როგორ დავჯავშნოთ სასტუმრო ან ბინა ფასდაკლებით

4 მარტივი რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობისას საცხოვრებელი ადგილი ძალზედ მარტივად შეარჩიოთ და ბონუსად: დაჯავშნოთ სასურველი სასტუმრო, ჰოსტელი ან ბინა ფასდაკლებით!

მოგზაურობის გეგმის შედგენისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დანიშნულების ადგილზე სასტუმროს, ჰოსტელის და/ან ბინის შერჩევაა. სწორედ ამ ადგილას მოგიწევთ ღამის გატარება და სასიამოვნო ბოდიალისგან დაღლილს ძალების აღდგენა. რამდენიმე დღით ეს ადგილი ჩვენი “სახლი” ხდება, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ადგილი სწორად შევარჩიოთ. რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, როგორ დაჯავშნოთ სასტუმრო, ჰოსტელი ან ბინა და თან, ბიუჯეტიც დაზოგოთ. გაგიზიარებთ რჩევებს, როგორ იპოვოთ და გამოიყენოთ ფასდაკლებები. ბოლომდე ჩაიკითხეთ პოსტი ფასდაკლების მისაღებად.

როგორ შევარჩიოთ სწორად სასტუმრო, ჰოსტელი ან ბინა?

  1. განსაზღვრეთ საშუალო ფასები, რა დაგხვდებათ თქვენს დანიშნულების ადგილას
    – სასტუმროს თუ ბინის შერჩევას ყოველთვის დანიშნულების ადგილის მოძიებით ვიწყებ. პირველ რიგში, ვხსნი ორ ყველაზე დიდ საიტს, Booking-სა და Airbnb-ის, ვწერ საძიებო სისტემაში სასურველ ქალაქს, მოგზაურობის თარიღებს და ძიების შედეგებს ვფილტრავ სასურველი კრიტერიუმბით. მაგალითად: ცალკე ოთახი მინდა თუ შემიძლია ჰოსტელში დორმში დარჩენა; პირადი აბაზანა მჭირდება თუ შემიძლია სხვასთან გაზიარებაც; და ა.შ. ბოლოს ძიების რეზულტატებს ვალაგებ ფასის ზრდის მიხედვით და Voilà, ეს ყველაფერი მაძლევს ზოგად ინფორმაციას, რა ღირს 1 ღამის გათევა ამა თუ იმ ადგილას ჩემთვის სასურველი კრიტერიუმების მიხედვით.
  2. განსაზღვრეთ თქვენი დღიური ბიუჯეტი
    – უკვე იცით, საშუალოდ რა ღირს ღამის გათევა ამა თუ იმ ადგილას. იცით სასტუმროს, ჰოსტელის და ბინის შედარებითი ფასები. ახლა დროა ჩამოყალიბდეთ, თუ რამდენის დახარჯვა შეგიძლიათ თქვენ თავად და შესაბამისად, რომელი ვარიანტი გირჩევნიათ. უკვე ამითაც შეძლებთ გაფილტროთ ძიების პირვანდელი შედეგები.
  3. შეარჩიეთ ტერიტორია
    – ახლა უკვე დროა რუკა გახსნათ და ისე შეათვალიეროთ შედეგები. დააკვირდით, სადაა განთავსებული, რამდენად ახლოსაა ცენტრთან და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან, რა ტრანსპორტით და რამდენ ხანში შეგიძლიათ მოხვდეთ აქ აეროპორტიდან, მატარებლების თუ ავტობუსის სადგურიდან. ეს ყველაფერი მოგზაურობისას დროის და სამგზავრო ხარჯის დაზოგვაში დაგეხმარებათ.
  4. წაიკითხეთ შეფასებები და house rules
    – წესით, სულ რამდენიმე ვარიანტიღა უნდა გქონდეთ დარჩენილი და მათ შორის არჩევანის გაკეთებაზე ყოყმანობდეთ. ამ დროს უკვე დროა ყურადღებით გაეცნოთ სხვა მომხმარებლების გამოცდილებასა და შეფასებას. ყველა სანდო ვებგვერდს, როგორიცაა მაგალითად ბუქინგი ან ეარბინები აუცილებლად აქვს შეფასების ფუნქცია. ყველა მომხმარებელს, ვინც უკვე დარჩა ამ სასტუმროში თუ ბინაში, შესაძლებლობა აქვს გამოცდილება გაუზიაროს მომავალ მოგზაურებს. როგორც წესი, მომხმარებლები ძალზედ გულწრფელები არიან ხოლმე ამ შეფასებებში, ამიტომ აუცილებლად გადახედეთ ყველაფერს. თუ ბინას ჯავშნით ეარბიენბიზე, მეპატრონის მიერ მოცემული ინფორმაცია ყურადღებით ჩაიკითხეთ. მაგალითად, ზოგ სახლს ევროპაში ლიფტი არ აქვს და თუ დიდი ბარგით მოგზაურობთ, მაღალ სართულზე თრევა რომ არ მოგიხდეთ, ასეთ ბინას გამორიცხავთ. მოკლედ, ესეც დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებასა და სამომავლო დისკომფორტის აცილებაში.

დაჯავშნე ბინა, სასტუმრო ან ჰოსტელი ყველაზე სანდო ვებსაიტებზე ფასდაკლებით

თუ აქამდე არასდროს გისარგებლიათ ზემოთ ნახსენები არცერთი ვებ გვერდით, გამოიყენეთ ის მარტივი 4 რჩევა, რაც უკვე გაგიზიარეთ და დაჯავშნეთ სასურველი საცხოვრისი ფასდაკლებით.

დაჯავშნისას ფასდაკლების მისაღებად ისარგებლეთ ამ ბმულებით: 

Booking.com – ვებგვერდი ბუქინგ.ქომ უკან დაგიბრუნებთ თქვენი ჯავშნის ღირებულების 10%-ს! დიახ, პირდაპირი ქეშბექი თქვენს ბარათზე.

Airbnb.com – ბინის დაჯავშნისას ეარბიენბიზე:
1. €67 ან მეტი ღირებულების ჯავშნის გაკეთებისას მიიღებთ €22 ფასდაკლებას,
2. €44-€67-მდე ღირებულების ჯავშნისათვის – €8 ფასდაკლება.

ნებისმიერ ამ ბმულზე გადასვლისას, ვებ გვერდი აღიქვამს, რომ თქვენი ჩემი მეგობარი ხართ და მოგანიჭებთ სპეციალურ ფასდაკლებას 🙂

სულ ესაა!

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *