ცოტა რამ ვენის შესახებ

მგონი დეკემბერი იყო, ეარბალტიკმა (ლატვიური ავიაკომპანია) ბილეთებზე ფასდაკლება გამოაცხადა და და მაშინვე ვიყიდეთ ტალინი – ვენა ავიაბილეთები, დაახლოებით 95 ევროდ ორი გზა. ფრენა აპრილში იყო, მაგრამ ჩვენ ტურის დაგეგმვა იმავე საღამოს დავიწყეთ და დაახლოებით 1 კვირაში უკვე ვიცოდით, რომ ვენის გარდა რამდენიმე ქალაქის მონახულებას შევძლებდით. კერძოდ: ვენიდან პრაღაში ჩავიდოდით, იქიდან ბრატისლავაში გავივლიდით, მეორე დღეს ბუდაპეშტში გადავინაცვლებდით და ფრენის დღეს უკან, ვენაში დავბრუნდებოდით. მომდევნო კვირას სასტუმროები და შიდა ტრანსპორტიც დავჯავშნეთ, ფაქტობრივად უკვე მზად ვიყავით მოგზაურობისთვის 🙂

თითოეულ ქალაქზე ცალ-ცალკე პატარა პოსტებს შემოგთავაზებთ და როგორც ყოველთვის,  must see ადგილებსაც მიმოვიხილავ თავისვე ფასებით 🙂 ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, ვენით დავიწყოთ…

vienna night.jpg

ტრანსპორტი ვენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე

ვენის აეროპორტი ძალიან დიდია, 4 ტერმინალისგან შედგება, მაგრამ ნიშნულებს თუ მიჰყვებით, გზასაც მარტივად გაიგნებთ. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში მოსახვედრად შეგიძლიათ მატარებლით ან ავტობუსით იმგზავროთ. ავტობუსის ბილეთის ფასი 8 ევროა და პირდაპირ ქალაქის ცენტრში მიგიყვანთ. მატარებლის არჩევის შემთხვევაში კი მეტი ყურადღებაა საჭირო, აეროპორტიდან სამი ტიპის მატარებელი გადის ქალაქისკენ.

  1. CAT – რომლის ფასიც, ერთი გზა 11 ევროა და ყველაზე სწრაფი საშუალებაა ცენტრში მოსახვედრად
  2. E7 ექსპრესი, რომელიც სადგურ Vienna Floridsdorf-ში ჩაგიყვანთ, დაახლოებით 35 წუთი სჭირდება და 4,2 ევრო ღირს.
  3. Railjet – რომელიც ვენის მთავარ სადგურზე მიდის, მასაც დაახლოებით 30 წუთი სჭირდება და ფასიც 4,2 ევროა.

აეროპორტში ჩამომსვლელთა გამოსასვლელის გვერდითვე შევნიშნეთ Railjet-ის სალარო და ბილეთები ვიყიდეთ, რომლებიც 1 საათი მოქმედებს და დამატებით, საშუალებას გაძლევს  სხვა ტრანსპორტშიც გადაჯდე. აეროპორტის შენობიდან გაუსვლელად, მიწისქვეშა გვირაბის გავლით მატარებლის ბაქანზე აღმოვჩნდით, სადაც ჩვენსავით დაბნეული სახით დაბორიალობდა ხალხი და ცდილობდა ტაბლოზე თავისი რეისის განრიგი ეპოვა.

სახლი ქალაქის ცენტრში, airbnb-ზე გვქონდა დაჯავშნილი და იქამდე მისასვლელად, მატარებლიდან მეტროში გადაჯდომა გვიწევდა. აქვე გეტყვით, რომ ქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთი 2,2 ევრო ღირს და მგზავრობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა მოახდინოთ მისი ვალიდაცია, სხვა შემთხვევაში შეიძლება ჯარიმითაც დაჯილდოვდდეთ. (ვალიდაციისთვის საჭიროა ბილეთი სპეციალურ პატარა აპარატში შეყოთ, რომელიც ბაქანზე დაგხვდებათ და თქვენს ბილეთს დაშტამპავს). მეტროს ვაგონები ხან უხმაუროდ მისრიალებდნენ გვირაბებში,  ხან კი მიწის ზემოთ, ფერად სახლებს შორის რკინის ხიდზე გადიოდა მატარებელი და მეორე-მესამე სართულებიდან ფანჯრებიდან გადმომდგარი ხალხი გვაყოლებდა თვალს. მეტროს ვაგონიდან დანახული ფასადების კონტურები ისეთ განცდას გვიტოვებდა, რომ ულამაზეს ქალაქში მოვხვდით და წინ დიდი თავგადასავალი გველოდა.

დაახლოებით  20 წუთში ჩვენი ბინის კარებთან ვიდექით, მაგრამ მასპინძელი არც კარებს აღებდა და არც ტელეფონის ზარს პასუხობდა. იქვე კაფეში შევედით დილის ყავისთვის და ავსტრიული საუზმესთვის. ამასობაში airbnb-ს წარმომადგენელმაც დაგვირეკა, საუზმის საფასურის გადახდა შემოგვთავაზა და დაგვპირდა, რომ ეცდებოდა მასპინძელს დაკავშირებოდა და თუ 30 წუთში არაფერი გამოუვიდოდა, მაშინ სხვა ბინას გვიპოვნიდა. მოკლედ, როგორც აღმოჩნდა ჩვენმა ჰოსტი წინა საღამოს კარგად გაერთო და დილით გაღვიძება გაუჭირდა 😀 დილის 11 საათზე, როგორც იქნა გავაღვიძეთ და ჩვენს ოთახშიც შევაღწიეთ.

რა ვნახოთ ვენაში

ჩანთები დავალაგეთ და ქალაქის ცენტრისკენ წავედით სიერნობით. ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობები ცენტრშია თავმოყრილი და თუ სიარული არ გეზარებათ, მაშინ ფეხით შეძლებთ თითქმის ყველაფრის შემოვლას. სტოქჰოლმის მსგავსად, ვენაშიც გამიჭირდება, რომელიმე კონრეტული ადგილის გამოყოფა, რადგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ყველა შენობა ინდივიდუალური არქიტექტურითა და დიზაინით გამოირჩევა. რამდენჯერმე დავიკარგეთ თეთრი ქვით მორთული კედლებისა და ქვაფენილების ლაბირინთში. ვენას ყველაზე კარგად ეხერხება, რომ გრანდიოზული სამეფო სასახლეების პეიზაჟი რამდენიმე წამში სტადიონის ზომის მწვანე პარკით ჩაანაცვლოს, რომელსაც ისევ მასშტაბური შენობები სწყება მოსდევს, რომელიც თავის მხრივ ასპარეზს ქანდაკებებსა და საპიკნიკოდ გამოსული ადამიანებით სავსე გაზონებს უთმობს.

This slideshow requires JavaScript.

პირველი, რაც შემოგხვდა, თეთრი ფერის Votivkirche-ს ტაძარი იყო, საიდანაც ქალაქის მერიასთან – rathaus-თან გავედით. მერიის შენობის გარშემო დიდი პარკია, სადაც ველოსიპედების ფესტივალი იყო და სპეციალურად მოწყობილ ტრამპლინებთან ექსტრემალების დიდი რიგები იდგა.  როდესაც გული ვიჯერეთ ყველანაირი ველო მოდელის დათვალიერებით, volksgarten-ის პარკის გავლით Heldenplatze-ზე გავედით. მგონი ნარიყალადან არ ჩანს იმდენი ეკლესია, რამდენი სასახლის ფორმის შენობასაც ამ წერტილიდან დაინახავთ. უფრო ზუსტად კი აქედან შეძლებთ დაათვალიეროთ Weltmuseum Wien, Austrian National Library, Kunsthistorisches Museum Wien, Museum of Natural History Vienna, Äußeres Burgtor, და მოცარტის ქანდაკება – Mozartdenkmal, რომლებიც რა თქმა უნდა დიდი პარკის ტერიტორიაშია მოქცეული.  ყოველ ნაბიჯში ფერადი ყვავილებით გარშემორტყმულ ხის სკამებს შეხვდებით. გადავწყვიტეთ, რომ კაფეში სალათები გვეყიდა და სხვების მსგავად ჩვენც, რომელიმე პარკში, ბალახზე დავმსხდარიყავით და ისე გვესადილა. პარკში დასვენებამ და არაფრის კეთებამ ძალიან ჩაგვითრია და უკვე მზე ჩადიოდა, როდესაც ბოლო ენერგია მოვიკრიბეთ, რომ ცოტა კიდევ გვესეირნა და შემდეგ სახლში დავბრუნებულიყავით.

