როჯერ ვოტერსი რიგაში

თუ პინკ ფლოიდის მოყვარული ხართ და როჯერ ვოტერსის ცოცხლად მოსმენა გსურთ, ძალიან კარგი შანსი გაქვთ ამ ზაფხულს რიგაში კონცერტს დაესწროთ. ფრენა და კონცერტის ბილეთი ჯამში სულ 230 ევრო დაგიჯდებათ.

როგორ? Continue reading “როჯერ ვოტერსი რიგაში”

ჯირონა – ესპანური ზაფხული, ლანისტერები და სატახტოთა თამაშები

ჯირონა და ფიგუერესი ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, კოსტა-ბრავაში მდებარე ორი ქალაქია, რომლებსაც ამ ზაფხულს ვესტუმრეთ. ორივე ძალიან ლამაზი და must see ქალაქებია, ამიტომ მათ შესახებ ცალ-ცალკე პოსტებში მოგიყვებით. ამ პოსტში ჯერ მხოლოდ ჯირონას შესახებ მოგითხრობთ. Continue reading “ჯირონა – ესპანური ზაფხული, ლანისტერები და სატახტოთა თამაშები”

10 მუსიკალური ფესტივალი 2016 წლის ზაფხულისთვის

თუ გინდა, რომ შვებულება საინტერესო ამბებს დაამთხვიო და ინფორმაციას ეძებ 2016 წლის მუსიკალური ფესტივალების შესახებ ან უბრალოდ ძალიან გიყვარს მუსიკა და შესაძლოა სულერთი იყოს როდის იმართება, ეს პოსტი აუცილებლად გამოგადგება 😀 Continue reading “10 მუსიკალური ფესტივალი 2016 წლის ზაფხულისთვის”

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: + და –

დღეს ძალიან კარგი ინფორმაცია გაჟღერდა: ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისიდან 7 ახალ მიმართულებას ამატებს. ესეც ჩამონათვალი და 1 გზის საწყისი ფასები:

  • ქუთაისი – ბერლინი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – მილანი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – მიუნხენი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – დორტმუნდი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – სალონიკი – 29.99 ევრო
  • ქუთაისი – ლარნაკა – 24.99 ევრო
  • ქუთაისი – სოფია – 29.99 ევრო

გადასარევი ინფორმაციაა ქუთაისისთვის, მოგზაურებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. ამასთან, კარგია, რომ ბუდაპეშტს, ვილნიუსს, კრაკოვს და კიდევ რამდენიმე მიმართულებას ისეთი რეისები დაემატა, რომლებიც კონკურენციას გაზრდის სხვა ავიახაზებთან და სხვების ფასებზეც იმოქმედებს ალბათ. ფასდაკლებების დროს ვიზეარს ზოგ მიმართულებაზე 9 და 19 ევროდან შეიძენთ. მოკლედ, არაჩვეულებრივი ამბავია.

თუმცა… არის რამდენიმე თუმცა, რომლის აღნიშვნასაც ვერ წავუვალ. უნდა მოგიყვეთ და გითხრათ, რომ სანამ არჩევანს გააკეთებთ, კარგად დაფიქრდეთ. Continue reading “დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: + და –”

ტალინის მიმართულებით თბილისიდან, ქუთაისიდან

უკვე 6 თვეა (15.02.2015) მე და გიორგი ტალინში ვცხოვრობთ. მიზეზი გიორგის მაგისტრატურაა, მეც მის გამო მომიხდა ამ სიცივეში გადმოხვეწა ცოლის სტატუსით. როცა გიორგიმ უნივერსიტეტიდან დადებითი პასუხი მიიღო, მეორე დღიდანვე ვიზის საკითხის მოგვარება დავიწყეთ, მაგრამ ყველაფერი მაინც დიდი ხნით გაიწელა. მთელი სამი თვე ვცდილობდით გაგვეგო მოვდიოდით თუ ვერა 😀 შესაბამისად, ავიაბილეთებიც არ შეგვიძენია წინასწარ, ტყუილად რომ არ გადაგვეყარა ფული. ეს მოკლე ისტორია ჩვენ შესახებ შესავლის სახით 😀

ვიზის საკითხის გარკვევისთანავე ვეცით წინასწარ მოძებნილ მარშრუტებს, კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი და ბილეთები ვიყიდეთ. ამ პოსტში სწორედ ეს გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ:

როგორ და რანაირად ჩამოხვიდეთ ლიტვა-ლატვია-ესტონეთში იაფად! Continue reading “ტალინის მიმართულებით თბილისიდან, ქუთაისიდან”