რა ვნახოთ პრაღაში? – ყველაფერი!

ვენადან პრაღაში რეგიოჯეტის მატარებლით წავედით, რომლის ბილეთი დაახლოებით 16 ევრო ღირს და საკმაოდ სასიამოვნო სერვისსაც გთავაზობენ: კომფორტული სავარძლები, დიდი სივრცე, უფასო წყალი, კარგი ხარისხის ინტერნეტი და ახალი ფილმებით სავსე ეკრანები. Continue reading “რა ვნახოთ პრაღაში? – ყველაფერი!”

Advertisements

ცოტა რამ ვენის შესახებ

მგონი დეკემბერი იყო, ეარბალტიკმა (ლატვიური ავიაკომპანია) ბილეთებზე ფასდაკლება გამოაცხადა და და მაშინვე ვიყიდეთ ტალინი – ვენა ავიაბილეთები, დაახლოებით 95 ევროდ ორი გზა. ფრენა აპრილში იყო, მაგრამ ჩვენ ტურის დაგეგმვა იმავე საღამოს დავიწყეთ და დაახლოებით 1 კვირაში უკვე ვიცოდით, რომ ვენის გარდა რამდენიმე ქალაქის მონახულებას შევძლებდით. კერძოდ: ვენიდან პრაღაში ჩავიდოდით, იქიდან ბრატისლავაში გავივლიდით, მეორე დღეს ბუდაპეშტში გადავინაცვლებდით და ფრენის დღეს უკან, ვენაში დავბრუნდებოდით. მომდევნო კვირას სასტუმროები და შიდა ტრანსპორტიც დავჯავშნეთ, ფაქტობრივად უკვე მზად ვიყავით მოგზაურობისთვის 🙂

თითოეულ ქალაქზე ცალ-ცალკე პატარა პოსტებს შემოგთავაზებთ და როგორც ყოველთვის,  must see ადგილებსაც მიმოვიხილავ თავისვე ფასებით 🙂 ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, ვენით დავიწყოთ… Continue reading “ცოტა რამ ვენის შესახებ”

მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში – 3 დღე ვენეციაში

კომოს ტბის შემოვლის შემდეგ გეზი ვენეციისკენ უნდა აგვეღო. ბილეთები, ტრენიტალიას საიტზე შევიძინეთ. ბილეთების გამოყენების წესების შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. მგზავრობისას ორი გადაჯდომა გვიწევდა და მთლიან გზას დაახლოებით 3 საათი და 30 წუთი სჭირდებოდა. ბილეთებში საშუალოდ 20 ევრო გადავიხადეთ და დილის 9 საათზე უკვე ჩვენს ვაგონში ვისხედით.

რა გასაკვირია, რომ ფანჯრებიდან ისევ ადრეულად ამწვანებული მთების პეიზაჟი იშლებოდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო წინ გველოდა – ვენეციაში გადასასვლელი ხიდი. სანამ უშუალოდ ვენეციაციაზე გადავალ, გეტყვით, რომ ვერონას სადგურში გადაჯდომის შემთხვევაში მინიმუმ 30 წუთი დაიტოვეთ შუალედისთვის, რადგანაც სადგური საკმაოდ დიდია და ბაქანიდან ბაქანზე გადასვლას დრო სჭირდება, თან ამას ემატება მატარაბლების არაპუნქტუალურობაც და ჯამში ზედმეტ საფიქრალს აჩენს.

პირველად ხდებოდა, როდესაც ზღვაზე გადებულ ხიდზე მატარებლით გადავდიოდი. ჩვენს წინ არსაიდან ჩნდებოდნენ წყლის ზედაპირზე დაბუდებულ ნისლში ჩამალული ნავების დასაბმელი დაბერებული ხის ბოძები. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს კარიბის ზღვის მეკობრეების ერთ-ერთ ეპიზოდში ამოვყავი თავი, მაგრამ აფრებიანი გემის ნაცვლად, ხმაურიანი მატარებლით მივცურავდით ზღვის ზედაპირზე. Continue reading “მოგზაურობა ჩრდილო იტალიაში – 3 დღე ვენეციაში”