ვენის ოპერა

დაახლოებით 10 წუთიც არ გვივლია, რომ ქუჩაში შუა საუკუნეების სამოსში გამოწყობილი ადამიანები შეგვხვდნენ და ოპერის ბილეთებს შემოგვთავაზეს. რაც იმას ნიშნავდა, რომ ოპერას მივუახლოვდით: ჩვენს წინ მალევე აღიმართა ვენის ნაციონალური ოპერა (Staatsoper).

ვენაში სამი მთავარი ოპერაა: Staatsoper, Volksoper, და Theater an der Wien. ბილეთების ფასი საკმაოდ მაღალია, მაგრამ თუ ადრევე მოასწრებთ ყიდვას მაშინ ერთი სტუმრისთვის ღირებულება 6-15 ევრო იქნება. დასადგომი ადგილების ბილეთები კი თითქმის ყოველთვის ხელმისაწვდომია და დაახლოებით 4-5 ევრო ღირს. 

თუ დასადგომ ბილეთებსაც ვერ იყიდით, ყოველთვის შეგიძლიათ ოპერის შენობის გარეთ სკამზე ჩამოჯდეთ და შენობაზე დამაგრებული უზარმაზარი ეკრანის საშუალებით უყუროთ სცენაზე განვითარებულ მოვლენებსოპერის შენობის გვერდით ვიწრო ქუჩებს შევყევით, საიდანაც მალე ჩვენი სახლისკენ მიმავალ გზაზე გადავუხვიეთ და 20 წუთში უკვე ჩვენი ოთახის დარაბებიდან ვათვალიერებდით ქალაქს.

კაფე ცენტრალი ვენა.jpgმეორე დღეს Cafe Central-ში ვისაუზმეთ, რომელიც ერთ-ერთი უძველესია ვენაში და შიდა ინტერიერის გამო აუცილებლად სანახავ ადგილად ითვლება. გირჩევთ, რომ აქ აუცილებლად გასინჯოთ ავსტრიული ვაშლის შტრუდელი. საუზმის შემდეგ ქუჩას Michaelerplatz-ისკენ ჩავუყევით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია ქალაქში. აქვეა ეტლებში შებმული ცხენების სადგომი, სადაც შეგიძლიათ ძველი ქალაქის გარშემო სეირნობის ტური შეიძინოთ. Michaelerplatz-ზე თავს იყრის ქალაქის ცენტრალური ნაწილის ყველა ძირითადი ქუჩა, თითქოს ეს საბოლოო დანიშნულების წერტილია, რომელიც მაღალი, ოვალური კარიბჭით გვირგვინდება. ჩვენ მდინარის ნაპირის მიმართულებით განვაგრძეთ სეირნობა და მალე St. Peter’s Catholic Church-თან აღმოვჩნდით, რომელიც აუცილებად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. გირჩევთ ტაძარში შიგნითაც შეხვიდეთ, რომ მისი მხატვრობა დაათვალიეროთ.

vienna.jpgთქვენი შემდეგი გაჩერების ადგილი, ჩემი აზრით, ვენის მთავარი სიმბოლო, Domkirche St. Stephan უნდა იყოს. დომი გამოირჩევა არიქტექტურული მაშტაბურობით და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მთელი ქალაქის უბერებელი ზედამხედველია. აუცილებლად გირჩევთ, რომ ახვიდეთ დომის სახურავზე, საიდანაც პანორამული ხედი იშლება მთელს ვენაზე და შეგიძლიათ მისი მშვენიერებით დატკბეთ. აქვეა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ქუჩა, რომელზეც ტურისტების ნაკადი არ წყდება, რაც არცაა გასაკვირი, აქ ხომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრენდების მაღაზიებია თავმოყრილი.

