ბრიუგე და გენტი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ…. Vol2

ბელგიის შესახებ წერა ჩემი საყვარელი გუნდის თამაშის გამო შევწყვიტე, რომელმაც კვლავ ვერ მოიგო :/ :/ პირველ ნაწილში ბრიუსელზე ამომწურავად ვისაუბრე, შევეხე როგორც ფრენის, ასევე ტრანსფერის, საცხოვრებელი ადგილის შერჩევის და აუცილებლად სანახავი ადგილების თემას, ამიტომ ახლა პირდაპირ შოკოლადის ბრიუგეში და გენტში გადავინაცვლებ. Continue reading “ბრიუგე და გენტი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ…. Vol2”

ბრიუსელი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ….

25 წუთზე მეტია ვფიქრობ, როგორ დავიწყო ჩემი პირველი პოსტის წერა და ნელ-ნელა ვხვდები, რომ არც ისე ადვილი ყოფილა ამის კეთება, როგორც სხვისი პოსტების კითხვის დროს ჩანდა. რადგან ამ პოსტს კითხულობთ, ალბათ უკვე გადაწყვიტეთ ბელგიაში მოგზაურობა ან უბრალოდ ბლოგის თვალიერების დროს cover ფოტომ და სათაურმა დაგაინტერესათ. იქნებ სულაც ფეისბუქზე სიახლეების თვალიერებისას ჩემმა გამოქვეყნებულმა პოსტმა მიიქცია თქვენი ყურადღება სათაურით “ჩემი პირველი ბლოგ-პოსტი”  (ან რაღაც მსგავსი, ეგეც მოსაფიქრებელი გამიხდა -_- ) და აქ აღმოჩნდით. მგონი ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, უბრალოდ სჯობს შევეშვა ამ სენტიმენტალურ აბზაცს და სათაურის შესაბამისად შოკოლადების, ვაფლების, ჰოლანდიური და ფრანგული კულტურის სინთეზის ან უბრალოდ თანამედროვე ევროპის “ცენტრში” გადავინაცვლოთ. Continue reading “ბრიუსელი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ….”