გასეირნება კომოს ტბაზე – ვარენა, ბელაჯიო

დაწვრილებით ჩვენი მოგზაურობის შესახებ კომოს ტბაზე, შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ. ამ ვიდეოში კი გემით კომოს ტბა, ვარენადან ბელაჯიოში მიმავალი გზაა აღბეჭდილი.

https://www.youtube.com/watch?v=UPtAw1dCmYM

მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. კომოს ტბა – ერთდღიანი ტური მილანიდან

ბერგამოს შემოვლის შემდეგ გადავწყვიტეთ მეორე დღეს კომოს ტბა და მის გარშემო თავმოყრილი პატარა სოფლები შემოგვევლო.

ბერგამოს ცენტრალური სადგურიდან უნდა ჩავსულიყავით ქალაქ ლეკოში, სადაც გამოვიცვლიდით მატარებელს და გზას ვარენასკენ გავაგრძელებდით. მგზავრობას ჯამში დაახლოვებით ერთი საათი სჭირდება და ბილეთის ფასი 5 ევროს შეადგენს.

კომოს ტბის გარშემო ბევრი პატარა ქალაქია გაშენებული. მათ შორისაა თვითონ კომო, ლეკო, ვარენა, ბელაჯიო, მენაჯიო და კიდევ სხვა მრავალი. ჩვენ ვარენადან ბელაჯიოში ვაპირებდით გემით გადასვლას, დათვალიერებას და საღამოს იგივე გზით უკან დაბრუნებას.

მილანი – კომოს ტბა – ბელაჯიო

ბელაჯიო იტალია..jpegთუ მილანიდან აპირებთ კომოზე წასვლას, მაშინ რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან შეგიძლიათ პირდაპირ კომოში ჩახვიდეთ (ერთი გზის ბილეთის ფასი 4.8 ევროა), იქიდან კი სასურველ ქალაქში გემით გადახვიდეთ. ბილეთის ფასი დამოკიდებულია დისტანციაზე, თუ რა მანძილის დაფარვას აპირებთ და უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ ლინკზე იპოვით. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება თუ მილანიდან მატარებლით პირდაპირ ვარენეში ჩახვალთ, რომლის ფასი დაახლოებით 7-8 ევრო იქნება და იქიდან გემით ბელაჯიოსა და მენაჯიოს მოინახულებთ. ამ სამ პატარა ქალაქს შორის დამაკავშირებელი გემის ერთჯერადი ბილეთი დაახლოებით 4,5 ევრო ღირს და თითქმის ყოველ 30 წუთში ერთხელ გადის. სამივე სოფლის შემოვლა საშუალოდ 15 ევრო დაგიჯდებათ + მატარებლის ორივე გზის ბილეთი – 14 ევრო. Continue reading “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. კომოს ტბა – ერთდღიანი ტური მილანიდან”

ერთი დღე ჰელსინკიში

უკვე სათვალევი ამერია, თუ მერამდენედ მივუყვებით ჰელსინკისკენ მიმავალ გზას, უფრო სწორად ზღვას. ტალინიდან ჰელსინკიმდე გემით 2 საათის გზა (აი ისევ, ზღვა) არის, გრაფიკი და ფასები კი აქ შეგიძლიათ ნახოთ (ფასდაკლების დროს ერთი გზა 10 და 5 ევროდაც კი გვიყიდია).

Helsinki tripდილის რვა საათზე საკრუიზო ხომალდი პორტს ტოვებს და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთისკენ იღებს გეზს. ყველა სართულზე მსგავსი სურათია: მგზავრების უმეტესობა ჩვენი არ იყოს გამოუძინებელი თვალებით დაბორიალობს უსასრულო დერეფნებში და ყნოსვის ანაბარად დარჩენილები ყველაზე არომატული და ძლიერი ყავის არჩევას ცდილობენ. გემის კიჩოში მდებარე კაფე ნელ-ნელა აივსო ხალხით, მაგრამ თითქოს ერთმანეთს აცდიან მაგიდაზე გამოძინებას და ისედაც სიტყვაძუნწი ჩრდილოელები, ახლა მხოლოდ ჩურჩულით თუღა გადაილაპარაკებენ. Continue reading “ერთი დღე ჰელსინკიში”