ ტალინში მუდმივად მცხოვრებთათვის). თუმცა, ქალაქგარეთ, ვიქენდზე გასვლისას, მანქანა ისეთივე საჭირო ხდება, როგორც კომფორტული ფეხსაცმელი ან მსუბუქი ზურგჩანთაა.

თუ რატომღაც ამ რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობას გადაწყვეტთ: ესტონეთი, ფინეთი ან ლატვია, მანქანის დაქირავებაში ჩვენი გამოცდილება დაგეხმარებათ. ავტოლევი მანქანების გაქირავების ვებსაიტია, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან არიან კერძო პირები დარეგისტირებულნი და მომხმარებლებს მინიმალურ ფასად სთავაზობენ საკუთარ ავტომობილებს. Continue reading “მანქანის დაქირავება – ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთში მოგზაურობისას”

ქუჩის მოვაჭრეები ვიეტნამში – 10 ფოტო

ფოტოგრაფი ვიეტნამში ქუჩის მოვაჭრეებს უღებდა ყოველდღე ხიდიდან.

ქალებს ხილით, ბოსტნეულით და ყვავილებით სავსე კალათები ველოსიპედებზე აქვთ აკიდებული და ასე გადიან დილის 4 საათიდან ათეულობით კილომეტრს.

Continue reading “ქუჩის მოვაჭრეები ვიეტნამში – 10 ფოტო”