10 საუკეთესო საჩუქარი მოგზაურს

ახალი წელი გვიახლოვდება, სექრეტ სანტას სეზონი პირდაპირ ზენიტშია და საჩუქრების არჩევაზეც ალბათ ბევრს ფიქრობთ.

თუ თქვენი ადრესატი მოგზაურობის მოყვარული ადამიანია, ვეცდები საქმე გაგიადვილოთ და რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ, რა უნდა აჩუქოთ მოგზაურობის მოყვარულ ადამიანს

1. სამოგზაურო ჩანთა

ჩანთა სამოგზაურო.jpg

ის რაც ყოველთვის სჭირდება მოგზაურს – სამგზავრო ჩანთა. ჩანთის ფორმა, ზომა ფერი – თქვენი ასარჩევია იმ კონკრეტული პირის ინტერესებიდან გამომდინარე: ზოგს გორგოლაჭებიანი სამგზავრო ჩემოდანი ურჩევნია რომ აგორიალოს, ზოგი მხოლოდ ზურგჩანთით მოგზაურობს, ზოგი კი 20 კგ-იან დიდ ჩანთაშიც კი ძლივს ატევს ნივთებს

2. გასაფერადებელი ან გადასაფხეკი რუკა

გადასაფხეკი რუკა

მსოფლიო რუკა, რომელზეც უკვე ნანახი ქვეყნების გაფერადებას (ან გადაფხეკას) შეძლებს მოგზაური, ერთ-ერთი ყველაზე კარგი საჩუქარია. ჩვენც ასე გვაჩუქეს და სიამოვნებით ვაფერადებთ თითოეული ახალი ქვეყნის მერე შესაბამის ტერიტორიას ჩვენს რუკაზე. ასე აღვნიშნავთ ხოლმე ახალ “დამპყრობილ” ქვეყანას.

3. კორპის გლობუსი

გლობუსი

კორპის მასალისგან დამზადებული გლობუსი გადასაფხეკი რუკის სტილშია, თუმცა აქ გაფერადება/გადაფხეკის ნაცვლად უბრალოდ გლობუსზე მოუწევს მოგზაურს პატარა პინების თუ ჭიკარტების დასმა

4. სასაჩუქრე ბარათი

e18394e18390e183a0e18391e18398e18394e1839ce18391e18398.jpg

კიდევ ერთი შესანიშნავი საჩუქარი ფულია, რადგან ფული არასდროსაა საკმარისი, განსაკუთრებით თუ სამოგზაუროდ ემზადები და თუ ევროს კურსი ლართან მიმართებაში 3-ს ასცდა 😀 ამიტომ შეგიძლიათ წინასწარ იზრუნოთ და სასაჩუქრე ბარათი იყიდოთ, რომელიც აუცილებლად გამოადგება მოგზაურს. მაგალითად: საიტ Airbnb-ის ან რომელიმე ავიაკომპანიის, თუნდაც ვიზ ეარის (wizz air) სასაჩუქრე ბარათი.

5. კარგი ყურსასმენები

e183a7e183a3e183a0e183a1e18390e183a1e1839be18394e1839ce18394e18391e18398.jpg

თუ გსურთ რომ სასიამოვნოდ, ზედმეტი ხმაურის გარეშე გაატაროთ ფრენის რამდენიმე საათი, კარგი ყურსასმენები აუცილებელია. თუმცა ეს უკანასკნელი არც ისე იაფი სიამოვნებაა: თან გარეშე ხმებსაც რომ ახშობდეს და თან კარგი ხარისხით ისმოდეს ხმა. არადა თვითმფრინავში იმდენი ზედმეტი ხმაა: უზარმაზარი ხმაურიანი ძრავა, ქარი, ბავშვები ან ხმაურიანი ადამიანები თვითმფრინავის ბორტზე და ა.შ.

6. საძილე ნაკრები

e183a1e18390e183abe18398e1839ae18394-e1839ce18390e18399e183a0e18394e18391e18398.jpg

ზედმეტი ხმაურისგან გაქცევის და კარგად დასვენების კიდევ ერთი საშუალება ძილია. როცა რამდენიმე საათი გაქვს წინ ან თუ ფრენა ღამითაა, ბევრ მგზავრს კარგად გამოძინება ურჩევნია. მოხერხებული მოგზაური მგზავრობას სწორედ ისე გეგმავს, რომ ფრენისას/ავტობუსში ან მატარებელში გამოიძინოს, დღისით ახალ ადგილას ჩასულმა დასვენება/გამოძინებაში დრო არ დაკარგოს და მთლიანად მოგზაურობას დაუთმოს. სწორედ ასეთი მოგზაურებისთვის საუკეთესო საჩუქარი საძილე ნაკრებია: თვითმფრინავის ბალიში, თვალებზე ჩამოსაფარებელი საძილე ნიღაბი, ყურსაცვამები და თუნდაც გემრიელი პლედი (თუმცა ეს უკანასკნელი ჩემი აზრით ზედმეტია, ბარგში ადგილი რომ არ დაიკავოს ზედმეტი).

7. ორგანაიზერი

ორგანაიზერი

კარგი ორგანაიზერი, სადაც წვრილმანი ნივთების შენახვა შეიძლება, კარგი საჩუქარი იქნება ჩემსავით დაბნეული მოგზაურებისთვის, სულ რომ ტელეფონს, პასპორტს ან ტელეფონის დამტენს ვეძებ. აჩუქეთ თქვენს ადრესატს ორგანაიზერი, სადაც მსგავსი აუცილებელი წვრილმანების შენახვაა შესაძლებელი.

8. ტელეფონის ლინზები, სელფის ჯოხი და სადგამი

ტელეფონის ლინზა

ყველას სურს დარჩეს ერთ-ორი კარგი ფოტო მოგზაურობიდან, მაგრამ ყველას არ აქვს შესაძლებლობა იყიდოს სუპერ ფოტოაპარატი ან უბრალოდ არ სურს თან ატაროს მგზავრობისას. თანამედროვე ეპოქაში კი ტელეფონითაც შესაძლებელია კარგი ფოტოების და ვიდეოების გადაღება, თუ კარგ ლინზას შეარჩევთ ან ტელეფონს სპეციალურ სადგამზე დადებთ. სელფის ჯოხი კი ძალზედ გამოსადეგია სოლო მოგზაურთათვის.

9. Tile mate – დაკარგული ნივთების ძიებაში

თრექერი.PNG

Tile mate სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც შეგიძლიათ თქვენს გასაღებს ან ბარგს შეაბათ და ტელეფონში გადმოწერილი აპლიკაციით აკონტროლოთ, თუ სადაა თქვენი ნივთი.

10. ვინტაჟური პოსტერები

შეარჩიეთ ლამაზი ვინტაჟური პოსტერები იმ ადგილებიდან, სადაც უკვე იყო თქვენი საჩუქრის ადრესატი ან სადაც ძალიან სურს წასვლა, დაბეჭდეთ და აჩუქეთ.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

 

Advertisements

4 thoughts on “10 საუკეთესო საჩუქარი მოგზაურს

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s