მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. კომოს ტბა – ერთდღიანი ტური მილანიდან

ბერგამოს შემოვლის შემდეგ გადავწყვიტეთ მეორე დღეს კომოს ტბა და მის გარშემო თავმოყრილი პატარა სოფლები შემოგვევლო.

ბერგამოს ცენტრალური სადგურიდან უნდა ჩავსულიყავით ქალაქ ლეკოში, სადაც გამოვიცვლიდით მატარებელს და გზას ვარენასკენ გავაგრძელებდით. მგზავრობას ჯამში დაახლოვებით ერთი საათი სჭირდება და ბილეთის ფასი 5 ევროს შეადგენს.

კომოს ტბის გარშემო ბევრი პატარა ქალაქია გაშენებული. მათ შორისაა თვითონ კომო, ლეკო, ვარენა, ბელაჯიო, მენაჯიო და კიდევ სხვა მრავალი. ჩვენ ვარენადან ბელაჯიოში ვაპირებდით გემით გადასვლას, დათვალიერებას და საღამოს იგივე გზით უკან დაბრუნებას.

მილანი – კომოს ტბა – ბელაჯიო

ბელაჯიო იტალია..jpegთუ მილანიდან აპირებთ კომოზე წასვლას, მაშინ რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან შეგიძლიათ პირდაპირ კომოში ჩახვიდეთ (ერთი გზის ბილეთის ფასი 4.8 ევროა), იქიდან კი სასურველ ქალაქში გემით გადახვიდეთ. ბილეთის ფასი დამოკიდებულია დისტანციაზე, თუ რა მანძილის დაფარვას აპირებთ და უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ ლინკზე იპოვით. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება თუ მილანიდან მატარებლით პირდაპირ ვარენეში ჩახვალთ, რომლის ფასი დაახლოებით 7-8 ევრო იქნება და იქიდან გემით ბელაჯიოსა და მენაჯიოს მოინახულებთ. ამ სამ პატარა ქალაქს შორის დამაკავშირებელი გემის ერთჯერადი ბილეთი დაახლოებით 4,5 ევრო ღირს და თითქმის ყოველ 30 წუთში ერთხელ გადის. სამივე სოფლის შემოვლა საშუალოდ 15 ევრო დაგიჯდებათ + მატარებლის ორივე გზის ბილეთი – 14 ევრო. Continue reading “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. კომოს ტბა – ერთდღიანი ტური მილანიდან”

Advertisements

მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. ბერგამო – ერთდღიანი ტური მილანიდან

2017 წლის დასასასრული ძალიან საინტერესო გამოდგა ჩვენთვის. ერთდროულად და თან სრულიად დაუგეგმავად ვიყიდეთ ბილეთები ჩრდილოეთ იტალიაში (იანვარი), პარიზში (თებერვალი) და ავსტრია-ჩეხეთში (აპრილი) მოგზაურობისთვის. იანვარში ამ ყველაფერს Deep Purple-ის, Guns N’ Roses-ის, Roger Waters-ის კონცერტების ბილეთები დავუმატეთ და შეიძლება ითქვას, მთელი წლის გეგმაც გავამზადეთ. ჩვენი სიის მიხედვით, პირველად იტალიაში მოგზაურობა გვიწევდა და პოსტშიც სწორედ ამ თავგადასავალის შესახებ მინდა მოგიყვეთ 🙂

ტრადიციულად, დეკემბრის ბოლოს Ryanair-მა ბილეთებზე ისევ დიდი ფასდაკლება შემოგვთავაზა, ჩვენც ბევრი აღარ ვიფიქრეთ და 27 იანვარი-1 თებერვლისთვის, ტალინი- მილანი (ბერგამო) – ტალინის ბილეთები სულ რაღაც 40 ევროდ ვიყიდეთ. Continue reading “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში. ბერგამო – ერთდღიანი ტური მილანიდან”

როჯერ ვოტერსი რიგაში

თუ პინკ ფლოიდის მოყვარული ხართ და როჯერ ვოტერსის ცოცხლად მოსმენა გსურთ, ძალიან კარგი შანსი გაქვთ ამ ზაფხულს რიგაში კონცერტს დაესწროთ. ფრენა და კონცერტის ბილეთი ჯამში სულ 230 ევრო დაგიჯდებათ.

როგორ? Continue reading “როჯერ ვოტერსი რიგაში”

10 ყველაზე ლამაზი ქუჩა მსოფლიოში

მსოფლიოს უამრავი ფერადი, ლამაზი, ხმაურიანი თუ წყნარი ქუჩიდან რამდენიმე ამოვარჩიე, “ყველაზე ლამაზებიი”-ს სტატუსი მივანიჭე და ამ სიაში გთავაზობთ 😀

სამწუხაროდ, რომის გარდა, ჯერ არცერთი მათგანი არ მინახავს თავად.
P.S. დანომვრა შემთხვევითია.

  1. ლა ბოკა, ბუენოს აირესი, არგენტინა

9-buenos airesi

ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ქუჩა ბუენოს აირესში la boca გახლავთ. მე-19 საუკუნეში ევროპელი მიგრანტებით დასახლებული ქუჩა დროთა განმავლობაში ღარიბმა მაცხოვრებლებმა დოკებიდან მორჩენილი გემის საღებავებით ყოველგვარი კონკრეტული მიზნის და გეგმის გარეშე შეღებეს. შედეგად, ქუჩა სრულიად აჭრელდა და დღეს ბუენოს აირესის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. Continue reading “10 ყველაზე ლამაზი ქუჩა მსოფლიოში”

იაფი ბილეთები ისლანდიაში: ქუთაისი – რეიკიავიკი

თუ ისლანდიის მონახულება ჩემსავით ერთ-ერთ ოცნებად გაქვთ და იაფ ავიაბილეთებს ეძებთ, ტქვენთვის ძალიან კარგი ინფორმაცია მაქვს: ავიაკომპანია ვიზეარმა ქუთაისიდან რიგის მიმართულებით დაამატა ფრენა, რიგიდან კი რეიკიავიკში ფრენა აქვს.

სად ვნახო ავიაბილეთები ისლანდიის მიმართულებით იაფად?

ეწვიეთ Wizz Air-ის/ვიზიარის ვებსაიტს და ცალ-ცალკე ნახეთ ქუთაისი-რიგა-ქუთაისი და რიგა-რეიკიავიკი-რიგა რეისები.  Continue reading “იაფი ბილეთები ისლანდიაში: ქუთაისი – რეიკიავიკი”

10 საუკეთესო საჩუქარი მოგზაურს

ახალი წელი გვიახლოვდება, სექრეტ სანტას სეზონი პირდაპირ ზენიტშია და საჩუქრების არჩევაზეც ალბათ ბევრს ფიქრობთ.

თუ თქვენი ადრესატი მოგზაურობის მოყვარული ადამიანია, ვეცდები საქმე გაგიადვილოთ და რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ, რა უნდა აჩუქოთ მოგზაურობის მოყვარულ ადამიანს Continue reading “10 საუკეთესო საჩუქარი მოგზაურს”

მონემვასია, საბერძნეთი

გსმენიათ მონემვასიას შესახებ? ეს პატარა ქალაქი საბერძნეთში, პატარა კუნძულზე, პელოპონესის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს.monemvasia Continue reading “მონემვასია, საბერძნეთი”

5 რეალური კაფე-ბარი საყვარელი ფილმებიდან, რომლებსაც შეგიძლიათ ხვალვე ესტუმროთ

თუ ჩემსავით გიყვართ რომანტიული მელოდრამები და კომედიები, რამდენჯერმე მაინც გაქვთ ნანახი ისეთი ფილმები, როგორიცაა “თქვენთვის წერილია”, “როცა სალი შეხვდა ჰარის”, “მახინჯი კოიოტი”, “შუაღამე პარიზში” ან “serendipity”, მაშინ ეს პოსტი აუცილებლად მოგეწონებათ 🙂  Continue reading “5 რეალური კაფე-ბარი საყვარელი ფილმებიდან, რომლებსაც შეგიძლიათ ხვალვე ესტუმროთ”

ერთი დღე ჰელსინკიში

უკვე სათვალევი ამერია, თუ მერამდენედ მივუყვებით ჰელსინკისკენ მიმავალ გზას, უფრო სწორად ზღვას. ტალინიდან ჰელსინკიმდე გემით 2 საათის გზა (აი ისევ, ზღვა) არის, გრაფიკი და ფასები კი აქ შეგიძლიათ ნახოთ (ფასდაკლების დროს ერთი გზა 10 და 5 ევროდაც კი გვიყიდია).

Helsinki tripდილის რვა საათზე საკრუიზო ხომალდი პორტს ტოვებს და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთისკენ იღებს გეზს. ყველა სართულზე მსგავსი სურათია: მგზავრების უმეტესობა ჩვენი არ იყოს გამოუძინებელი თვალებით დაბორიალობს უსასრულო დერეფნებში და ყნოსვის ანაბარად დარჩენილები ყველაზე არომატული და ძლიერი ყავის არჩევას ცდილობენ. გემის კიჩოში მდებარე კაფე ნელ-ნელა აივსო ხალხით, მაგრამ თითქოს ერთმანეთს აცდიან მაგიდაზე გამოძინებას და ისედაც სიტყვაძუნწი ჩრდილოელები, ახლა მხოლოდ ჩურჩულით თუღა გადაილაპარაკებენ. Continue reading “ერთი დღე ჰელსინკიში”

ფრენა გაციების და სურდოს დროს

რამდენიმე თვის წინ ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ფრენა გამოვცადე. არა, არც რაიმე კატასტროფის საშიშროება იყო, არც ტურბულენტურ ზონაში მოხვედრილვართ და არც ტერორისტებს გაუტაციათ თვითმფრინავი (:D) – უბრალოდ მსუბუქად გაციებულმა ავდგი ფეხი თვითმფრინავის ბორტზე.

შვებულება ისეთი საკითხია, რომელიც რამდენიმე თვით ან კვირით ადრე იგეგმება: ათანხმებ თავისუფალ დღეებს თანამშრომლებთან, ხელმძღვანელთან, მერე ეძებ შესაბამის ადგილს, ფასებს, ავიაბილეთებს და ა.შ. და როგორია ამდენი დავიდარაბის მერე უბრალო გაციების გამო უარი თქვათ დასვენებაზე და არსად გაფრინდეთ? მეც არ დავნებდი სურდოს და წამლებმომარაგებული გამოვცხადდი აეროპორტში. როგორც აღმოჩნდა, ჯობდა ინფორმაცია წინასწარ მომეძიებინა, რომ მცოდნოდა, როგორ ამერიდებინა საშინელი ტკივილი და დისკომფორტი.  Continue reading “ფრენა გაციების და სურდოს დროს”