მიიღე კომპენსაცია გადადებული და გაუქმებული ფრენისთვის

ფრენა გადაგედოთ? რეისმა დაიგვიანა ან საერთოდ გაუქმდა? მიიღეთ 600€-მდე კომპენსაცია ავიაკომპანიისგან

თუ ფრენა გადაგედოს ან გაუქმდა, ალბათ აუცილებლად გეცნობათ შემხვედრი პრობლემებიც: კიდევ ერთი დაგვიანება მომდევნო ტრანზიტულ რეისზე, ტყუილად გადახდილი ფული სასტუმროში, ნერვები და დრო, რომელსაც წესით დასასვენებლად უნდა იყენებდეთ…

ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, თქვენ ამ პრობლემებისთვის კომპენსაციის მიღების უფლება გაქვთ (თუ თქვენი რეისი ევროკავშირში სრულდებოდა, ანუ ჩაფრენის ან გამოფრენის ტერიტორია ევროკავშირში მდებარეობს).  Continue reading “მიიღე კომპენსაცია გადადებული და გაუქმებული ფრენისთვის”

ბარსელონა ტურისტების რაოდენობის შემცირებას ცდილობს!

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას ეკონომიკისთვის ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ქალაქის ხელისუფლება და მოსახლეობა ცდილობს, რომ ტურისტების რაოდენობა შემცირდეს.
 
სულ ცოტა ხნის წინ ქალაქის ცენტრში სასტუმროების გახსნა შეზღუდეს და აკრძალეს. ამჟამად კი განიხილავენ ტურიზმის მართვის გეგმას 2020″, რომლის მიხედვითაც: Continue reading “ბარსელონა ტურისტების რაოდენობის შემცირებას ცდილობს!”

Tax-Free შოპინგი მოგზაურობისას

ევროკავშირში აუცილებლად შეხვდებით მაღაზიებს, სადაც დიდი სიამაყით არის გამოკრული წარწერა Tax-Free Shopping – გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობა.
გერმანიასა და ბარსელონაში შევნიშნე, რომ უზარმაზარი რიგები იდგა ყოველთვის სალაროსთან, რომელიც tax free საქონელის შესყიდვას აფორმებდა. მე ქვემოთ მოყვანილი პროცედურების გავლა ცოტა დამეზარა, თუმცა თუ შოპინგის აქტიური მოყვარული ხართ, გირჩევთ ეს პოსტი ბოლომდე ჩაიკითხოთ, რჩევები გაითვალისწინოთ და დღგ უკან დაიბრუნოთ.

იცოდით, რომ შოპინგში დახარჯული თანხის 15-25%-ის დაბრუნებაა შესაძლებელი? არც ისე ცოტაა, ხომ?

Tax Free შოპინგი გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ს (დამატებული ღირებულების გადასახადის) თანხის დაბრუნებას.

Continue reading “Tax-Free შოპინგი მოგზაურობისას”