Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.

რამდენიმე არც თუ ისე სასიამოვნო დაშვების შემდეგ ერთი ჩვევა ამეკვიატა: ყოველთვის, როდესაც ილუმინატორის ჰორიზონტი ხის კენწეროებს უსწორდება წინა სავარძელს ხელით ვეყრდნობი და ესე ვცდილობ წონასწორობის დაცვას.

ბერლინი, დღე 1

ამჯერად ილუმინატორი შონენფილდის აეროპორტის მიმდებარედ გაზრდილ ხეებს გაუთანაბრდა და ჩვენც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მშვიდობიანად დავეშვით. აეროპორტი ოთხი ტერმინალისგან და შესაბამისად, ოთხი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. მათ წინ ავტომობილების პარკინგია, რომელსაც შუაში გადახურული საფეხმავლო გზა მიუყვება და პირდაპირ (5 წუთი ფეხით) მეტროს/მატარებლის გაჩერებასთან მიჰყავხარ.

berlin gifჩვენ გეზი ალექსანდრპლაცისკენ გვქონდა აღებული, საითაც S9 და S45 ნომერი მატარებლები მიდიან, მაგრამ ორივე შემთხვევაში თითო გადაჯდომა გვიწევდა, შესაბამისად S5 (სადგური Ostkreuz) და U8 (სადგური Hermannstrathze) ნომერ მატარებლებზე. თუ გაგიმართლებთ, შეიძლება ექსპრეს რეისებსაც მიუსწროთ (RE7, RB14) რომლებიც პირდაპირ ალექსანდრპლაცზე მიდიან და გადაჯდომით გამოწვეულ დისკომფორტსაც აიცილებთ თავიდან. ყველა მატარებლისთვის მგზავრობის ფასი ერთნაირია – 3,4 ევრო და სადგურისკენ მიმავალ გზაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული აპარატებიდან შეძლებთ ბილეთის შეძენას. რაც მთავარია, მგზავრობის დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ თქვენი ბილეთის დაშტამპვა.

30 წუთიანი მგზავრობის დროს სტენსილებით მოხატულ გვირაბებს და კედლებს ქარხნების და საწყობების პანორამა ენაცვლება, მოგვიანებით კი მაღალ სართულიანი საოფისე შენობების ალყაში მოექცევით, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქალაქის ცენტრს უახლოვდებით. Continue reading “Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.”

ფიგუერესი, სალვადორ დალის მუზეუმი

ჯირონაში ორ დღიანი ბოდიალის შემდეგ გეზი კიდევ უფრო პატარა ქალაქ ფიგუერესისკენ ავიღეთ, რომელიც ესპანეთის შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, საფრანგეთის საზღვართან ახლოს  მდებარეობს. ალბათ რომ არა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ადამიანი – სალვადორ დალი, ეს ქალაქი სხვებისგან არაფრით გამორჩეულად დარჩებოდა. ფიგუერესი იმდენად პატარაა, ქალაქის ღირსშესანიშნაობების რუკაზე, რომელიც საინფორმაციო ცენტრში უფასოდ მოგვცეს, ცოტა დიდი საჩრდილობლებსაც კი ცალკე აღნიშნულს ნახავთ. აი ისეთებს, ჩვენთან ეზოებში კაცები რომ დომინოს ურახუნებენ მის ქვეშ 😀 Continue reading “ფიგუერესი, სალვადორ დალის მუზეუმი”

ჯირონა – ესპანური ზაფხული, ლანისტერები და სატახტოთა თამაშები

ჯირონა და ფიგუერესი ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, კოსტა-ბრავაში მდებარე ორი ქალაქია, რომლებსაც ამ ზაფხულს ვესტუმრეთ. ორივე ძალიან ლამაზი და must see ქალაქებია, ამიტომ მათ შესახებ ცალ-ცალკე პოსტებში მოგიყვებით. ამ პოსტში ჯერ მხოლოდ ჯირონას შესახებ მოგითხრობთ. Continue reading “ჯირონა – ესპანური ზაფხული, ლანისტერები და სატახტოთა თამაშები”