5 რეალური კაფე-ბარი საყვარელი ფილმებიდან, რომლებსაც შეგიძლიათ ხვალვე ესტუმროთ

თუ ჩემსავით გიყვართ რომანტიული მელოდრამები და კომედიები, რამდენჯერმე მაინც გაქვთ ნანახი ისეთი ფილმები, როგორიცაა “თქვენთვის წერილია”, “როცა სალი შეხვდა ჰარის”, “მახინჯი კოიოტი”, “შუაღამე პარიზში” ან “serendipity”, მაშინ ეს პოსტი აუცილებლად მოგეწონებათ 🙂  Continue reading “5 რეალური კაფე-ბარი საყვარელი ფილმებიდან, რომლებსაც შეგიძლიათ ხვალვე ესტუმროთ”

Advertisements

ერთი დღე ჰელსინკიში

უკვე სათვალევი ამერია, თუ მერამდენედ მივუყვებით ჰელსინკისკენ მიმავალ გზას, უფრო სწორად ზღვას. ტალინიდან ჰელსინკიმდე გემით 2 საათის გზა (აი ისევ, ზღვა) არის, გრაფიკი და ფასები კი აქ შეგიძლიათ ნახოთ (ფასდაკლების დროს ერთი გზა 10 და 5 ევროდაც კი გვიყიდია).

Helsinki tripდილის რვა საათზე საკრუიზო ხომალდი პორტს ტოვებს და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთისკენ იღებს გეზს. ყველა სართულზე მსგავსი სურათია: მგზავრების უმეტესობა ჩვენი არ იყოს გამოუძინებელი თვალებით დაბორიალობს უსასრულო დერეფნებში და ყნოსვის ანაბარად დარჩენილები ყველაზე არომატული და ძლიერი ყავის არჩევას ცდილობენ. გემის კიჩოში მდებარე კაფე ნელ-ნელა აივსო ხალხით, მაგრამ თითქოს ერთმანეთს აცდიან მაგიდაზე გამოძინებას და ისედაც სიტყვაძუნწი ჩრდილოელები, ახლა მხოლოდ ჩურჩულით თუღა გადაილაპარაკებენ. Continue reading “ერთი დღე ჰელსინკიში”

ფრენა გაციების და სურდოს დროს

რამდენიმე თვის წინ ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ფრენა გამოვცადე. არა, არც რაიმე კატასტროფის საშიშროება იყო, არც ტურბულენტურ ზონაში მოხვედრილვართ და არც ტერორისტებს გაუტაციათ თვითმფრინავი (:D) – უბრალოდ მსუბუქად გაციებულმა ავდგი ფეხი თვითმფრინავის ბორტზე.

შვებულება ისეთი საკითხია, რომელიც რამდენიმე თვით ან კვირით ადრე იგეგმება: ათანხმებ თავისუფალ დღეებს თანამშრომლებთან, ხელმძღვანელთან, მერე ეძებ შესაბამის ადგილს, ფასებს, ავიაბილეთებს და ა.შ. და როგორია ამდენი დავიდარაბის მერე უბრალო გაციების გამო უარი თქვათ დასვენებაზე და არსად გაფრინდეთ? მეც არ დავნებდი სურდოს და წამლებმომარაგებული გამოვცხადდი აეროპორტში. როგორც აღმოჩნდა, ჯობდა ინფორმაცია წინასწარ მომეძიებინა, რომ მცოდნოდა, როგორ ამერიდებინა საშინელი ტკივილი და დისკომფორტი.  Continue reading “ფრენა გაციების და სურდოს დროს”

Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.

Berlini

რამდენიმე არც თუ ისე სასიამოვნო დაშვების შემდეგ ერთი ჩვევა ამეკვიატა: ყოველთვის, როდესაც ილუმინატორის ჰორიზონტი ხის კენწეროებს უსწორდება წინა სავარძელს ხელით ვეყრდნობი და ესე ვცდილობ წონასწორობის დაცვას.

ბერლინი, დღე 1

ამჯერად ილუმინატორი შონენფილდის აეროპორტის მიმდებარედ გაზრდილ ხეებს გაუთანაბრდა და ჩვენც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მშვიდობიანად დავეშვით. აეროპორტი ოთხი ტერმინალისგან და შესაბამისად, ოთხი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. მათ წინ ავტომობილების პარკინგია, რომელსაც შუაში გადახურული საფეხმავლო გზა მიუყვება და პირდაპირ (5 წუთი ფეხით) მეტროს/მატარებლის გაჩერებასთან მიჰყავხარ.

berlin gifჩვენ გეზი ალექსანდრპლაცისკენ გვქონდა აღებული, საითაც S9 და S45 ნომერი მატარებლები მიდიან, მაგრამ ორივე შემთხვევაში თითო გადაჯდომა გვიწევდა, შესაბამისად S5 (სადგური Ostkreuz) და U8 (სადგური Hermannstrathze) ნომერ მატარებლებზე. თუ გაგიმართლებთ, შეიძლება ექსპრეს რეისებსაც მიუსწროთ (RE7, RB14) რომლებიც პირდაპირ ალექსანდრპლაცზე მიდიან და გადაჯდომით გამოწვეულ დისკომფორტსაც აიცილებთ თავიდან. ყველა მატარებლისთვის მგზავრობის ფასი ერთნაირია – 3,4 ევრო და სადგურისკენ მიმავალ გზაზე, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული აპარატებიდან შეძლებთ ბილეთის შეძენას. რაც მთავარია, მგზავრობის დაწყებამდე არ დაგავიწყდეთ თქვენი ბილეთის დაშტამპვა.

30 წუთიანი მგზავრობის დროს სტენსილებით მოხატულ გვირაბებს და კედლებს ქარხნების და საწყობების პანორამა ენაცვლება, მოგვიანებით კი მაღალ სართულიანი საოფისე შენობების ალყაში მოექცევით, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქალაქის ცენტრს უახლოვდებით. Continue reading “Berlin, Bärlin, Big B ან უბრალოდ ბერლინი 3 დღეში.”