ბარსელონა ტურისტების რაოდენობის შემცირებას ცდილობს!

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას ეკონომიკისთვის ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ქალაქის ხელისუფლება და მოსახლეობა ცდილობს, რომ ტურისტების რაოდენობა შემცირდეს.
 
სულ ცოტა ხნის წინ ქალაქის ცენტრში სასტუმროების გახსნა შეზღუდეს და აკრძალეს. ამჟამად კი განიხილავენ ტურიზმის მართვის გეგმას 2020″, რომლის მიხედვითაც:  
  • ტურისტულ გასაქირავებელ ბინებზე საგრძნობლად გაიზრდება მოსაკრებელი
  • ახალ ლიცენზიებს აღარ გასცემენ მსგავსი ბინების გაქირავებაზე
  • ცდილობენ ასევე მოიძიონ საშუალება და რეგულაციის ფორმა “bed & breakfast” ტიპის შეთავაზებებზე, რომ ზუსტად მოხდეს ყველაფრის აღრიცხვა
  • გაიზრდება პარკინგის ფასი ტურისტული ავტობუსებისთვის, რაც ავტომატურად ბილეთის ფასსაც გაზრდის
  • შეზღუდავენ ე.წ. Segway ზონებს (ორთვლიანი, ელექტრო გადასაადგილებელი საშუალება), რომლებიც ძალზედ პოპულარულია ტურისტებში, ქალაქში სამოძრაოდ
  • შეზღუდავენ რესტორნებისა და ბარებისთვის ქუჩაში მაგიდების დადგმას, რადგან მათი მოსაზრებით ეს ქალაქის ქუჩებს კიდევ უფრო ავიწროვებს და გავლას ხდის შეუძლებელს
tourists-go-homeმოკლედ, “ბარსელონა ბარსელონელებისთვის” აქვს დევიზად ქალაქის მერიას 😀 მიზეზად სახელდება, რომ ტურისტების დიდი რაოდენობა ადგილობრივებისთვის ზიანის მომტანია, ფასებს ზრდის საცხოვრებელ ადგილსა თუ საკვებზე.
ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი ადგილობრივიც ეთანხმება, როგორც სჩანს. იანვარში სპეციალური საპტოტესტო გამოსვლაც კი გაიმართა ბარსაში, ტურისტების მზარდი რიცხვის გასაპროტესტებლად.
 
P.S. ქალაქს ყოველწლიურად 32 მილიონი ვიზიტორი ჰყავს, ტურიზმიდან შემოსული შემოსავალი კი ქალაქის ეკონომიკის 14%-ია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *