მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში – 3 დღე ვენეციაში

კომოს ტბის შემოვლის შემდეგ გეზი ვენეციისკენ უნდა აგვეღო. ბილეთები, ტრენიტალიას საიტზე შევიძინეთ. ბილეთების გამოყენების წესების შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. მგზავრობისას ორი გადაჯდომა გვიწევდა და მთლიან გზას დაახლოებით 3 საათი და 30 წუთი სჭირდებოდა. ბილეთებში საშუალოდ 20 ევრო გადავიხადეთ და დილის 9 საათზე უკვე ჩვენს ვაგონში ვისხედით.

რა გასაკვირია, რომ ფანჯრებიდან ისევ ადრეულად ამწვანებული მთების პეიზაჟი იშლებოდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო წინ გველოდა – ვენეციაში გადასასვლელი ხიდი. სანამ უშუალოდ ვენეციაციაზე გადავალ, გეტყვით, რომ ვერონას სადგურში გადაჯდომის შემთხვევაში მინიმუმ 30 წუთი დაიტოვეთ შუალედისთვის, რადგანაც სადგური საკმაოდ დიდია და ბაქანიდან ბაქანზე გადასვლას დრო სჭირდება, თან ამას ემატება მატარაბლების არაპუნქტუალურობაც და ჯამში ზედმეტ საფიქრალს აჩენს.

პირველად ხდებოდა, როდესაც ზღვაზე გადებულ ხიდზე მატარებლით გადავდიოდი. ჩვენს წინ არსაიდან ჩნდებოდნენ წყლის ზედაპირზე დაბუდებულ ნისლში ჩამალული ნავების დასაბმელი დაბერებული ხის ბოძები. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს კარიბის ზღვის მეკობრეების ერთ-ერთ ეპიზოდში ამოვყავი თავი, მაგრამ აფრებიანი გემის ნაცვლად, ხმაურიანი მატარებლით მივცურავდით ზღვის ზედაპირზე. Continue reading “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში – 3 დღე ვენეციაში”

Advertisements

გასეირნება კომოს ტბაზე – ვარენა, ბელაჯიო

დაწვრილებით ჩვენი მოგზაურობის შესახებ კომოს ტბაზე, შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ. ამ ვიდეოში კი გემით კომოს ტბა, ვარენადან ბელაჯიოში მიმავალი გზაა აღბეჭდილი.

მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. კომოს ტბა – ერთდღიანი ტური მილანიდან

ბერგამოს შემოვლის შემდეგ გადავწყვიტეთ მეორე დღეს კომოს ტბა და მის გარშემო თავმოყრილი პატარა სოფლები შემოგვევლო.

ბერგამოს ცენტრალური სადგურიდან უნდა ჩავსულიყავით ქალაქ ლეკოში, სადაც გამოვიცვლიდით მატარებელს და გზას ვარენასკენ გავაგრძელებდით. მგზავრობას ჯამში დაახლოვებით ერთი საათი სჭირდება და ბილეთის ფასი 5 ევროს შეადგენს.

კომოს ტბის გარშემო ბევრი პატარა ქალაქია გაშენებული. მათ შორისაა თვითონ კომო, ლეკო, ვარენა, ბელაჯიო, მენაჯიო და კიდევ სხვა მრავალი. ჩვენ ვარენადან ბელაჯიოში ვაპირებდით გემით გადასვლას, დათვალიერებას და საღამოს იგივე გზით უკან დაბრუნებას.

მილანი – კომოს ტბა – ბელაჯიო

ბელაჯიო იტალია..jpegთუ მილანიდან აპირებთ კომოზე წასვლას, მაშინ რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან შეგიძლიათ პირდაპირ კომოში ჩახვიდეთ (ერთი გზის ბილეთის ფასი 4.8 ევროა), იქიდან კი სასურველ ქალაქში გემით გადახვიდეთ. ბილეთის ფასი დამოკიდებულია დისტანციაზე, თუ რა მანძილის დაფარვას აპირებთ და უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ ლინკზე იპოვით. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება თუ მილანიდან მატარებლით პირდაპირ ვარენეში ჩახვალთ, რომლის ფასი დაახლოებით 7-8 ევრო იქნება და იქიდან გემით ბელაჯიოსა და მენაჯიოს მოინახულებთ. ამ სამ პატარა ქალაქს შორის დამაკავშირებელი გემის ერთჯერადი ბილეთი დაახლოებით 4,5 ევრო ღირს და თითქმის ყოველ 30 წუთში ერთხელ გადის. სამივე სოფლის შემოვლა საშუალოდ 15 ევრო დაგიჯდებათ + მატარებლის ორივე გზის ბილეთი – 14 ევრო. Continue reading “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. კომოს ტბა – ერთდღიანი ტური მილანიდან”