როჯერ ვოტერსი რიგაში

თუ პინკ ფლოიდის მოყვარული ხართ და როჯერ ვოტერსის ცოცხლად მოსმენა გსურთ, ძალიან კარგი შანსი გაქვთ ამ ზაფხულს რიგაში კონცერტს დაესწროთ. ფრენა და კონცერტის ბილეთი ჯამში სულ 230 ევრო დაგიჯდებათ.

როგორ?

პინკ ფლოიდის კონცერტის ბილეთები

როჯერ ვოტერსს ევროპული ტურნე აქვს. მოვიძიეთ ყველაზე ახლოს ჩვენთან სად ტარდებოდა და რიგა ყველაზე მისაღები ვარიანტი აღმოჩნდა. კონცერტის ბილეთის ფასი ამჟამად 60 ევროდან იწყება. ბილეთების შეძენა ბევრ საიტზეა შესაძლებელი. პირადად ჩვენ აქ ვიყიდეთ.

ავიაბილეთები

თუ თბილისიდან მოემგზავრებით, ფრენის ბილეთებიც დაგჭირდებათ. ამჟამად ეარ ბალტიკის საიტზე პირდაპირი ფრენა თბილისი-რიგა მხოლოდ 170 ევრო ღირს ორი გზა.

თბილისი რიგა.PNG

აქვე დამატებითი ინფორმაცია: ავიაკომპანია ვიზ ეარმა დაამატა ფრენა ქუთაისი-რიგა. ამჟამად აგვისტოს ბილეთები 2 გზა 550-600 ლარის ფარგლებში მერყეობს, შესაძლოა დაიკლოს და ეარ ბალტიკზე გაცილებით იაფიც გახდეს. ამიტომ, თუ კონცერტზე დასწრებას გადაწყვეტთ, თქვენს ადგილას ვიზეარს აუცილებლად მივადევნებდი თვალს.

ასე რომ, შეგიძლიათ ზაფხულის მოგზაურობა ბალტიისპირეთში დაგეგმოთ. ლატვია მოინახულოთ და ლეგენდარულ მუსიკას ლაივში მოუსმინოთ.

Cheers!

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.