ცოტა რამ ვენის შესახებ

მგონი დეკემბერი იყო, ეარბალტიკმა (ლატვიური ავიაკომპანია) ბილეთებზე ფასდაკლება გამოაცხადა და და მაშინვე ვიყიდეთ ტალინი – ვენა ავიაბილეთები, დაახლოებით 95 ევროდ ორი გზა. ფრენა აპრილში იყო, მაგრამ ჩვენ ტურის დაგეგმვა იმავე საღამოს დავიწყეთ და დაახლოებით 1 კვირაში უკვე ვიცოდით, რომ ვენის გარდა რამდენიმე ქალაქის მონახულებას შევძლებდით. კერძოდ: ვენიდან პრაღაში ჩავიდოდით, იქიდან ბრატისლავაში გავივლიდით, მეორე დღეს ბუდაპეშტში გადავინაცვლებდით და ფრენის დღეს უკან, ვენაში დავბრუნდებოდით. მომდევნო კვირას სასტუმროები და შიდა ტრანსპორტიც დავჯავშნეთ, ფაქტობრივად უკვე მზად ვიყავით მოგზაურობისთვის 🙂

თითოეულ ქალაქზე ცალ-ცალკე პატარა პოსტებს შემოგთავაზებთ და როგორც ყოველთვის,  must see ადგილებსაც მიმოვიხილავ თავისვე ფასებით 🙂 ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, ვენით დავიწყოთ… Continue reading “ცოტა რამ ვენის შესახებ”

Advertisements

მიიღე კომპენსაცია გადადებული და გაუქმებული ფრენისთვის

ფრენა გადაგედოთ? რეისმა დაიგვიანა ან საერთოდ გაუქმდა? მიიღეთ 600€-მდე კომპენსაცია ავიაკომპანიისგან

თუ ფრენა გადაგედოს ან გაუქმდა, ალბათ აუცილებლად გეცნობათ შემხვედრი პრობლემებიც: კიდევ ერთი დაგვიანება მომდევნო ტრანზიტულ რეისზე, ტყუილად გადახდილი ფული სასტუმროში, ნერვები და დრო, რომელსაც წესით დასასვენებლად უნდა იყენებდეთ…

ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, თქვენ ამ პრობლემებისთვის კომპენსაციის მიღების უფლება გაქვთ (თუ თქვენი რეისი ევროკავშირში სრულდებოდა, ანუ ჩაფრენის ან გამოფრენის ტერიტორია ევროკავშირში მდებარეობს).  Continue reading “მიიღე კომპენსაცია გადადებული და გაუქმებული ფრენისთვის”

ბრიუსელი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ….

25 წუთზე მეტია ვფიქრობ, როგორ დავიწყო ჩემი პირველი პოსტის წერა და ნელ-ნელა ვხვდები, რომ არც ისე ადვილი ყოფილა ამის კეთება, როგორც სხვისი პოსტების კითხვის დროს ჩანდა. რადგან ამ პოსტს კითხულობთ, ალბათ უკვე გადაწყვიტეთ ბელგიაში მოგზაურობა ან უბრალოდ ბლოგის თვალიერების დროს cover ფოტომ და სათაურმა დაგაინტერესათ. იქნებ სულაც ფეისბუქზე სიახლეების თვალიერებისას ჩემმა გამოქვეყნებულმა პოსტმა მიიქცია თქვენი ყურადღება სათაურით “ჩემი პირველი ბლოგ-პოსტი”  (ან რაღაც მსგავსი, ეგეც მოსაფიქრებელი გამიხდა -_- ) და აქ აღმოჩნდით. მგონი ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, უბრალოდ სჯობს შევეშვა ამ სენტიმენტალურ აბზაცს და სათაურის შესაბამისად შოკოლადების, ვაფლების, ჰოლანდიური და ფრანგული კულტურის სინთეზის ან უბრალოდ თანამედროვე ევროპის “ცენტრში” გადავინაცვლოთ. Continue reading “ბრიუსელი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ….”