სურათი

ინსტაგრამი #გზაში

ბლოგზე წერას ისეთი ინტენსივობით ვერ ვახერხებთ, როგორც საჭიროა ან მინდა, თუმცა საკმაოდ აქტიურად ვიყენებ ბლოგის ინსტაგრამს. მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები აუცილებლად ხვდება ჩვენს ინსტაგრამზე #გზაში

ინსტაგრამზე განთავსებული ფოტოების სრული უმრავლესობა ჩვენს მიერაა გადაღებული სხვადასხვა მოგზაურობებისას.

ბოდიალის დროს ძნელია გამოყო დრო ბლოგზე დასაპოსტად. ასეთ დროს ყველაზე ხშირად გზაში-ს Facebook გვერდსა და ინსტაგრამზე პოსტვა მიადვილდება. მარტივია, გადაღებული ფოტო ატვირთო და ამბავი რამდენიმე წუთში მოყვე. ვიდრე შემოხვიდე საიტზე, დააწყო აზრები, შეარჩიო ფოტოები და სიტყვები და საბოლოოდ გამოაქვეყნო ესა თუ ის ისტორია. Continue reading “ინსტაგრამი #გზაში”

Advertisements
გალერეა

სანტა კლაუსი მსოფლიოს 15 ქვეყნიდან: როგორ გამოიყურება და რა ჰქვია ახალი წლის მუდმივ თანამგზავრს?

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სანტა კლაუსი (ან თოვლის ბაბუა ჩვენებურად) ახალი წლის განუყრელი ასოციაციაა.  მათთან დაკავშირებული ისტორიებიც ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა.

ზოგან თოვლის ბაბუა კეთილი სანტა კლაუსია, რომელიც ბავშვებს შოკოლადებს და საჩუქრებს ურიგებს, ზოგან კი სანტას არსებობის ისტორია ბოროტ სულებს უკავშირდება, რომელიც დარიგების ნაცვლად, ბავშვებს საჩუქრებს ართმევდა 😀 (ფინეთი). თუმცა უმეტეს ქვეყანაში შობა-ახალი წლის აიქონმა ტრანსფორმაცია განიცადა, ზოგან ქრისტიანული ზეგავლენით წმინდა ნიკოლოზს დაემსგავსა და დღესდღეობით ისტორიულისგან განსხვავებული სახე აქვთ.

ქვემოთ მოცემულია როგორ გამოიყურება დღესდღეობით სანტა კლაუსი მსოფლიოს 15 ქვეყნებში. მათ შორის ფინეთში, შვედეთში, ესტონეთში, დიდ ბრიტანეთში, სომხეთში, მონღოლეთში, იტალიაში, ამერიკაში, ბელორუსიაში, რუსეთში, ჩინეთში, ჰოლანდიასა და საქართველოში. 🙂

(more…)

სურათი

ქუჩის მოვაჭრეები ვიეტნამში – 10 ფოტო

ფოტოგრაფი ვიეტნამში ქუჩის მოვაჭრეებს უღებდა ყოველდღე ხიდიდან.

ქალებს ხილით, ბოსტნეულით და ყვავილებით სავსე კალათები ველოსიპედებზე აქვთ აკიდებული და ასე გადიან დილის 4 საათიდან ათეულობით კილომეტრს.

Continue reading “ქუჩის მოვაჭრეები ვიეტნამში – 10 ფოტო”

გალერეა

20 ფოტო მსოფლიოს 10 სხვადასხვა წერტილიდან, რომელიც გიჩვენებთ განსხვავებას პროფესიონალი ფოტოგრაფების და მოყვარულების მიერ გადაღებულ ფოტოებს შორის

მოგზაურობისას ყველანი ვიღებთ ფოტოებს. საჯაროდ გამოვფენთ ან ჩვენთვის ვინახავთ მოგონებებისთვის. ჩვენს მიერ გადაღებული თითოეული ფოტო ძვირფასია, თუმცა, ყოველთვის აღმოჩნდება ვინმე, ვინც ჩვენზე უკეთ გადაიღებს რომელიმე ღირსშესანიშნაობას. 😀

ქვემოთ მოცემულია 20 ფოტო, მსოფლიოს 10 წერტილიდან, რომლებიც ნათლად დაგანახებთ სხვაობას პროფესიონალი ფოტოგრაფის და მოყვარულის მიერ გადაღებულ ფოტოებს შორის. (more…)

საუკეთესო ფოტოები National Geographic-ის მოგზაურთა ფოტო კონკურსიდან

National Geographic ყოველ წელს ატარებს კონკურსს მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, გზაში გადაღებული უამრავი ფოტოდან 20 (ჩემი აზრით) ძალიან საინტერესო, ლამაზი ფოტო შეგირჩიეთ და ამ პოსტში გთავაზობთ ❤ Continue reading “საუკეთესო ფოტოები National Geographic-ის მოგზაურთა ფოტო კონკურსიდან”

TOP 15 ტიპის ფოტო, რომელსაც მოგზაურობისას გადაიღებთ

რა არის მოგზაურობა ფოტოების გარეშე? ერთი ორჯერ თუ არ ჩააჩხაკუნე ფოტოაპარატი ან თუნდაც ტელეფონი და სამომავლო მოგონებებისთვის არ შეინახე? 😀

ზოგადად, მოგზაურობისას ფოტოების გადაღება, გადარჩევა, დახარისხება, დამუშავება, ატვირთვა – ცალკე უზარმაზარი საქმეა, მე თუ მკითხავთ. ხშირად ეს “გადარჩევა/დახარისხება/დამუშავება” ეტაპები გვეზარება და პირდაპირ ვტვირთავთ სოციალურ ქსელებში 😀 (1 ალბომი მაქვს სავსე მასე უაზრო ფოტოებით. ვიფიქრე მერე გადავარჩევ-მეთქი და დამეზარა, რა თქმა უნდა. ვერა და ვერ დადგა ეს მითიური “მერე”)

ამ პოსტში ყველაზე, ყველაზე გავრცელებულ ფოტოებზე ვისაუბრებ.
and yeah, I have done it too 😀 ALL of it 😀 Continue reading “TOP 15 ტიპის ფოტო, რომელსაც მოგზაურობისას გადაიღებთ”