ფრენა გაციების და სურდოს დროს

რამდენიმე თვის წინ ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ფრენა გამოვცადე. არა, არც რაიმე კატასტროფის საშიშროება იყო, არც ტურბულენტურ ზონაში მოხვედრილვართ და არც ტერორისტებს გაუტაციათ თვითმფრინავი (:D) – უბრალოდ მსუბუქად გაციებულმა ავდგი ფეხი თვითმფრინავის ბორტზე.

შვებულება ისეთი საკითხია, რომელიც რამდენიმე თვით ან კვირით ადრე იგეგმება: ათანხმებ თავისუფალ დღეებს თანამშრომლებთან, ხელმძღვანელთან, მერე ეძებ შესაბამის ადგილს, ფასებს, ავიაბილეთებს და ა.შ. და როგორია ამდენი დავიდარაბის მერე უბრალო გაციების გამო უარი თქვათ დასვენებაზე და არსად გაფრინდეთ? მეც არ დავნებდი სურდოს და წამლებმომარაგებული გამოვცხადდი აეროპორტში. როგორც აღმოჩნდა, ჯობდა ინფორმაცია წინასწარ მომეძიებინა, რომ მცოდნოდა, როგორ ამერიდებინა საშინელი ტკივილი და დისკომფორტი.  Continue reading “ფრენა გაციების და სურდოს დროს”

Advertisements

მიიღე კომპენსაცია გადადებული და გაუქმებული ფრენისთვის

ფრენა გადაგედოთ? რეისმა დაიგვიანა ან საერთოდ გაუქმდა? მიიღეთ 600€-მდე კომპენსაცია ავიაკომპანიისგან

თუ ფრენა გადაგედოს ან გაუქმდა, ალბათ აუცილებლად გეცნობათ შემხვედრი პრობლემებიც: კიდევ ერთი დაგვიანება მომდევნო ტრანზიტულ რეისზე, ტყუილად გადახდილი ფული სასტუმროში, ნერვები და დრო, რომელსაც წესით დასასვენებლად უნდა იყენებდეთ…

ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, თქვენ ამ პრობლემებისთვის კომპენსაციის მიღების უფლება გაქვთ (თუ თქვენი რეისი ევროკავშირში სრულდებოდა, ანუ ჩაფრენის ან გამოფრენის ტერიტორია ევროკავშირში მდებარეობს).  Continue reading “მიიღე კომპენსაცია გადადებული და გაუქმებული ფრენისთვის”

უფასო ინტერნეტის რუკა მთელი მსოფლიოს აეროპორტებიდან

📶 რუკა, სადაც დატანილია Wi-Fi-ს ზუსტი ადგილმდებარეობი და პაროლები მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ყველა აეროპორტიდან! 📶
რუკა მოგზაურმა ბლოგერმა, ანილ პოლატმა შექმნა. ის ყოველდღიურად განახლებადია, რადგან ინფორმაციის წყარო ჩვეულებრივი მოგზაურები არიან.

Continue reading “უფასო ინტერნეტის რუკა მთელი მსოფლიოს აეროპორტებიდან”