მიიღე კომპენსაცია გადადებული და გაუქმებული ფრენისთვის

ფრენა გადაგედოთ? რეისმა დაიგვიანა ან საერთოდ გაუქმდა? მიიღეთ 600€-მდე კომპენსაცია ავიაკომპანიისგან

თუ ფრენა გადაგედოს ან გაუქმდა, ალბათ აუცილებლად გეცნობათ შემხვედრი პრობლემებიც: კიდევ ერთი დაგვიანება მომდევნო ტრანზიტულ რეისზე, ტყუილად გადახდილი ფული სასტუმროში, ნერვები და დრო, რომელსაც წესით დასასვენებლად უნდა იყენებდეთ…

ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, თქვენ ამ პრობლემებისთვის კომპენსაციის მიღების უფლება გაქვთ (თუ თქვენი რეისი ევროკავშირში სრულდებოდა, ანუ ჩაფრენის ან გამოფრენის ტერიტორია ევროკავშირში მდებარეობს). 

კომპენსაციის მიღება რესის დაგვიანება/ ფრენის გადადებისთვის

ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ პროცედურა? საბუთების შევსება, აქეთ-იქით სირბილი, მეილის და ფოსტის გზავნა,  საფოსტო ხარჯები, კიდევ ნერვების შლა და ა.შ. თუ გსურთ აირიდოთ თავიდან, გირჩევთ ამისათვის მიმართოთ კომპანიას claimcompass.

პროცედურა ძალზედ მარტივია:

Tanxis dabrunebis procedura.png

კომპანია თავად მოაგვარებს ყველა პროცედურულ ნაწილს, თუ საჭირო გახდება, სასამართლოშიც წავა. მათი შემოსავალი დაკავშირებულია სწორედ კომპენსაციის თანხის ოდენობაზე (დაახლოვებით მიღებული თანხის 25%-ს იღებენ მომსახურებაში). თუ საქმე წარმატებით არ დასრულდება, თქვენ არაფრის გადახდა არ მოგიწევთ.

რას უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ შეძლოთ ქლეიმ კომპასის სერვისის გამოყენება?

მიმართეთ ქლეიმკომპასს თუ:

  • რეისი გადაიდო რამდენიმე საათით
  • რეისი გაუქმდა
  • უარი გეთქვათ ბორდინგზე, რადგან თვითმფრინავი უკვე გადატვირთული იყო (დიახ, ასეც ხდება. ამას Overbooking ჰქვია)
  • შეიცვალა გაფრენის დრო აფრენამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე

არ აქვს მნიშვნელობა სად და როგორ იყიდეთ ბილეთი. მთავარია, რომ მგზავრი ხართ თქვენ.

აუცილებელია ქვემოთ მოცემულ რომელიმე პირობას აკმაყოფილებდეს თქვენი რეისი

  • სრულდება ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანას შორის
  • თუ ფრენის ერთი ქვეყანა მაინც არის ევროკავშირის წევრი
  • ფრენის დაწყების წერტილი ევროკავშირია (მაგ. იტალია), ჩაფრენის წერტილი კი არაევროკავშირის წევრი ქვეყანა (მაგ. საქართველო)
  • ან პირიქით, საქართველოდან მიემგზავრებით იტალიაში (ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ავიაკომპანია რეგისტრირებული იყოს ევროკავშირში, მაგ. იტალიაში და არა ევროკავშირის გარეთ, მაგალითად თურქეთში.

კიდევ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ თავად კომპანიის ვებგვერდს. კიდევ ერთი კარგი ამბავი: მგონი ძველ რეისებზეც კი შეგიძლიათ კომპენსაციის მოთხოვნა. სცადეთ, შეავსეთ საიტზე არსებულ კალკულატორში ინფორმაცია და მიიღებთ ინფორმაციას, შეგიძლიათ თუ არა დავის წამოწყება 🙂

წარმატებას გისურვებთ! იმედია, არასდროს დაგჭირდებათ გამოყენება 😀

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *