10 ყველაზე ლამაზი ქუჩა მსოფლიოში

მსოფლიოს უამრავი ფერადი, ლამაზი, ხმაურიანი თუ წყნარი ქუჩიდან რამდენიმე ამოვარჩიე, “ყველაზე ლამაზებიი”-ს სტატუსი მივანიჭე და ამ სიაში გთავაზობთ 😀

სამწუხაროდ, რომის გარდა, ჯერ არცერთი მათგანი არ მინახავს თავად.
P.S. დანომვრა შემთხვევითია.

  1. ლა ბოკა, ბუენოს აირესი, არგენტინა

9-buenos airesi

ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ქუჩა ბუენოს აირესში la boca გახლავთ. მე-19 საუკუნეში ევროპელი მიგრანტებით დასახლებული ქუჩა დროთა განმავლობაში ღარიბმა მაცხოვრებლებმა დოკებიდან მორჩენილი გემის საღებავებით ყოველგვარი კონკრეტული მიზნის და გეგმის გარეშე შეღებეს. შედეგად, ქუჩა სრულიად აჭრელდა და დღეს ბუენოს აირესის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია.

2. ჩეფჩაუენი, მაროკო

5541630-chefchaouen-wallpapers.jpg

მაროკოში მდებარე ქალაქ ჩეფჩაუენის ყველა ქუჩა განსაკუთრებულია. ლურჯად შეღებილი სახლები, ყვავილები და წითელი აივნები ქუჩებს განსხვავებულ მიმზიდველობას ჰმატებს. გადმოცემის მიხედვით, 30-იან წლებში ებრაელმა ემიგრანტებმა დაიწყეს კედლების და ქუჩების ცისფრად შეღებვა, რაც ცას და ღვთაებრივ ძალას გამოხატავდა. დღესდღეობით ქალაქში არც ისე ბევრი ებრაელი ცხოვრობს, მაგრამ ადგილობრივები კვლავ ცისფრად აგრძელებენ საცხოვრებლების შეღებვას.

3. ტეცუგაკუ ნო მიჩი, კიოტო, იაპონია

iaponia kioto.jpg

იაპონიაში ალუბლების ყვავილობაზე ბევრი გსმენიათ ალბათ, მაგრამ შესაძლოა არ იცით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ამ ყვავილობის სანახავად ქალაქ კიოტოში, ტეცუგაკუ ნო მიჩის ქუჩა (იმედია, სწორად დავწერე :D) გახლავთ. ამ ქუჩაზე მდებარე წყლის არხი, ტაძარი და რამდენიმე სხვა ღირსშესანიშნაობა იუნესკოს მიერაა დაცული. ხეივანი ძალიან ლამაზია წელიწადის ყველა დროს, მაგრამ რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გაზაფხულზე, აპრილში.

4. The Dark Hedges, ბალიმანი, ჩრ. ირლანდია

2-irlandia-696x870.jpg

The dark hedges ერთმანეთში გადაჭდობილი ხეების ხეივანია, რომელიც სრულიად ზღაპრულ ელფერს სძენს ჩრ. ირლანდიაში მდებარე პატარა ქუჩას. სტუარტების კლანის მიერ მე-18 საუკუნეში დარგული ხეები სწორედ ამ გასაოცარი ვიზუალის გამო მოხვდა ეპიკურ სატელევიზიო შოუში “სამეფო კარის თამაშები”.

5. ვია მარგუტა, რომი, იტალია

via marguta romi

ვია მარგუტას 51 – თუ ერთხელ მაინც გინახავთ ფილმი “რომალური არდადეგები”, ეს მისამართი აუცილებლად უნდა გეცნობოდეთ. რომის ორ ყველაზე ცნობილ მოედანს შორის (პიაცა დე პოპოლო და პიაცა დე ესპანია) მდებარე პატარა ქუჩა, ვია მარგუტა შუასაუკუნეებისთვის დამახასიათებელი სილამაზით გამოირჩევა. რომში მოგზაურობისას, გირჩევთ ამ ქუჩასაც ეწვიოთ და თავად შეაფასოთ მისი განსაკუთრებულობა.

6. ჰეერშტრაბე, ბონი, გერმანია

boni germania

კიდევ ერთი ულამაზესი ქუჩა, რომელსაც აუცილებლად გაზაფხულზე უნდა ეწვიოთ, რომ მთელი სილამაზით დატკბეთ, ქალაქ ბონში, გერმანიაში მდებარეობს. აქ სპეციალური ფესტივალიც კი იმართება ხეების ყვავილობის პერიოდში, სადაც ცოცხალ მუსიკას შეგიძლიათ მოუსმინოთ და გემრიელი გერმანული საკვები მიირთვათ.

7. აგუედა, პორტუგალია

agueda-portugal-umbrella-sky-project-woe9B9712440533Z.1_20170627103220_000+G5Q9B2K0F.2-0

ქალაქი აგუედა 2011 წელს მორთეს ფერადი ქოლგებით ერთ-ერთი ფესტივალის მიმდინარეობისას, მაგრამ იმდენად დაამშვენა ამ არტ-პროექტმა ქუჩები, რომ ქოლგები ქალაქის განუყოფელი ნაწილი გახდა.

8. რუა გონსალო დე კარვალიო, პორტო ალეგრო, ბრაზილია

upload_20140502095659goncalo5413cd130312.jpgRua-Goncalo-de-Carvalho-Brasile-IMG-SLIDER

თანამედროვე სამყაროს და ცემენტის ჯუნგლებში ქალაქ პორტოალეგროს უზარმაზარი მწვანე ქუჩა კვეთს. ხეები აქ გასული საუკუნის 30-იან წლებში დარგეს და ადგილობრივები არავის აძლევენ უფლებას, რომ ქალაქის ეს ნაწილიც სტანდარტულ ქუჩად გადააქციონ.

9. ფისკრაგრანდი, ვისბი, შვედეთი

108287362.jpg

შვედეთის ყველაზე დიდ კუნძულზე მდებარე პატარა ქალაქი ვისბი და ფისკრაგრანდი ზაფხულობით ვარდების ქუჩად იქცევა ხოლმე. დაბალი, ფერადი სახლები, წითელი ვარდები და სახურავები ქუჩას ძალზედ ფოტოგენურს ხდის. თუ შვედეთში მოხვდებით, შეგიძლიათ კუნძულ გოტლანდსაც ეწვიოთ და ამ ქუჩაზე გაისეირნოთ.

10. მეხუთე ავენიუ, ნიუ იორკი, აშშ

5th-avenue-and-broadway-1

ეს სია ვერ დასრულდებოდა მეხუთე ავენიუს გარეშე. მართალია, არც პატარა, საყვარელი სახლებით ან სიმწვანით და ფერადოვნებით გამოირჩევა, მაგრამ მანჰეტენის ცენტრალური ქუჩა, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა მოხვდეს ყველაზე ლამაზი ქუჩების ათეულში 🙂

თუ ამ სიას რომელიმე ქუჩას შემატებდით, მოგვწერეთ კომენტარებში ^_^

 

 

 

One thought on “10 ყველაზე ლამაზი ქუჩა მსოფლიოში

  1. რა სილამაზეებია, ერთბაშად ყველას ნახვა მომინდა. აქედან მხოლოდ რომში ვარ ნამყოფი. ისე, ბარსელონას ლა რამბლას ქუჩასაც დავამატებდი. 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *