გზაში გადაღებული ვიდეოკოლაჟი

ბრიუსელი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ….

25 წუთზე მეტია ვფიქრობ, როგორ დავიწყო ჩემი პირველი პოსტის წერა და ნელ-ნელა ვხვდები, რომ არც ისე ადვილი ყოფილა ამის კეთება, როგორც სხვისი პოსტების კითხვის დროს ჩანდა. რადგან ამ პოსტს კითხულობთ, ალბათ უკვე გადაწყვიტეთ ბელგიაში მოგზაურობა ან უბრალოდ ბლოგის თვალიერების დროს cover ფოტომ და სათაურმა დაგაინტერესათ. იქნებ სულაც ფეისბუქზე სიახლეების თვალიერებისას ჩემმა გამოქვეყნებულმა პოსტმა მიიქცია თქვენი ყურადღება სათაურით “ჩემი პირველი ბლოგ-პოსტი”  (ან რაღაც მსგავსი, ეგეც მოსაფიქრებელი გამიხდა -_- ) და აქ აღმოჩნდით. მგონი ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს, უბრალოდ სჯობს შევეშვა ამ სენტიმენტალურ აბზაცს და სათაურის შესაბამისად შოკოლადების, ვაფლების, ჰოლანდიური და ფრანგული კულტურის სინთეზის ან უბრალოდ თანამედროვე ევროპის “ცენტრში” გადავინაცვლოთ. Continue reading “ბრიუსელი: სანამ ბელგიაში მოგზაურობას გადაწყვეტდეთ….”

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: + და –

დღეს ძალიან კარგი ინფორმაცია გაჟღერდა: ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისიდან 7 ახალ მიმართულებას ამატებს. ესეც ჩამონათვალი და 1 გზის საწყისი ფასები:

  • ქუთაისი – ბერლინი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – მილანი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – მიუნხენი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – დორტმუნდი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – სალონიკი – 29.99 ევრო
  • ქუთაისი – ლარნაკა – 24.99 ევრო
  • ქუთაისი – სოფია – 29.99 ევრო

გადასარევი ინფორმაციაა ქუთაისისთვის, მოგზაურებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. ამასთან, კარგია, რომ ბუდაპეშტს, ვილნიუსს, კრაკოვს და კიდევ რამდენიმე მიმართულებას ისეთი რეისები დაემატა, რომლებიც კონკურენციას გაზრდის სხვა ავიახაზებთან და სხვების ფასებზეც იმოქმედებს ალბათ. ფასდაკლებების დროს ვიზეარს ზოგ მიმართულებაზე 9 და 19 ევროდან შეიძენთ. მოკლედ, არაჩვეულებრივი ამბავია.

თუმცა… არის რამდენიმე თუმცა, რომლის აღნიშვნასაც ვერ წავუვალ. უნდა მოგიყვეთ და გითხრათ, რომ სანამ არჩევანს გააკეთებთ, კარგად დაფიქრდეთ. Continue reading “დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: + და –”

ტალინის მიმართულებით თბილისიდან, ქუთაისიდან

უკვე 6 თვეა (15.02.2015) მე და გიორგი ტალინში ვცხოვრობთ. მიზეზი გიორგის მაგისტრატურაა, მეც მის გამო მომიხდა ამ სიცივეში გადმოხვეწა ცოლის სტატუსით. როცა გიორგიმ უნივერსიტეტიდან დადებითი პასუხი მიიღო, მეორე დღიდანვე ვიზის საკითხის მოგვარება დავიწყეთ, მაგრამ ყველაფერი მაინც დიდი ხნით გაიწელა. მთელი სამი თვე ვცდილობდით გაგვეგო მოვდიოდით თუ ვერა 😀 შესაბამისად, ავიაბილეთებიც არ შეგვიძენია წინასწარ, ტყუილად რომ არ გადაგვეყარა ფული. ეს მოკლე ისტორია ჩვენ შესახებ შესავლის სახით 😀

ვიზის საკითხის გარკვევისთანავე ვეცით წინასწარ მოძებნილ მარშრუტებს, კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი და ბილეთები ვიყიდეთ. ამ პოსტში სწორედ ეს გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ:

როგორ და რანაირად ჩამოხვიდეთ ლიტვა-ლატვია-ესტონეთში იაფად! Continue reading “ტალინის მიმართულებით თბილისიდან, ქუთაისიდან”

საბერძნეთში 2: ათენი, მარათონა, სანტორინი, მეტეორა, ოლიმპია

ეს პოსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა ჩემს პირად ბლოგზე. თუმცა მასში მოცემული საინტერესო ამბები “გზაშიც” დაგეხმარებათ.

წინა პოსტში  საბერძნეთში ტურისტად მოგზაურობის მსურველებს იმაზე გიყვებოდით, თუ როგორ მოვემზადოთ გასამგზავრებლად: ვიზის აღების პროცედურებზე და ა.შ. ამ პოსტში კი ჩემი შთაბეჭდილებები მინდა გაგაცნოთ. Continue reading “საბერძნეთში 2: ათენი, მარათონა, სანტორინი, მეტეორა, ოლიმპია”

ტურისტად საბერძნეთში: ვიზა, საბუთები, ავიაბილეთი

პოსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა ჩემს პირად ბლოგზე  თუმცა თემატურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტე “გზაში” დაგჭირდებათ ასეთივე პოსტი და აქაც ვაქვეყნებ.
პოსტში მოთხრობილია საბერძნეთში გამგზავრებისათვის საჭირო პროცედურებზე: ვიზა და ვიზისთვის საჭირო საბუთები, ავიაბილეთები. Continue reading “ტურისტად საბერძნეთში: ვიზა, საბუთები, ავიაბილეთი”