მანქანის დაქირავება – ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთში მოგზაურობისას

მანქანის დაქირავება კარგი საშუალებაა სამოგზაურო ხარჯების შესამცირებლად, როცა დასაფარი მანძილი საკმაოდ დიდია, შესაძლოა რამდენიმე ქვეყანასაც მოიცავდეს და თან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის არც თუ ისე ადვილად ხელმისაწვდომი ადგილის მონახულებას აპირებთ.

ჩვენ საკუთარი მანქანა არ გვყავს. მიზეზი ისაა, რომ ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ (ტალინი) პატარაა, შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი სრულიად უფასო (მხოლოდ ტალინში მუდმივად მცხოვრებთათვის). თუმცა, ქალაქგარეთ, ვიქენდზე გასვლისას, მანქანა ისეთივე საჭირო ხდება, როგორც კომფორტული ფეხსაცმელი ან მსუბუქი ზურგჩანთაა.

თუ რატომღაც ამ რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობას გადაწყვეტთ: ესტონეთი, ფინეთი ან ლატვია, მანქანის დაქირავებაში ჩვენი გამოცდილება დაგეხმარებათ. ავტოლევი მანქანების გაქირავების ვებსაიტია, სადაც ჯერჯერობით მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან არიან კერძო პირები დარეგისტირებულნი და მომხმარებლებს მინიმალურ ფასად სთავაზობენ საკუთარ ავტომობილებს.

ice road.jpg
Ice road – როცა ტბა, მდინარე ან ზღვა იყინება და მანქანით გადაადგილება ხდება შესაძლებელი.

მანქანის დაქირავების პირობები და დადებითი მხარეები:

  • autolevi.ee-ზე რეგისტრაცია სრულიად უფასოა
  • არ გჭირდებათ დეპოზიტის განთავსება
  • გასაქირავებელი მანქანების დღიური ფასი 10 ევროდან იწყება (საიტის საკომისიოს ჩათვლით)  
  • მანქანის ქირავნობის ხელშეკრულება ელექტრონულად ფორმდება
  • საიტზე ყველანაირი გემოვნებისთვის მოიძებნება გასაქირავებელი ავტომობილი
  • მანქანის გამქირავებელი კერძო პირია, რომელიც არ ითხოვს დამატებით თანხებს (კომპანიებისგან განსხვავებით)
  • თუ რამდენიმე ადამიანი მოგზაურობთ ერთად, მაშინ მანქანის დაქირავება კიდევ უფრო იაფი გამოდის და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საწვავის ფასი ბალტიისპირეთში საშუალოდ 1 ევროა, აღმოაჩენთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობასთან შედარებით საგრძნობ ეკონომიას აკეთებთ.
  • გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელია ვიდრე საზ. ტრანსპორტი.
  • გზაში დახარჯული დროის ეკონომია კიდევ ერთი დიდი პლიუსია

რა არის საჭირო მანქანის დასაქირავებლად

  • საიტზე – autolevi.ee რეგისტრაციის გავლა
  • სასურველი მანქანის პოვნა და დაჯავშნა
  • ელექტრონული თანხმობა ონლაინ კონტრაქტზე
  • დაქირავებისთვის საჭირო თანხის გადახდა (მხოლოდ ბარათით, საიტის მეშვეობით. ქეშად არაფერს იხდით)
  • მანქანის მეპატრონესთან შეთანხმება მიმოწერით ან ტელეფონით, სად დაგახვედრებთ ავტოს
  • მანქანის წამოყვანა და შემდეგ დაბრუნება (შესაძლოა ავტომობილის მეპატრონე თვალითაც არ ნახოთ. ჩვენ ერთხელ ისე ვიქირავეთ და დავაბრუნეთ მანქანა შეთანხმებულ ადგილზე, რომ გასაღების მისაცემადაც კი არ გვინახავს პატრონი 😀 ღია დაგვიტოვა მანქანა, გასაღებიც შიგნით ჩატოვებული. ჩვენც ანალოგიურად დავუტოვეთ).
ავტოლევის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ მანქანა იქ უნდა დააბრუნოთ, საიდანაც წამოიყვანეთ. შესაბამისად, ამ ვებგვერდით გაგიჭირდებათ იპოვოთ მეპატრონე/გამქირავებელი, რომელიც დაგთანხმდებათ, რომ მანქანა რიგაში იქირავოთ და ჰელსინკში დატოვოთ 🙂

 

Advertisements

3 thoughts on “მანქანის დაქირავება – ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთში მოგზაურობისას

  1. საინტერესოა..კარგი პირობებია..იტალიაში ვიყავი ახლახანს ოჯახით და გვინდოდა მანქანის დაქირავება, მაგრამ ფეხით და ტაქსით სიარული უკეთესი დარჩა, რადგან ასე უფრო დავათვალიერეთ რომი. თან საწვავიც ძალიან ძვირია და ჩვენც მერე დავრწმუნდით, რომ ქალაქს სხვაგვარად ვერ ვნახავდით, მით უფრო რომში რამენიმე ცენტრალური ქუჩაა სანახავი.

    Like

    1. ერთი ქალაქის სანახავად ნამდვილად არ ღირს მანქანის დაქირავება, მით უმეტეს, თუ სულ რამდენიმე დღით სტუმრობთ. ყოველთვის სჯობს საზ. ტრანსპორტით ან ფეხით “დაიპყროთ”. მით უმეტეს, თუ რომზეა საუბარი, სადაც ტრეფიკი თბილისზე უარესია და თან ფეხით სეირნობისას ყოველ წუთს შეიძლება ლამაზი და საინტერესო აღმოჩენები გააკეთოთ 🙂
      მანქანის დაქირავება იმ შემთხვევაში სჯობს, როდესაც რამდენიმე ქალაქის მოვლას აპირებთ. მაგალითად, რომიდან სადმე სხვაგან რომ წასულიყავით და იტალიის პატარა ქალაქები და სოფლები შემოგევლოთ

      Like

      1. კი ასე გვქონდა დაგეგმილი, ვენეცია–რომი–ფლორენცია და პიზა, მაგრამ ბოლოს გადავიფიქრეთ ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო და ფეხით სიარულით უფრო ვისიამოვნეთ.

        Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s