რა ვნახოთ პრაღაში? – ყველაფერი!

ვენადან პრაღაში რეგიოჯეტის მატარებლით წავედით, რომლის ბილეთი დაახლოებით 16 ევრო ღირს და საკმაოდ სასიამოვნო სერვისსაც გთავაზობენ: კომფორტული სავარძლები, დიდი სივრცე, უფასო წყალი, კარგი ხარისხის ინტერნეტი და ახალი ფილმებით სავსე ეკრანები. Continue reading “რა ვნახოთ პრაღაში? – ყველაფერი!”

ცოტა რამ ვენის შესახებ

მგონი დეკემბერი იყო, ეარბალტიკმა (ლატვიური ავიაკომპანია) ბილეთებზე ფასდაკლება გამოაცხადა და და მაშინვე ვიყიდეთ ტალინი – ვენა ავიაბილეთები, დაახლოებით 95 ევროდ ორი გზა. ფრენა აპრილში იყო, მაგრამ ჩვენ ტურის დაგეგმვა იმავე საღამოს დავიწყეთ და დაახლოებით 1 კვირაში უკვე ვიცოდით, რომ ვენის გარდა რამდენიმე ქალაქის მონახულებას შევძლებდით. კერძოდ: ვენიდან პრაღაში ჩავიდოდით, იქიდან ბრატისლავაში გავივლიდით, მეორე დღეს ბუდაპეშტში გადავინაცვლებდით და ფრენის დღეს უკან, ვენაში დავბრუნდებოდით. მომდევნო კვირას სასტუმროები და შიდა ტრანსპორტიც დავჯავშნეთ, ფაქტობრივად უკვე მზად ვიყავით მოგზაურობისთვის 🙂

თითოეულ ქალაქზე ცალ-ცალკე პატარა პოსტებს შემოგთავაზებთ და როგორც ყოველთვის,  must see ადგილებსაც მიმოვიხილავ თავისვე ფასებით 🙂 ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, ვენით დავიწყოთ… Continue reading “ცოტა რამ ვენის შესახებ”

მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში – 3 დღე ვენეციაში

კომოს ტბის შემოვლის შემდეგ გეზი ვენეციისკენ უნდა აგვეღო. ბილეთები, ტრენიტალიას საიტზე შევიძინეთ. ბილეთების გამოყენების წესების შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. მგზავრობისას ორი გადაჯდომა გვიწევდა და მთლიან გზას დაახლოებით 3 საათი და 30 წუთი სჭირდებოდა. ბილეთებში საშუალოდ 20 ევრო გადავიხადეთ და დილის 9 საათზე უკვე ჩვენს ვაგონში ვისხედით.

რა გასაკვირია, რომ ფანჯრებიდან ისევ ადრეულად ამწვანებული მთების პეიზაჟი იშლებოდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო წინ გველოდა – ვენეციაში გადასასვლელი ხიდი. სანამ უშუალოდ ვენეციაციაზე გადავალ, გეტყვით, რომ ვერონას სადგურში გადაჯდომის შემთხვევაში მინიმუმ 30 წუთი დაიტოვეთ შუალედისთვის, რადგანაც სადგური საკმაოდ დიდია და ბაქანიდან ბაქანზე გადასვლას დრო სჭირდება, თან ამას ემატება მატარაბლების არაპუნქტუალურობაც და ჯამში ზედმეტ საფიქრალს აჩენს.

პირველად ხდებოდა, როდესაც ზღვაზე გადებულ ხიდზე მატარებლით გადავდიოდი. ჩვენს წინ არსაიდან ჩნდებოდნენ წყლის ზედაპირზე დაბუდებულ ნისლში ჩამალული ნავების დასაბმელი დაბერებული ხის ბოძები. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს კარიბის ზღვის მეკობრეების ერთ-ერთ ეპიზოდში ამოვყავი თავი, მაგრამ აფრებიანი გემის ნაცვლად, ხმაურიანი მატარებლით მივცურავდით ზღვის ზედაპირზე. Continue reading “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში – 3 დღე ვენეციაში”

მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. კომოს ტბა – ერთდღიანი ტური მილანიდან

ბერგამოს შემოვლის შემდეგ გადავწყვიტეთ მეორე დღეს კომოს ტბა და მის გარშემო თავმოყრილი პატარა სოფლები შემოგვევლო.

ბერგამოს ცენტრალური სადგურიდან უნდა ჩავსულიყავით ქალაქ ლეკოში, სადაც გამოვიცვლიდით მატარებელს და გზას ვარენასკენ გავაგრძელებდით. მგზავრობას ჯამში დაახლოვებით ერთი საათი სჭირდება და ბილეთის ფასი 5 ევროს შეადგენს.

