ცრურწმენები და მოგზაურობა

ყველა კულტურასა და ქვეყანაში სხვადასხვა ცრურწმენებია გავრცელებული. ზოგან რიცხვი ცამეტი მიიჩნევა თარსად, ზოგან ოთხი, ზოგან კატა იღბლის მომტანია მგზავრისთვის, ზოგან კი უიღბლობის… ამ პოსტში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ ცრურწმენაზე მინდა მოგიყვეთ.

13.jpgმაგალითისთვის: ევროპასა და ამერიკაში თვითმფრინავით მგზავრობისას შესაძლოა შენიშნოთ, რომ მე-13 რიგი ბორტზე უბრალოდ არ არსებობს და მე-12-ს პირდაპირ მე-14 მოჰყვება. არ გაგიკვირდეთ, ეს 13 რიცხვთან დაკავშირებული ცრურწმენების ბრალია და თვითმფრინავს არაფერი არ სჭირს 🙂

ცრურწმენებს ადამიანები იმდენად სერიოზულად უდგებიან, რომ ბიზნესების იძულებულნი ხდებიან ფეხი აუწყონ საკუთარი კლიენტების შეხედულებებს და გაითვალისწინონ. სწორედ ამიტომ შეიძლება, რომ თვითმფრინავში ვერ ნახოთ მე-13 რიგი, სასტუმროში მე-13 სართული ან ნომერი 13.

რიცხვებთან დაკავშირებული ცრურწმენები

იტალიაში თურმე რიცხვი 17 მიიჩნევა თარს რიცხვად, რადგან რომაული ციფრებით რიცხვი 17 ასე გამოსახება XVII, ანაგრამით კი ვიღებთ სიტყვას VIXI, რაც ნიშნავს “მე ვიცხოვრე” და გადატანითი მნიშვნელობით სიკვდილის მანიშნებელია. სწორედ ამიტომ რიცხვი 17 იტალიელებისათვის თარსი ყოფილა.

4.jpgჩინურ კულტურაში კი რიცხვი 4 მიიჩნევა თურმე სიკვდილის მომასწავებლად და შესაბამისად, თარს რიცხვად, რადგან რიცხვი 4 ჩინურ ენაზე ისე გამოითქმის, როგორც სიტყვა “სიკვდილი”. ცრურწმენა იმდენად გავრცელებულია, რომ სასტუმროებში, ლიფტებში და ა.შ. შესაძლოა მეოთხე სართული საერთოდ არ არსებობდეს 🙂 ზოგჯერ ოთხის ნაცვლად დასანომრად 3A-ს იყენებენ.

რიცხვ ცამეტზე უკვე ვისაუბრეთ: ნუ შეშინდებით, თუ სადმე მეცამეტე რიგს ვერ იპოვნით ფრენისას. კომპანიები უბრალოდ ასე ცდილობენ ცრუმორწმუნე მგზავრების დამშვიდებას. რიცხვ ცამეტს თარსად ძირითადად ევროპელები და ამერიკელები მიიჩნევენ.

ქცევებთან დაკავშირებული ცრურწმენები

ბევრ ევროპულ ქვეყანაში პარასკევს მიიჩნევენ თარსად და ამ დღეს მოგზაურობას გაურბიან. რამდენადაც მოვიძიე, პარასკევთან დაკავშირებული ცრურწმენები რელიგიას უკავშირდება, რადგან იესო ჯვარზე პარასკევს გააკრეს.

ლატვიაში უკან მიბრუნება ყოფილა ცუდის ნიშანი. ანუ, თარსად ითვლება თუ სამგზავროდ მზად ხარ, სახლიდან უკვე გარეთ გამოხვედი და გზიდან მიბრუნება გიწევს (რამე დაგრჩათ, მაგალითად 😀 ).  თუ მაინც მოგიხდებათ სახლში უკან დაბრუნება, ცუდი იღბლის თავიდან ასაშორებლად, საჭიროა გამოსვლამდე სარკეში ჩაიხედოთ.

სენეგალში სჯერათ, რომ დათარსვის თავიდან ასარიდებლად, თქვენი სამოგზაურო გეგმები თქვენთვის უნდა შეინახოთ და საჯაროდ არ ილაყბოთ ამ თემაზე 😀 ასე რომ არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი სენეგალელი მეგობარი მოულოდნელად წავა სამოგზაუროდ: წინასწარ გამხელა ცუდი იღბლის მომტანია!

ირლანდიელები თურმე წმ. მარტინის დღეს მოგზაურობას ერიდებიან (11 ნოემბერი), რადგან წმ. მარტინი ბორბალზე გააკრეს, შესაბამისად, ამ დღეს რამე ბორბლებიანით გადაადგილება ცუდის მომტანი შეიძლება იყოს.

ბულგარეთში სჯერათ, რომ თუ ოჯახის წევრის გამგზავრებისთანავე სახლს დაგვიან, ეს მოგზაურს სიკვდილს მოუტანს 😦 ცრურწმენის მიხედვით, სახლის დაგვით შესაძლოა მოგზაურიც “გადაგავოთ” სახლიდან 😀

ინდოეთში უიღბლობის მომტანად ითვლება უკვე მიმავალი ადამიანისთვის ხმამაღლა დაძახება. ამიტომ, თუ სახლიდან გავიდა ვინმე და მისთვის რამის თქმა გსურთ, ხმის ამოუღებლად უნდა დაეწიოთ 😀

იღბლის მომტანი ცრურწმენები

რუსეთში გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ბარგზე ჩამოჯდომა ყოფილა კარგის მომასწავებელი. 😀 ნამდვილად არ ვიცი, იღბალს რამდენად მოგიტანთ ბარგზე ჯდომა, მაგრამ შეგიძლიათ მაინც სცადოთ.

უკრაინაშიც მსგავსი ცრურწმენა ჰქონიათ: მაგრამ ბარგზე დაჯდომის ნაცვლად, უბრალოდ სახლიდან გასვლამდე, რამდენიმე წუთით სიჩუმეში ჩამოჯდომაც საკმარისად ითვლება, რომ თქვენი მოგზაურობა წარმატებული გამოდგეს.

სერბიაში სამოგზაუროდ მიმავალი ადამიანის უკან წყლის დაღვრა ითვლება წარმატების და უსაფრთხო მოგზაურობის გარანტიად.

თუ ნორვეგიაში ვინმემ “ტვი ტვი!” მოგაძახათ, არ გაიკვირვოთ: თურმე ეს შელოცვას გადებთ, რომელმაც ყოველგვარი უიღბლობისგან უნდა დაგიცვათ მოგზაურობისას. შელოცვა სამოგზაუროდ წასვლამდე უნდა დაგადონ, რომ ბოროტი სულები არ გაგეკარონ და უსაფრთხოდ იმოგზაუროთ.

და ბოლოს: ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში 1 უცნაური ცრურწმენა ჰქონიათ: ბარგში 1 კბილი ნიორი უნდა ჩადოთ თურმე, რომ ეს საზღვრების უსაფრთხო გადალახვაში დაგეხმაროთ. თუმცა, სუნზე მესაზღვრეს რა რეაქცია ექნება, ბოსნიური ცრურწმენა არაფერს ამბობს…

Advertisements

2 thoughts on “ცრურწმენები და მოგზაურობა

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.