1.jpgსადილზე ტრადიციული ავსტრიული შნიცელი და ადგილობრივი ლუდი გვქონდა. ქალაქის ცენტრში სადილი ერთ ადამიანს დაახლოებით 15 ევრო დაგიჯდებათ. შესაძლებელია დაახლოებით სამჯერ იაფადაც გამოძვრეთ თუ თურქული სწრაფი კვების კაფეში დასხდებით, რომლებიც მრავლადაა ქალაქში და საკმაოდ მიმზიდველ მენიუს სთავაზობენ ტურისტებს. სადილის შემდეგ ვიწრო ქუჩებში გავაგრძელეთ ბოდიალი, საიდანაც მდინარე დუნაის პატარა შენაკადის სანაპიროზე აღმოვჩნდით, რომელიც ქალაქის ცენტრთან გადის. მდინარის პირას მოწყობილია სასეირნო ზოლი, რომლის კედლებიც მრავალფეროვანი გრაფიტებითაა დაფარული და მთელ ნაპირს მიუყვება. აქვეა რამდენიმე ჰიპსტერული ბარი, სადაც შეგიძლიათ კიბეებზე ჩამოსხდეთ და ლუდის სმასთან ერთად მდინარის დინების ყურებით ისიამოვნოთ. ჩვენც, მსგავსად სხვებისა ლუდით ხელში კიბეებზე მოვთავსდით და დაახლოებით 5 წუთიც არ იყო გასული, რომ ყველა მხრიდან წამოსული მოსაწევის სუნი დადგა. შეიძლება იმ მომენტში სხვების ფონზე ცოტა უცნაურადაც კი გამოვიყურებოდით, რადგანაც მგონი მარტო ჩვენ ვიყავით დარჩენილები, ვისაც ხელში შეკეთებული ჯოინთი არ ეკავა. მალე სახლისკენ უნდა გავბრუნებულიყავით, რომ ტანსაცმლის გამოცვლა მოგვესწრო და საღამოს ოპერაში წავსულიყავით.
Schönbrunn-Palace-gardens-in-Vienna-Austria-20180806.jpg

მესამე დღეს ვაპირებდით Schönbrunn Palace-ის მონახულებას, საღამოს კი გეზი პრაღისკენ უნდა აგვეღო. ქალაქის ცენტრიდან U4 მეტრო პირადაპირ მიდის სამეფო სასახლესთან.

Schönbrunn Palace-ის ცენტრში სასახლის მთავარი შენობაა განლაგებული, რომელიც 1400-ზე მეტი ოთახისგან შედგება. შენობის გარშემო დიდი და მრავალფეროვანი პარკია გადაშლილი, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა ნაწილადაა დაყოფილი. პარკში შესვლა უფასოა და მისი უდიდესი ნაწილის შემოვლას თავისუფლად მოახერხებთ, მაგრამ ისეთი სექციებისთვის, როგორიცაა ზოოპარკი, ლაბირინთი, კერძო პარკი და ასე შემდეგ, ინდივიდუალური ბილეთების ყიდვა მოგიწევთ. ბილეთების შესახებ მეტი ინფორმაციის ნახვა და შეძენა ამ საიტიდანაა შესაძლებელი. გაითვალისწინეთ, რომ თუ სასახლის ტერიტორიის მთლიანად დათვალიერებას გადაწყვეტთ, შეიძლება მთელი დღეც კი დაგჭირდეთ. დაახლოებით 5 საათი იყო, როდესაც ძლივს შეველიეთ სამეფო პარკს და სახლისკენ გავბრუნდით, სიდანაც ჩანთები უნდა აგვეღო და რკინიგზის სადგურზე წავსულიყავით, წინ პრაღა გველოდებოდა.

 

 

 

 

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.