ინსტაგრამი #გზაში

ბლოგზე წერას ისეთი ინტენსივობით ვერ ვახერხებთ, როგორც საჭიროა ან მინდა, თუმცა საკმაოდ აქტიურად ვიყენებ ბლოგის ინსტაგრამს. მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები აუცილებლად ხვდება ჩვენს ინსტაგრამზე #გზაში

ინსტაგრამზე განთავსებული ფოტოების სრული უმრავლესობა ჩვენს მიერაა გადაღებული სხვადასხვა მოგზაურობებისას.

ბოდიალის დროს ძნელია გამოყო დრო ბლოგზე დასაპოსტად. ასეთ დროს ყველაზე ხშირად გზაში-ს Facebook გვერდსა და ინსტაგრამზე პოსტვა მიადვილდება. მარტივია, გადაღებული ფოტო ატვირთო და ამბავი რამდენიმე წუთში მოყვე. ვიდრე შემოხვიდე საიტზე, დააწყო აზრები, შეარჩიო ფოტოები და სიტყვები და საბოლოოდ გამოაქვეყნო ესა თუ ის ისტორია.

5 მიზეზი, რატომ უნდა გამოგვყვეთ ინსტაგრამზე:

1. რომ გაიგოთ რა უნდა ნახოთ ამა თუ იმ ქვეყანაში

ან პირიქით, არ ნახოთ 😀

3. რომ მიიღოთ საუკეთესო insider tip-ები ჩვენ მიერ აწ უკვე შემოვლილი ადგილების შესახებ

როდის სჯობს ამა თუ იმ ადგილას მისვლა? რითი სჯობს გადაადგილება? როდის არის ფასდაკლება მუზეუმებში… და ა.შ.

3. რომ ნახოთ გამორჩეული ხედები

მართალია, ფოტოგრაფობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ზოგჯერ ისეთი საოცარი ხედები გვხვდება ხოლმე, მეც კი ვახერხებ როგორღაც გიჩვენოთ ის ფერები და საოცარი ხედები, რასაც #გზაში ვაწყდებით.

4. რომ აღმოაჩინოთ საუკეთესო ადგილები სხვადასხვა ქვეყნებში კვებისთვის

უმეტესად დაბალფასიან და გემრიელ საკვებ ადგილებს ვეძებთ ხოლმე. იშვიათად ვართ fancy რესტორნების განწყობაზე, მაგრამ ყველანაირ გამოცდილებას სიამოვნებით გაგიზიარებთ/

5. რომ იპოვოთ ინსპირაცია და ახალი დანიშნულების ადგილი მოგზაურობისთვის <3

და რა თქმა უნდა, უბრალოდ შეძლებთ დაათვალიეროთ ჩვენთან ერთად ლამაზი ადგილები, სადაც ჯერ არ ყოფილხართ…

კიდევ ერთი რამ: შეგიძლიათ, რომ მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს დაურთეთ ჰეშთეგი #გზაში ან #gzashi და თქვენის ნებართვით, შესაძლოა გადავიტანოთ ჩვენთან რეგრამით 🙂

თუ ჩამოთვლილი მიზეზებიდან 1 მაინც მისაღებია, აგვედევნეთ და ჩვენთან ერთად ათვალიერეთ სხვადასხვა ქვეყნები.

გამოგვყევით ინსტაგრამზე

დააჭირეთ აქ – Instagram <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *