10 ყველაზე ლამაზი ქუჩა მსოფლიოში

მსოფლიოს უამრავი ფერადი, ლამაზი, ხმაურიანი თუ წყნარი ქუჩიდან რამდენიმე ამოვარჩიე, “ყველაზე ლამაზებიი”-ს სტატუსი მივანიჭე და ამ სიაში გთავაზობთ 😀

სამწუხაროდ, რომის გარდა, ჯერ არცერთი მათგანი არ მინახავს თავად.
P.S. დანომვრა შემთხვევითია. Continue reading “10 ყველაზე ლამაზი ქუჩა მსოფლიოში”

Advertisements

Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.

რამდენიმე არც თუ ისე სასიამოვნო დაშვების შემდეგ ერთი ჩვევა ამეკვიატა: ყოველთვის, როდესაც ილუმინატორის ჰორიზონტი ხის კენწეროებს უსწორდება წინა სავარძელს ხელით ვეყრდნობი და ესე ვცდილობ წონასწორობის დაცვას.

ბერლინი, დღე 1

ამჯერად ილუმინატორი შონენფილდის აეროპორტის მიმდებარედ გაზრდილ ხეებს გაუთანაბრდა და ჩვენც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მშვიდობიანად დავეშვით. აეროპორტი ოთხი ტერმინალისგან და შესაბამისად, ოთხი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. მათ წინ ავტომობილების პარკინგია, რომელსაც შუაში გადახურული საფეხმავლო გზა მიუყვება და პირდაპირ (5 წუთი ფეხით) მეტროს/მატარებლის გაჩერებასთან მიჰყავხარ.

berlin gifჩვენ გეზი ალექსანდრპლაცისკენ გვქონდა აღებული, საითაც S9 და S45 ნომერი მატარებლები მიდიან, მაგრამ ორივე შემთხვევაში თითო გადაჯდომა გვიწევდა, შესაბამისად S5 (სადგური Ostkreuz) და U8 (სადგური Hermannstrathze) ნომერ მატარებლებზე. თუ გაგიმართლებთ, შეიძლება ექსპრეს რეისებსაც მიუსწროთ (RE7, RB14) რომლებიც პირდაპირ ალექსანდრპლაცზე მიდიან და გადაჯდომით გამოწვეულ დისკომფორტსაც აიცილებთ თავიდან. ყველა მატარებლისთვის მგზავრობის ფასი ერთნაირია – 3,4 ევრო და სადგურისკენ მიმავალ გზაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული აპარატებიდან შეძლებთ ბილეთის შეძენას. რაც მთავარია, მგზავრობის დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ თქვენი ბილეთის დაშტამპვა.

30 წუთიანი მგზავრობის დროს სტენსილებით მოხატულ გვირაბებს და კედლებს ქარხნების და საწყობების პანორამა ენაცვლება, მოგვიანებით კი მაღალ სართულიანი საოფისე შენობების ალყაში მოექცევით, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქალაქის ცენტრს უახლოვდებით. Continue reading “Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.”

ბარგი: როგორ ჩავლაგდეთ სამგზავროდ სწორად, ხელბარგი და აკრძალული ნივთები

რამდენიმე ადამიანმა გვკითხა, რა არის დაშვებული, რომ წაიღონ ხელბარგით ან ბარგით, რა – აკრძალული, სითხე ან კოსმეტიკა შეგვიძლია  თუ არა ბორტზე ავიტანოთ და ა.შ. ვეცდები მსგავს კითხვებზე პასუხი ამ პოსტში იპოვოთ. თუმცა, არ გვექნება საუბარი ბარგის ან ხელბარგის ზომებსა და წონაზე, რადგან ამას ყველა ავიაკომპანია ცალ-ცალკე არეგულირებს. პოსტში მხოლოდ საერთაშორისოდ მიღებულ წესებზე ვისაუბრებთ Continue reading “ბარგი: როგორ ჩავლაგდეთ სამგზავროდ სწორად, ხელბარგი და აკრძალული ნივთები”