ბრატისლავა ერთ დღეში

ბრატისლავას ხსენებაზე თუ პირველად “ევროტური” არ გახსენდებათ, აუცილებელია, რომ ახლავე მოძებნოთ ეს ფილმი და უყუროთ. 😀 მართალია, 10 ცენტად საკუთარ სასტუმროს ვერ გახსნით და არც ისეთი იაფი ან საშიშია აქ მოგზაურობა, როგორც ფილმი აღწერს, მაგრამ ერთხელ გასეირნებად ნამდვილად ღირს.

ბრატისლავა სლოვაკეთის დედაქალაქია, მდინარე დუნაის გარშემოა გაშენებული და იდეალური ადგილია, თუ ერთ დღიანი ტურის დაგეგმვა გსურთ ვენიდან, მაგალითად. ჩვენ 2 დღე გავატარეთ ბრატისლავაში და ბოლოს, ცოტა არ იყოს მოვიწყინეთ. ერთდღიანი ტურიც სრულიად საკმარისი იქნებოდა, მაგრამ რადგან პრაღას, ვენასა ბუდაპეშტს შორის მდებარეობს და სამოგზაუროდაც საკმარისი დრო გვქონდა, გადავწყვიტეთ ჩეხეთსა და უნგრეთს შორის მოგზაურობისას აქ შეგვესვენა.

რა ვნახოთ ბრატისლავაში

ბრატისლავის მთავარი ხიბლი ქალაქის ძველი ნაწილია და რეკომენდირებული მოსანახულებელი ადგილების უმეტესობაც სწორედ აქაა განთავსებული. ძველ ქალაქში სეირნობისას შეგიძლიათ დაათვალიეროთ:

  1. ქალაქის ძველი მერია – 1868 წლიდან შენობა ქალაქის მმართველობისთის გამოიყენებოდა, ამჟამად კი მუზეუმადაა გადაკეთებული. შენობას კოშკიც აქვს, ვიწრო საფეხურებიანი კიბეებით შეგიძლიათ 45 მეტრიანი კოშკის სახურავზე ახვიდეთ და მთელი ბრატისლავის პანორამული ხედით დატკბეთ.
    mg_5571-800x533.jpgფასი: 5 ევრო
  2. ეპისკოპოსის სასახლე – Primate’s Palace ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობაა. ამჟამად აქ მერიაა განთავსებული, მაგრამ შეგიძლიათ შეხვიდეთ და გალერეა დაათვალიეროთ
    bratislava.jpg
    ფასი: 3 ევრო
  3. მიქაელის გასასვლელი – MIchael’s gate ქალაქის გალავნის ერთადერთი ნაწილია, რომელიც დღევანდლამდე შემოინახა. saqartvelos-saelcho-ratislava.jpg
    51 მეტრიან კოშკზე ასვლა აქაც შეგიძლიათ, რომ ბრატისლავას ციხე-სიმაგრის და ქალაქის ხედით დატკბეთ. კოშკში იარაღის მუზეუმიცაა განთავსებული. გეითისკენ მიმავალ ქუჩაზე მდებარეობს საქართველოს საელჩოც, ამიტომ ყველა ფოტოში ქართული დროშა ფრიალებს ხოლმე :))
    ფასი: 4.5 ევრო
  4. ოლდ თაუნიდან ოდნავ მოშორებით, შემაღლებულ გორაზე, ბრატისლავის ციხე-სიმაგრე არის განთავსებული.
    მიქაელის გეითიდან სასახლემდე ფეხით 10-15 წუთში ახვალთ. ციხე-სიმაგრეში საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის მმართველები ისხდნენ, ახლა კი ისტორიის მუზეუმია განთავსებული. მუზეუმის შენობაში შესვლა ფასიანია, თუმცა უფასოდ შეგიძლიათ მოინახულოთ სხვა ყველაფერი: ციხე-სიმაგრეს ლამაზი პარკი და ქალაქსა და დუნაიზე შესანიშნავი ხედი აქვს. შეგიძლიათ ჩამოჯდეთ, სიმწვანით დატკბეთ და მშვენიერი ფოტოებიც გადაიღოთ.bratislava-castle.jpg
    ფასი: 10 ევრო (მხოლოდ მუზეუმისთვის, ტერიტორიაზე შესვლა უფასოა)
  5. ქანდაკებები – როგორც ხედავთ, ქალაქში არც ისე ბევრი must see ადგილია, და ალბათ ამიტომ, ბრატისლავამ გადაწყვიტა რამე ნიშა მოეძებნა, რითიც ტურისტებს გაართობდა :დ მთელი ქალაქის მაშტაბით გაბნეულია ძალიან საყვარელი ქანდაკებები: მიწისქვეშეთიდან ამომავალი მუშის, სკამზე ჩამოყრდნობილი ნაპოლეონის და ა.შ. ყველა მათგანთან ტურისტების რიგი დგას ხოლმე, რომ ფოტო გადაიღონ 😀
    ნა
  6. ქალაქგარეთ: ავსტრიის საზღვართან, დუნაისა და მორავას მდინარეების შერწყმის ადგილას, შემაღლებულ გორაში დევინის ციხე-სიმაგრის ნანგრევები არის შემორჩენილი. თუ აქ ახვალთ, ულამაზესი ხედი გარანტირებული გექნებათ. ჩვენ მართალიაა რ გვინახავს ეს ადგილი, მაგრამ რამდენადაც მოვძიე ინფორმაცია, იქ მისასვლელად ავტობუსი, მანქანა ან ველოსიპედი დაგჭირდებათ.
    devins-castle-bratislava.jpg
    ფასი: 5 ევრო

კიდევ რამდენიმე რჩევა ბრატისლავაში წამსვლელებს:

  • აუცილებლად გასინჯეთ ნაყინი. მთელი ოლდ თაუნი სავსეა სანაყინეებით და სადაც გავსინჯეთ, ყველგან ძალზედ გემრიელი იყო.
  • თუ დარჩენას გადაწყვეტთ, თამამად შეგვიძლია გავუწიოთ რეკომენდაცია ჰოსტელს  “Manderla”, რომელიც ეარბინებიზე ვიპოვეთ. ჰოსტელი პირდაპირ ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ყველაფერი 2 წუთის სავალზეა აქედან, სუფთა, მოწესრიგებული და საკმაოდ იაფია. დასაჯავშნად გამოიყენეთ ჩვენი ეარბიენბის ბმულიwww.airbnb.com/c/mkhokhashvili 

ტრანსპორტი ბრატისლავაში მოგზაურობისთვის:

ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტი ბრატისლავაში მოსახვედრად მატარებელია. ჩვენ პრაღიდან ჩავედით რეგიოჯეტის მატარებლით. იგივენაირად, ძალზედ კომფორტულად მოხვდებით მატარებლით ბრატისლავაში ვენიდან ან ბუდაპეშტიდან. მატარებლის სადგურიდან ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად ტრამვაი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ტრამვაის 30 წუთიანი ბილეთი 70 ცენტი ღირს, 60 წუთიანი კი 90 ცენტი. 24 საათიანი ბილეთი 3.5 ევრო დაგიჯდებათ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სადგურამდე წასვლა-წამოსვლისთვის დაგჭრდებათ ეს ბილეთი, სხვა ყველაფერი ერთმანეთისგან რამდენიმე წუთის ფეხით სავალ მანძილზეა.

თუ უფრო მეტი ინფორმაცია დაგჭირდებათ ბრატისლავაში მოგზაურობის შესახებ, შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქ  გვერდზე ან პირდაპირ ამ ფორმის დახმარებით მეილზე ^_^

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.