Tax-Free შოპინგი მოგზაურობისას

ევროკავშირში აუცილებლად შეხვდებით მაღაზიებს, სადაც დიდი სიამაყით არის გამოკრული წარწერა Tax-Free Shopping – გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობა.
გერმანიასა და ბარსელონაში შევნიშნე, რომ უზარმაზარი რიგები იდგა ყოველთვის სალაროსთან, რომელიც tax free საქონელის შესყიდვას აფორმებდა. მე ქვემოთ მოყვანილი პროცედურების გავლა ცოტა დამეზარა, თუმცა თუ შოპინგის აქტიური მოყვარული ხართ, გირჩევთ ეს პოსტი ბოლომდე ჩაიკითხოთ, რჩევები გაითვალისწინოთ და დღგ უკან დაიბრუნოთ.

იცოდით, რომ შოპინგში დახარჯული თანხის 15-25%-ის დაბრუნებაა შესაძლებელი? არც ისე ცოტაა, ხომ?

Tax Free შოპინგი გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ს (დამატებული ღირებულების გადასახადის) თანხის დაბრუნებას.

დღგ-ს დაბრუნების პროცედურები

სულ სამი ეტაპი გაქვთ გასავლელი:taxfree_process_geo

Tax-free შოპინგი ევროპაში, როგორ დავიბრუნოთ თანხა მოგზაურობისას?

თანხის მიღებისთვის სულ ორი ვარიანტია, რაც შეიძლება, რომ მოხდეს:

  1. დაიბრუნეთ თანხა აეროპორტში ნაღდი ფულის სახით – მაღაზია შესაძლოა იყენებდეს ისეთი კომპანიების მომსახურებას, როგორიცაა გლობალ ბლუ პრემიერ ტაქსფრი და ა.შ. ანუ, კომპანიები, რომლებსაც ბევრ აეროპორტში აქვთ ოფისი.
    ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირის დატოვებისას იპოვეთ აეროპორტში საბაჟო (customs) და დაარტყმევინეთ ბეჭედი მაღაზიაში წინასწარ შევსებულ განაცხადის ფორმაზე. მიიტანეთ ეს ფორმა ზემოთ აღნიშნული კომპანიების სპეციალურ დახლთან აეროპორტში და მიიღეთ თქვენს მიერ ზედმეტად გადახდილი ბეგარა უკან, ნაღდი ფულის სახით, მაშინვე და იქვე.
  2. დაიბრუნეთ თანხა თქვენს ანგარიშზე მოგვიანებით – თუ tax refund კომპანიას არ აქვს შესაბამისი ოფისი აეროპორტში, მოგიწევთ ბეჭდიანი ფორმა ფოსტით გაუგზავნოთ და დაელოდოთ, როდის ჩაგერიცხებათ თანხა თქვენს ანგარიშზე.
    ასეთ შემთხვევაში ჩვენი რჩევა იქნებოდა წინასწარ გქონდეთ მომზადებული კონვერტი (შესაძლოა მაღაზიაშივე მოგცენ შესაბამისი კომპანიის კონვერტი, უკვე მითითებული მისამართით) და საბაჟოს მიერ ბეჭდის დარტყმის შემდგომ, აეროპორტიდანვე შეძლოთ ფოსტის გაგზავნა. ასეთ შემთხვევაში ხარჯებს დაზოგავთ ფოსტისას, რადგან  საქართველოდან გაგზავნა არ მოგიწევთ. საფოსტო მომსახურება არც ისე იაფია, როცა ევროპის ქვეყნებში გზავნით ფოსტას.

ჩვენ გირჩევთ:

  • თუ მაღაზიაში TAX FREE განაცხადს ვერ შენიშნავთ, ჰკითხეთ კონსულტანტს – აქვთ თუ არა ეს მომსახურება
  • იკითხეთ არის თუ არა რაიმე ზღვარი / მინიმალური შენაძენი.
  • შოპინგისას იქონიეთ თან პასპორტი – სალაროში თანხის გადახდისას გამყიდველი მოგთხოვთ დამადასტურებელ საბუთს, რომ ევროკავშირის ვიზიტორი ხართ – მოგიწევთ წარადგინოთ პასპორტი
  • შეავსეთ სპეციალური ფორმა ყურადღებით. მცირე ალბათობით შესაძლოა გთხოვონ დასაბრუნებელი ბილეთის მონაცემები (ძალიან, ძალიან იშვიათ შემთხვევაში).
  • დაწვრილებით გამოიკითხეთ დაბრუნების პროცედურები: დააზუსტეთ აეროპორტში შეძლებთ თანხის მიღებას თუ ფოსტით უნდა გაგზავნოთ ეს შევსებული ფორმა.
  • აუცილებლად იკითხეთ ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ. ეს არის თანხა, რომელიც აკლდება დასაბრუნებელ დღგ-ს და წარმოადგენს მაღაზიის მიერ გაწეულ ადმინისტრაციულ ხარჯს.

pilt_167

  • შევსებულ ფორმასთან ერთად, თქვენ გადმოგეცემათ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და შესყიდული ნივთები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროკავშირის დატოვებისას, აეროპორტში საბაჟო სამსახური ამ დოკუმენტებზე ბეჭედს გირტყამთ. გაითვალისწინეთ, ბეჭედი აუცილებელია, რომ შეძლოთ თანხის დაბრუნება.
  • არ გამოიყენოთ ნივთები ქვეყნის დატოვებამდე. ამასთან, ნუ ჩადებთ ჩასაბარებელ ბარგში, ჯერ საბაჟო პროცედურები მოითავეთ, რადგან საბაჟომ შესაძლოა შეძენილი ნივთების გადახედვა მოითხოვოს.