კომოს ტბის გარშემო ბევრი პატარა ქალაქია გაშენებული. მათ შორისაა თვითონ კომო, ლეკო, ვარენა, ბელაჯიო, მენაჯიო და კიდევ სხვა მრავალი. ჩვენ ვარენადან ბელაჯიოში ვაპირებდით გემით გადასვლას, დათვალიერებას და საღამოს იგივე გზით უკან დაბრუნებას.

მილანი – კომოს ტბა – ბელაჯიო

ბელაჯიო იტალია..jpegთუ მილანიდან აპირებთ კომოზე წასვლას, მაშინ რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან შეგიძლიათ პირდაპირ კომოში ჩახვიდეთ (ერთი გზის ბილეთის ფასი 4.8 ევროა), იქიდან კი სასურველ ქალაქში გემით გადახვიდეთ. ბილეთის ფასი დამოკიდებულია დისტანციაზე, თუ რა მანძილის დაფარვას აპირებთ და უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ ლინკზე იპოვით. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება თუ მილანიდან მატარებლით პირდაპირ ვარენეში ჩახვალთ, რომლის ფასი დაახლოებით 7-8 ევრო იქნება და იქიდან გემით ბელაჯიოსა და მენაჯიოს მოინახულებთ. ამ სამ პატარა ქალაქს შორის დამაკავშირებელი გემის ერთჯერადი ბილეთი დაახლოებით 4,5 ევრო ღირს და თითქმის ყოველ 30 წუთში ერთხელ გადის. სამივე სოფლის შემოვლა საშუალოდ 15 ევრო დაგიჯდებათ + მატარებლის ორივე გზის ბილეთი – 14 ევრო. Continue reading “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. კომოს ტბა – ერთდღიანი ტური მილანიდან”

მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. ბერგამო – ერთდღიანი ტური მილანიდან

2017 წლის დასასასრული ძალიან საინტერესო გამოდგა ჩვენთვის. ერთდროულად და თან სრულიად დაუგეგმავად ვიყიდეთ ბილეთები ჩრდილოეთ იტალიაში (იანვარი), პარიზში (თებერვალი) და ავსტრია-ჩეხეთში (აპრილი) მოგზაურობისთვის. იანვარში ამ ყველაფერს Deep Purple-ის, Guns N’ Roses-ის, Roger Waters-ის კონცერტების ბილეთები დავუმატეთ და შეიძლება ითქვას, მთელი წლის გეგმაც გავამზადეთ. ჩვენი სიის მიხედვით, პირველად იტალიაში მოგზაურობა გვიწევდა და პოსტშიც სწორედ ამ თავგადასავალის შესახებ მინდა მოგიყვეთ 🙂

ტრადიციულად, დეკემბრის ბოლოს Ryanair-მა ბილეთებზე ისევ დიდი ფასდაკლება შემოგვთავაზა, ჩვენც ბევრი აღარ ვიფიქრეთ და 27 იანვარი-1 თებერვლისთვის, ტალინი- მილანი (ბერგამო) – ტალინის ბილეთები სულ რაღაც 40 ევროდ ვიყიდეთ. Continue reading “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. ბერგამო – ერთდღიანი ტური მილანიდან”

მონემვასია, საბერძნეთი

გსმენიათ მონემვასიას შესახებ? ეს პატარა ქალაქი საბერძნეთში, პატარა კუნძულზე, პელოპონესის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს.monemvasia Continue reading “მონემვასია, საბერძნეთი”

Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.

რამდენიმე არც თუ ისე სასიამოვნო დაშვების შემდეგ ერთი ჩვევა ამეკვიატა: ყოველთვის, როდესაც ილუმინატორის ჰორიზონტი ხის კენწეროებს უსწორდება წინა სავარძელს ხელით ვეყრდნობი და ესე ვცდილობ წონასწორობის დაცვას.

ბერლინი, დღე 1

ამჯერად ილუმინატორი შონენფილდის აეროპორტის მიმდებარედ გაზრდილ ხეებს გაუთანაბრდა და ჩვენც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მშვიდობიანად დავეშვით. აეროპორტი ოთხი ტერმინალისგან და შესაბამისად, ოთხი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. მათ წინ ავტომობილების პარკინგია, რომელსაც შუაში გადახურული საფეხმავლო გზა მიუყვება და პირდაპირ (5 წუთი ფეხით) მეტროს/მატარებლის გაჩერებასთან მიჰყავხარ.

berlin gifჩვენ გეზი ალექსანდრპლაცისკენ გვქონდა აღებული, საითაც S9 და S45 ნომერი მატარებლები მიდიან, მაგრამ ორივე შემთხვევაში თითო გადაჯდომა გვიწევდა, შესაბამისად S5 (სადგური Ostkreuz) და U8 (სადგური Hermannstrathze) ნომერ მატარებლებზე. თუ გაგიმართლებთ, შეიძლება ექსპრეს რეისებსაც მიუსწროთ (RE7, RB14) რომლებიც პირდაპირ ალექსანდრპლაცზე მიდიან და გადაჯდომით გამოწვეულ დისკომფორტსაც აიცილებთ თავიდან. ყველა მატარებლისთვის მგზავრობის ფასი ერთნაირია – 3,4 ევრო და სადგურისკენ მიმავალ გზაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული აპარატებიდან შეძლებთ ბილეთის შეძენას. რაც მთავარია, მგზავრობის დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ თქვენი ბილეთის დაშტამპვა.

