მონემვასია, საბერძნეთი

გსმენიათ მონემვასიას შესახებ? ეს პატარა ქალაქი საბერძნეთში, პატარა კუნძულზე, პელოპონესის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს.monemvasiaამ ზაფხულს პელოპონესის ნახევრკუნძულზე მანქანით ვმოგზაურობდით დეიდაჩემთან და მის ქმართან ერთად. სწორედ მათი წყალობით მოვხვდით ამ გამორჩეულ ადგილასაც. მონემვასიას გარდა იმ დღეებში აეროპოლი, მიწისქვეშა მღვიმეები და ულამაზესი სანაპიროები მოვინახულეთ. მათზეც მოგიყვებით მოგვიანებით აუცილებლად. ეს პოსტი კი მთლიანად მონემვასიას მინდა დავუთმო.პატარა პრინცი ქუდისახელი “მონემვასია” ბერძნული სიტყვებიდან “Mone” და “emvasia” მომდინარეობს, რაც “ერთ შესასვლელს” ნიშნავს და მართლაც: კუნძულსა და ქალაქს მხოლოდ ერთი მისადგომი აქვს. მატერიკთან ერთი ვიწრო სამანქანო გზა აკავშირებს და მიწიდან ვერც კი დაინახავთ, რომ კუნძულზე ულამაზესი შუასაუკუნეების ქალაქია გაშენებული. ერთი შეხედვით, უბრალოდ ზღვაში ამოწვერილ კუნძულს დაინახავთ, რომელიც ძალიან წააგავს პატარა პრინცის ნახატს, ქუდს 🙂

monemvas.jpgთუ კუნძულს ზღვიდან შემოუვლით, აღმოაჩენთ, რომ სინამდვილეში მასზე კედლებით დაცული პატარა ქალაქია გაშენებული.

ვიწრო, მთის ფერდონზე შეფენილი ქუჩები, რომლებიც სართულ-სართულ უნდა მოიაროთ,  სქელი, ქვით ნაგები სახლები, უზარმაზარი გალავნის კედელი – ეს ყველაფერი მონემვასიას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.

კუნძული 375 წელს მიწისძვრის შედეგად მოსწყდა პელოპონესის ნახევარკუნძულს თურმე და ზღვაში გაირიყა, თავად ქალაქი კი მე-6 საუკუნეშია აშენებული. კუნძულის განმარტოებული მდებარეობის გამო ის ბუნებრივი თავდაცვითი და სტრატეგიული მნიშვნელობის წერტილი იყო მრავალი საუკუნეების განმავლობაში.

დღესდღეობით მონემვასია ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ სამოგზაურო ადგილად ითვლება და შეყვარებული წყვილების საყვარელი დანიშნულების წერტილია.

მოგზაურობა მონემვასიაში

donkey-in-monemvassia-greece.jpgკუნძულზე სულ 18 მუდმივი მაცხოვრებელია, თუმცა ქალაქი სავსეა კაფე-ბარებით, სასტუმროებით და სუვენირების მაღაზიებით. ჩვენ  გეფირაში (ქალაქი/დაბა, რომელთანაც კუნძული ხიდითაა დაკავშირებული) დავბინავდით ზღვისპირა სასტუმროში. სასტუმრო წინასწარ არ დაგვიჯავშნია, ადგილზე ჩასულებმა დავიწყეთ ძებნა და საკმაოდ იაფად ვნახეთ სუფთა, ლამაზხედიანი ოჯახური სასტუმრო “აქტაიონი”, რომელსაც პირველ სართულზე ასევე ოჯახური ტიპის რესტორანი ჰქონდა და სადაც რამდენჯერმე ძალზედ გემრიელად ვისადილეთ.

სასტუმრო სანაპიროდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით მდებარეობდა. ვიბანავეთ, დავისვენეთ და კუნძულზე პატარა ავტობუსით გადავედით (ბილეთი 1 ევრო ღირდა, თუ სწორად მახსოვს). ავტობუსმა გალავნის მისადგმობთან ჩამოგვსხა, რადგან თავად მონემვასიაში მანქანით ვერ შეხვალთ. ქალაქში მხოლოდ ფეხით ან ვირით არის გადაადგილება შესაძლებელი 😀

თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან გეფირადან საერთოდ არ ჩანდა, თუ რა ლამაზი ქალაქი იმალებოდა კუნძულის მეორე მხარეს, მაგრამ საბოლოოდ შუასაუკუნეებში აღმოვჩნდი 🙂

თავად ქალაქის გარდა, ირგვლივ გარემოც ძალიან ლამაზი და საინტერესოა. ღამით ქალაქის კედლებს ზღვა ეხეთქება, ხმაურობს… გიორგიმ კი ასეთი ცის დაფიქსირება მოახერხა მონემვასიიდან

მოკლედ, თუ პელოპონესის ნახევარკუნძულზე მოხვდებით, რამდენიმე ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილი შემიძლია გირჩიოთ (დიროს მღვიმე, გითიო, მონემვასია, კეფალონია, სპარტა…) მათ შორის კი მონემვასიას ნამდვილად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 🙂

 

 

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s