5 რეალური კაფე-ბარი საყვარელი ფილმებიდან, რომლებსაც შეგიძლიათ ხვალვე ესტუმროთ

თუ ჩემსავით გიყვართ რომანტიული მელოდრამები და კომედიები, რამდენჯერმე მაინც გაქვთ ნანახი ისეთი ფილმები, როგორიცაა “თქვენთვის წერილია”, “როცა სალი შეხვდა ჰარის”, “მახინჯი კოიოტი”, “შუაღამე პარიზში” ან “serendipity”, მაშინ ეს პოსტი აუცილებლად მოგეწონებათ 🙂 

ხშირად ასეთი ფილმების გადაღებისას ლოკაციად რეალურ ადგილებს ან რეალობიდან აღებულ ადგილებს იყენებენ. პოსტში სწორედ ის 5 ადგილი უნდა გაჩვენოთ, რომლებსაც დღესაც შეძლებთ ესტუმროთ, ყავა დალიოთ და თავი საყვარელი ფილმის პერსონაჟად იგრძნოთ.

თქვენთვის წერილია, You’ve Got Mail – კაფე “ლალო”

თქვენთვის წერილია.jpg

კაფე “ლალო” სწორედ ის ადგილია, სადაც მეგ რაიანის და ტომ ჰენკსის პერსონაჟები ერთმანეთს პირველ პაემანზე ხვდებიან. კაფე ნიუ იორკში მდებარეობს და დღესაც ტურისტებისთვის  საყვარელი ადგილია, თუცმა არამხოლოდ საკულტო ფილმის დამსახურებით: უბრალოდ ძალიან სასიამოვნო ინტერიერის, გემრიელი ყავისა და ნამცხვრის გამოც.

როცა ჰარი შეხვდა სალის, When Harry Met Sally – კაფე Katz’s Delicatessen

როცა ჰარ.jpg

კვლავ ნიუ იორკი და კვლავ მეგ რაიანი: ჰარის და სალის ისტორიის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი სცენა სწორედ ამ კაფეში ვითარდება მეგ რაიანის fake orgasm-ის თანხლებით 😀 კაფე ცნობილი მხოლოდ ამ ფილმის გამო არაა. აქაური სენდვიჩები დღესაც ძალზედ პოპულარულია ნიუ იორკელებში.

შუაღამე პარიზში, midnight in Paris – ბისტრი Polidor

შუაღამე პარიზში

თუ  დროში მოგზაურობა და ცნობილ ადამიანებთან შეხვედრის ისტორია არც თუ ისე ნამდვილია, სამაგიეროდ ადგილი, სადაც ის ერნესტ ჰემინგუეის ხვდება და რომანის წაკითხვას სთხოვს, სრულიად რეალურია და დღესაც შეგიძლიათ ესტუმროთ. რესტორანი “პოლიდორი” 1845 წლიდან ემსახურება კლიენტებს, მათ შორის ძალზედ ცნობილ და გამორჩეულ ადამიანებს, ისეთებს როგორიც თავად ჰემინგუეი იყო. სწორედ ამიტომ შეირჩა ფილმის ერთ-ერთ ლოკაციად ეს კაფეც.

Serendipity – კაფე “Serendipity”

serendipity scene

კაფე ნიუ იორკში, რომელიც ფილმის სახელსვე ატარებს “serendipity”, დღესაც წარმატებით ყიდის გაყინულ ცხელ შოკოლადს, რომელსაც 2001 წელს სარა და ჯონათანი მიირთმევდნენ. იმდენად წარმატებით, რომ ნიუ იორკში მდებარე ამ კაფეში მოსახვედრად ადგილის დაჯავშნა შეიძლება რამდენიმე თვით ადრეც კი დაგჭირდეთ.

მახინჯი კოიოტი, Coyote ugly – ბარი “მახიჯი კოიოტი”

მახინჯი კოიოტი.jpeg

ნამდვილი ამერიკული ბარის სიტუაცია დაგხვდებათ ბარში “მახინჯი კოიოტი”: ბევრი ლუდი, იაფი სასმელი, ცეკვა ბარის მაგიდაზე, ჰაერში მოფრიალე მაისურები და ბიუსტჰალტერები… 😀 მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ფილმ “მახინჯ კოიოტში” გინახავთ.

მართალია ლამის ყველა ლოკაცია შორეულ ამერიკაშია, მაგრამ ნიუ იორკში რომ მოხვდებით, ერთ-ერთი კაფე მაინც შეგიძლიათ ჩასვათ თქვენს სამოგზაურო გეგმაში და საყვარელი ფილმის კადრები რეალობაში გააცოცხლოთ 😍

 

 

 

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s