30 წუთიანი მგზავრობის დროს სტენსილებით მოხატულ გვირაბებს და კედლებს ქარხნების და საწყობების პანორამა ენაცვლება, მოგვიანებით კი მაღალ სართულიანი საოფისე შენობების ალყაში მოექცევით, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქალაქის ცენტრს უახლოვდებით. Continue reading “Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.”

მანქანის დაქირავება – ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთში მოგზაურობისას

მანქანის დაქირავება კარგი საშუალებაა სამოგზაურო ხარჯების შესამცირებლად, როცა დასაფარი მანძილი საკმაოდ დიდია, შესაძლოა რამდენიმე ქვეყანასაც მოიცავდეს და თან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის არც თუ ისე ადვილად ხელმისაწვდომი ადგილის მონახულებას აპირებთ.

ჩვენ საკუთარი მანქანა არ გვყავს. მიზეზი ისაა, რომ ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ (ტალინი) პატარაა, შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი სრულიად უფასო (მხოლოდ ტალინში მუდმივად მცხოვრებთათვის). თუმცა, ქალაქგარეთ, ვიქენდზე გასვლისას, მანქანა ისეთივე საჭირო ხდება, როგორც კომფორტული ფეხსაცმელი ან მსუბუქი ზურგჩანთაა.

თუ რატომღაც ამ რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობას გადაწყვეტთ: ესტონეთი, ფინეთი ან ლატვია, მანქანის დაქირავებაში ჩვენი გამოცდილება დაგეხმარებათ. ავტოლევი მანქანების გაქირავების ვებსაიტია, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან არიან კერძო პირები დარეგისტირებულნი და მომხმარებლებს მინიმალურ ფასად სთავაზობენ საკუთარ ავტომობილებს. Continue reading “მანქანის დაქირავება – ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთში მოგზაურობისას”

ჯირონა – ესპანური ზაფხული, ლანისტერები და სატახტოთა თამაშები

ჯირონა და ფიგუერესი ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, კოსტა-ბრავაში მდებარე ორი ქალაქია, რომლებსაც ამ ზაფხულს ვესტუმრეთ. ორივე ძალიან ლამაზი და must see ქალაქებია, ამიტომ მათ შესახებ ცალ-ცალკე პოსტებში მოგიყვებით. ამ პოსტში ჯერ მხოლოდ ჯირონას შესახებ მოგითხრობთ. Continue reading “ჯირონა – ესპანური ზაფხული, ლანისტერები და სატახტოთა თამაშები”

11 ზურგჩანთა მოგზაურობისთვის

მოგზაურობისთვის მზადებისას პირველ რიგში კომფორტულ ფეხსაცმელს და ტანსაცმელს ვუყურებ და ვაწყობ ბარგში. თან ისე, რომ თითო წყვილი ყველაფერი მქონდეს, ყველანაირი შემთხვევისთვის “რა იცი, რა ხდება #გზაში”-ს პრინციპით. მიუხადავად იმისა, adventure travel მელის თუ romantic trip ^_^ <3

ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ცალკე პოსტში მოგიყვებით აუცილებლად, ამჯერად ჩანთებზე მინდა ყურადღების გამახვილება. თან, რა არის მოგზაურისთვის კომფორტულ ზურგჩანთის პოვნაზე დიდი ბედნიერება, რომელსაც ხელბარგად ატარებთ შორეულ მოგზაურობებში, ავიაკომპანიების მკაცრ ზომებში ჩაეტევა და თან ბევრ რამეს დაიტევს? 😀 ისეთი რომ იყოს, მოკლე, შორეულ, რომანტიულ თუ “საპახოდე” მოგზაურობაშიც რომ გამოდგეს? და ამ ყველაფერთან ერთად, ლამაზად და “გოგოურადაც” რომ გამოიყურებოდეს? ^_^

ლამაზი, დიდი, ტევადი და ამავდროულად კომფორტული ზურგჩანთების შესახებ ინფორმაცია ნამდვილად გამოგადგებათ.

ჩანთები რამდენიმე სხვადასხვა საიტზე შევაგროვე და გიზიარებთ 🙂  Continue reading “11 ზურგჩანთა მოგზაურობისთვის”