კითხვები დღგ-ს დაბრუნებაზე

ვის შეუძლია ისარგებლოს დღგ-ს დაბრუნების სერვისით?
– ვიზიტორს/ტურისტს/მოგზაურს, რომელიც არ არის იმ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქე ან მუდმივი მაცხოვრებელი, სადაც იმყოფება და იძენს ამა თუ იმ ნივთს

მაგალითისთვის, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დროებით სამოგზაუროდ იმყოფება ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, ევროკავშირის დატოვებისას უფლებამოსილია დაიბრუნოს თანხა / დღგ, თუ ნივთები TAX FREE მაღაზიებში აქვს შეძენილი.

შეიძლება პირდაპირ დღგ გამოკლებული თანხა გადავიხადო მაღაზიაში?
– არა, თქვენ თანხას იხდით ჩვეულებრივ, რაც მითითებულია მაღაზიაში გასაყიდი საქონლის ფასად, რომელიც მოიცავს ყველანაირ გადასახადს. მხოლოდ შემდეგ იწყებთ ფორმალურ პროცედურებს, საბუთების შევსებას და შემდეგ ამტკიცებთ, რომ თქვენ უნდა მიიღოთ ეს ბეგარა უკან.

სრულად დავიბრუნებ თანხას?
– სავარაუდოდ, არა. გადახდილ თანხაში ნაწილი ადმინისტრაციული ხარჯია. გირჩევდით, მაღაზიაშივე დააზუსტოთ, რამდენი დაგიბრუნდებათ და რამდენია ადმინისტრაციული ხარჯი.

Tax refund sign on an airport

სად ვიჩივლო, თუ თანხა არ დამიბრუნდა
– თუ რამე პრობლემა წარმოიშვა და თანხა ვერ მიიღეთ, პრეტენზიებით იმავე მაღაზიას უდნა მიმართოთ, სადაც იშოპინგეთ, რადგან სწორედ ისაა პასუხისმგებელი VAT refund-ზე.

როგორ გავიგო, არის თუ არა მაღაზია დღგ-სგან თავისუფალი (VAT-free)
– ყველა მაღაზიას არ აქვს Tax Free შოპინგი. მეტწილად მაღაზიებს თავად აქვთ ეს ინფორმაცია საჯაროდ გამოკრული ტურისტების ყურადღების მისაქცევად, მაგრამ თუ ეს ასე არაა, უბრალოდ მოიკითხეთ კონსულტანტთან.

ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში შეიძლება vat-free?
– არა, მეტწილად იგულისხმება, რომ ისეთ ნივთებზე ხდება თანხის დაბრუნება, რომელსაც თან წაიღებთ ბარგით. მაგალითად, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და ა.შ.
დღგ-ს ვერ დაიბრუნებთ, მაგალითად, იახტის ან მანქანის შეძენისას.

არის თუ არა რამე მინიმალური ზღვარი ნავაჭრის ოდენობაზე?
– უმეტესი ქვეყანა თვითონ ადგენს მინიმალურ ზღვარს. მაგალითად, დანიაში 40 ევროს ნავაჭრია ზღვარი, ისლანდიაში 35 ევრო და ა.შ.

ნივთების შეძენიდან რა ვადაში უნდა ვტოვებდე ევროკავშირს?
– მაქსიმუმ 3 თვე არის ვადა, რომელიც გაძლევთ უფლებას მოითხოვოთ თანხის დაბრუნება.

აუცილებელია თუ არა იგივე ქვეყნიდან დავტოვო ევროკავშირი, სადაც ვიყიდე ნივთები?
– არა, შეგიძლიათ ნივთები იყიდოთ გერმანიაში, შემდეგ წახვიდეთ იტალიაში, იქაც იშოპინგოთ და მერე დაბრუნდეთ თქვენს ქვეყანაში. ბეჭედს გირტყამთ მხოლოდ ის ქვეყანა, რომლიდანაც ტოვებთ ევროკავშირს. ამ კონკრეტულ მაგალითში – იტალია (გაითვალისწინეთ, რომ შვეიცარია, ნორვეგია, თურქეთი არ არიან ევროკავშირის წევრები და იქ ნაყიდ ნივთებზე ბეჭედი მაშინვე გჭირდებათ).

კიდევ დაგრჩათ კითხვები?
მიმართეთ ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს 🙂 ეს ბმული გამოგადგებათ, მოცემულია ყველა ქვეყნის ადგილობრივი შემოსავლების სამსახურის მონაცემები.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s