ფიგუერესი, სალვადორ დალის მუზეუმი

ჯირონაში ორ დღიანი ბოდიალის შემდეგ გეზი კიდევ უფრო პატარა ქალაქ ფიგუერესისკენ ავიღეთ, რომელიც ესპანეთის შორეულ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, საფრანგეთის საზღვართან ახლოს  მდებარეობს. ალბათ რომ არა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ადამიანი – სალვადორ დალი, ეს ქალაქი სხვებისგან არაფრით გამორჩეულად დარჩებოდა. ფიგუერესი იმდენად პატარაა, ქალაქის ღირსშესანიშნაობების რუკაზე, რომელიც საინფორმაციო ცენტრში უფასოდ მოგვცეს, ცოტა დიდი საჩრდილობლებსაც კი ცალკე აღნიშნულს ნახავთ. აი ისეთებს, ჩვენთან ეზოებში კაცები რომ დომინოს ურახუნებენ მის ქვეშ 😀

ბარსელონა – ჯირონა – ფიგუერესი; მგზავრობა:

ჯირონადან ფიგუერესამდე ჩასასვლელად მატარებლის ბილეთი დაგჭირდებათ, რომელიც დაახლოებით 4 ევრო ღირს და 40 წუთი მგზავრობა მოგიწევთ. ბარსელონადან კი 2 საათი და 12 ევრო დაგჭირდებათ 1 ადამიანზე. მატარებლის სადგური ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. თუ სალვადორ დალის მუზეუმს არ ჩავთვლით, ეს ქალაქი მართლაც, რომ ვერაფრით დაიკვეხნის. ცენტრალური ნაწილის ფეხით შემოვლას ალბათ 1 საათიც არ დასჭირდება, რომელსაც რამდენიმე ორიგინალური ქანდაკება და ცენტრალური სკვერი ამშვენებს. სამხრეთული მზისა და თურქული საშაურმეებიდან გამოსული ცხიმის სუნი ქუჩებში ერთმანეთს ერევა და უცნაურ სინთეზს ქმნის, თუმცა რამდენიმე წუთიანი სეირნობის შემდეგ სალვადორ დალის სახლ-მუზეუმის ფასადის ბარელიეფი ყველაფერს დაგავიწყებთ.

img_3187

 

დალის მუზეუმი

ბილეთების რიგში დგომა შეიძლება 1 საათი ან მეტიც მოგიწიოთ, მაგრამ შიგნით შესვლის შემდეგ მიხვდებით, რომ ეს ამად ღირდა. არ გავბედავ მუზეუმის დაწვრილებით აღწერას, ეს აუცილებლად თქვენი თვალით უნდა ნახოთ!
დალის თეატრ-მუზეუმის ბილეთი  14 ევრო ღირს, სამუშაო საათებს და სხვა დეტალებს კი ამ ლინკზე ნახავთ
მუზეუმი ისეთივე ექსცენტრულია, როგორც თავად სალვადორი. ყველაფერში იგრძნობა მისი უსაზღვრო ნიჭი და ორიგინალური ხედვა. შენობა მომრგვალებულია, რამდენიმე სართულიანი. მუზეუმის დათვალიერება ეზოდან დავიწყეთ და თითოეული ოთახი მოვიარეთ. საკმაოდ დიდი და დამღლელი გზაა, მაგრამ საშინლად სასიამოვნოც.

სალვადორის დალის მუზეუმი – ფოტოები

 

მუზეუმში განთავსებული ყველა ექსპოზიცია უტყვად მოძრაობს და სუნთქავს. ვფიქრობდი, რამდენ საოცარ ექსპოზიციას შექმნდა, თანამედროვე სამყაროში რომ ეცხოვრა.

მუზეუმი ასევე იცავს ელ გრეკოს და სხვა მნიშვნელოვანი მხატვრების ნამუშევრებსაც. არ გამოტოვოთ დალის სიურეალისტური სამკაულების გამოფენა, რომელიც ასევე საკმაოდ შთამბეჭდავია და მუზეუმის ბილეთის ფასში შედის. მიუხედავად იმისა, რომ ცალკე შენობაში მდებარეობს.

 

შუადღე გადასული იყო და დაბინდებას იწყებდა როდესაც მუზეუმიდან გამოვედით, დრო იყო ესპანურად წაგვეხემსებინა და გეზი ბარსელონასკენ აგვეღო. როგორც უკვე გითხარით, ფიგუერესიდან ბარსელონაში ასევე შეგიძლიათ მატარებლით მოხვდეთ, რომლის ღირებულება საშუალოდ 12 ევროა. მგზავრობისას პატარა ესპანურ სოფლებზე გადაშლილი პანორამები კი მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მოგცემენ.

იხილე ნაწილი პირველი აქ: ჯირონა – ესპანური ზაფხული, ლანისტერები და სატახტოთა თამაშები


Advertisements

One thought on “ფიგუერესი, სალვადორ დალის მუზეუმი

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s