ფრენა გაციების და სურდოს დროს

რამდენიმე თვის წინ ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ფრენა გამოვცადე. არა, არც რაიმე კატასტროფის საშიშროება იყო, არც ტურბულენტურ ზონაში მოხვედრილვართ და არც ტერორისტებს გაუტაციათ თვითმფრინავი (:D) – უბრალოდ მსუბუქად გაციებულმა ავდგი ფეხი თვითმფრინავის ბორტზე.

შვებულება ისეთი საკითხია, რომელიც რამდენიმე თვით ან კვირით ადრე იგეგმება: ათანხმებ თავისუფალ დღეებს თანამშრომლებთან, ხელმძღვანელთან, მერე ეძებ შესაბამის ადგილს, ფასებს, ავიაბილეთებს და ა.შ. და როგორია ამდენი დავიდარაბის მერე უბრალო გაციების გამო უარი თქვათ დასვენებაზე და არსად გაფრინდეთ? მეც არ დავნებდი სურდოს და წამლებმომარაგებული გამოვცხადდი აეროპორტში. როგორც აღმოჩნდა, ჯობდა ინფორმაცია წინასწარ მომეძიებინა, რომ მცოდნოდა, როგორ ამერიდებინა საშინელი ტკივილი და დისკომფორტი. 

ფრენა გაციების და სურდოს დროს

ფრენის დროსმოკლედ რომ მოვჭრათ, პირველი დისკომფორტი აფრენისას ვიგრძენი. სურდოს გამო ისედაც დაგუბებული ყურები კიდევ უფრო დაიძაბა და ამტკივდა. მთელი ფრენის განმავლობაში ორივე ჩუმად “ფეთქავდა” და თვითმფრინავის დაშვებისას გაუსაძლისად ამტკივდა. მეგონა, სადაცაა დამისკდება ყურის დაფები და დავყრუვდები-მეთქი 😀

თვითფრინავის დაშვებისას წარმოშობილი წნევა აწვება შიდა ყურს და სწორედ ეს იწვევს გამჭოლ ტკივილებს.

ამ პოსტით მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება და გასწავლოთ რამდენიმე მეთოდი, თუ გაციებულს მოწევთ მოგზაურობა. კარგი იქნებოდა ეს მეთოდები თავადაც მცოდნოდა, რომ ტკივილი ამერიდებინა თავიდან და 40 წუთიანი ფრენა ჯოჯოხეთად არ მქცეოდა.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ფრენამდე სურდო დაგემართებათ

  • იყიდეთ ცხვირის წვეთები და ორივე ნესტოში ბორტზე ასვლამდე ჩაიწვეთეთ, რომ დახშული არ გქონდეთ აფრენისას
  • თუ ყურ(ებ)ი დაგეხშოთ, ამ ტიპის სავარჯიშო სცადეთ

giphy (3)

  • აფრენა-დაფრენისას ისუნთქეთ ღია პირით. ამოძრავეთ ქვედა ყბა (დაახლოვებით როგორც დამთქნარებისას),
  • ხშირად გადაყლაპეთ ნერწყვი
  • ამოძრავეთ პირი (გამოიყენეთ საღეჭი რეზინი)

giphy

  • უშუალოდ ფრენის დროს სასურველია გამოიყენოთ ყურის დამხშობები

ყურის დამხშობი

you welcome 😀 და ამ ყველაფრის მერე ჩემსავით ნამტირალევი სახით არ ჩამოხვალთ ბორტიდან 😀

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s