TOP 15 ტიპის ფოტო, რომელსაც მოგზაურობისას გადაიღებთ

რა არის მოგზაურობა ფოტოების გარეშე? ერთი ორჯერ თუ არ ჩააჩხაკუნე ფოტოაპარატი ან თუნდაც ტელეფონი და სამომავლო მოგონებებისთვის არ შეინახე? 😀

ზოგადად, მოგზაურობისას ფოტოების გადაღება, გადარჩევა, დახარისხება, დამუშავება, ატვირთვა – ცალკე უზარმაზარი საქმეა, მე თუ მკითხავთ. ხშირად ეს “გადარჩევა/დახარისხება/დამუშავება” ეტაპები გვეზარება და პირდაპირ ვტვირთავთ სოციალურ ქსელებში 😀 (1 ალბომი მაქვს სავსე მასე უაზრო ფოტოებით. ვიფიქრე მერე გადავარჩევ-მეთქი და დამეზარა, რა თქმა უნდა. ვერა და ვერ დადგა ეს მითიური “მერე”)

ამ პოსტში ყველაზე, ყველაზე გავრცელებულ ფოტოებზე ვისაუბრებ.
and yeah, I have done it too 😀 ALL of it 😀 Continue reading “TOP 15 ტიპის ფოტო, რომელსაც მოგზაურობისას გადაიღებთ”

ტალინის მიმართულებით თბილისიდან, ქუთაისიდან

უკვე 6 თვეა (15.02.2015) მე და გიორგი ტალინში ვცხოვრობთ. მიზეზი გიორგის მაგისტრატურაა, მეც მის გამო მომიხდა ამ სიცივეში გადმოხვეწა ცოლის სტატუსით. როცა გიორგიმ უნივერსიტეტიდან დადებითი პასუხი მიიღო, მეორე დღიდანვე ვიზის საკითხის მოგვარება დავიწყეთ, მაგრამ ყველაფერი მაინც დიდი ხნით გაიწელა. მთელი სამი თვე ვცდილობდით გაგვეგო მოვდიოდით თუ ვერა 😀 შესაბამისად, ავიაბილეთებიც არ შეგვიძენია წინასწარ, ტყუილად რომ არ გადაგვეყარა ფული. ეს მოკლე ისტორია ჩვენ შესახებ შესავლის სახით 😀

ვიზის საკითხის გარკვევისთანავე ვეცით წინასწარ მოძებნილ მარშრუტებს, კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი და ბილეთები ვიყიდეთ. ამ პოსტში სწორედ ეს გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ:

როგორ და რანაირად ჩამოხვიდეთ ლიტვა-ლატვია-ესტონეთში იაფად! Continue reading “ტალინის მიმართულებით თბილისიდან, ქუთაისიდან”

რატომ აქრობენ თვითმფრინავში განათებას აფრენისას?

უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე აფრენა/დაფრენისას აუცილებელია, რომ თვითმფრინავის ბორტზე შუქი ჩააქრონ, ილუმინატორის დამცავი პანელები კი ღია იყოს. Continue reading “რატომ აქრობენ თვითმფრინავში განათებას აფრენისას?”