ჯირონა – ესპანური ზაფხული, ლანისტერები და სატახტოთა თამაშები

ჯირონა და ფიგუერესი ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, კოსტა-ბრავაში მდებარე ორი ქალაქია, რომლებსაც ამ ზაფხულს ვესტუმრეთ. ორივე ძალიან ლამაზი და must see ქალაქებია, ამიტომ მათ შესახებ ცალ-ცალკე პოსტებში მოგიყვებით. ამ პოსტში ჯერ მხოლოდ ჯირონას შესახებ მოგითხრობთ.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ხანგრძლივი ქექვის, სასტუმროების თვალიერების, ფრენებისა და ტრანსფერების შემოწმების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ზაფხულის შვებულება ესპანეთში გაგვეტარებინა. პირველი, რასაც ყოველთვის ვამოწმებთ, ეს ავიაბილეთის ფასებია. რაშიც ამჯერად ნამდვილად გაგვიმართლა და ტალინი-ჯირონას ფრენა რაინეარით სულ რაღაც 40 ევროდ ვიყიდეთ, თანაც ივლისის თვეში. ჯირონა ბარსელონადან ავტობუსით 1 საათის და 15 წუთის სავალზე მდებარეობს. კატალონიელები Girona-ს ჯირონად მოიხსენებიენ, სხვები კი ხირონად. ჩვენი მასპინძელი კატალონიელი გახდათ, ამიტომ ჩვენც ყური ჯირონას შევაჩვიეთ.

ჩვენი გეგმა მოიცავდა პირველი ორი დღის ჯირონაში გატარებას, მესამე დღეს დილით ფიგუერესში ჩასვლას და სალვადორ დალის მუზეომის დათვალიერებას, რის შემდეგაც კი საღამოს გეზი ბარსელონასკენ უნდა აგვეღო.

აეროპორტი:

ჯირონას აეროპორტი ისეთი დაბალფასიანი ავიაკომპანიებისთვისაა მიმზიდველი, როგორიცაა რაინეარი, ტრანსავია და ა.შ. აეროპორტის საიტზე მითითებულია ვიზეარიც, თუმცა ვიზ ეარის ვებ საიტზე აღარ იძებნება დანიშნულების ადგილად ჯირონა, რაც იმას ნიშნავს, რომ ალბათ ფრენა შეწყდა ან სეზონურია, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე საკურორტო ქალაქებში ან ქვეყნებში ფრენებისას.

მგზავრობა (აეროპორტი-ჯირონა-ბარსელონა):

ჯირონადან შეგიძლიათ ავტობუსით პირდაპირ ბარსელონაში წახვიდეთ, თუ ქალაქის მონახულებას ან დარჩენას არ გეგმავთ. ბილეთის ფასი ერთ გზაზე 16 ევროა, ორ გზაზე 25 და შეძენა ადგილზევე შეგიძლიათ (sagales.com). ჩვენ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრალურ სადგურამდე ავიღეთ ბილეთი, რომელიც 2,75 ევრო ღირდა და გზას დაახლოებით 25-30 წუთი დასჭირდა.

სად დავბინავდეთ:

ტრანსფერის შემოწმების შემდეგ იწყება ყველაზე რთული მომენტი, სასურველი სასტუმროს სასურველ ფასად პოვნა. როგორც მოგვიანებით აღმოვაჩინეთ ესპანეთში სასტუმროების ფასები ზაფხულში სამჯერ-ოთხჯერ მატულობს და არნახულ ციფრებამდე ადის 😦 ჩვენც ბევრი არ გვიფიქრია და ნაცად Airbnb.com-ს მივმართეთ დასახმარებლად, სადაც დაახლოებით ორჯერ გაძვირებული ფასები დაგვხვდა (P.S. თუ ამ ლინკიდან დარეგისტრირდებით ეარ ბიენბიზე, საჩუქრად თქვენც და მეც 19 ევროს მივიღებთ საიტისგან). ბევრი ძებნის შემდეგ ჯირონაში ოთახი ორ ადამინაზე ორი ღამით 56 ევროდ ვიქირავეთ. ქალაქი არცისე დიდია, ამიტომ ცენტრიდან ოდნავ მოშორებით ბინის შერჩევაზეც ნუ იყოყმანებთ.

რა უნდა ვნახოთ ჯირონაში:

“Shame! Shame! Shame!“ ალბათ გახსოვთ სერსეი ლანისტერის ეპიზოდი სამეფო კარის თამაშებიდან, როდესაც შიშველს შემოატარეს ქალაქი. შეიძლება გაგიკვირდეთ აქ რა მოსატანიაო, მაგრამ სწორედ ჯირონაში გადაიღეს ამ ეპიკური ტელესერიალის მე-6 სეზონის ძირითადი ნაწილი, რაც ქალაქს კიდევ უფრო მეტ ინტრიგას სძენს.

got.jpg

ამ პატარა ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას მისი ძველი ნაწილი წარმოადგეს, რომლსი დათვალიერება ერთ დღეში სეირნობით შეგიძლიათ. მთაზე გაშენებულ სახლებს შორის ვიწრო ქუჩებსა და საფეხურებზე სიერნობის, ქალაქის გალავნის შემოვლის, ებრაული უბნის სტუმრობის, ძველი აბანოს მონახულების და მთავარი კათედრალის სტუმრობის შემდეგ სერიალის მონაწილეები გვეგონა თავი და ყველა კუთხეში დაბრმავებული არია სტარკის გამოჩენას ველოდით.

This slideshow requires JavaScript.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ძველი ნაწილი არც ისე დიდია და არც ჩვენ ვცხოვრობდით ცენტრიდან შორს, ჯირონას ფეხით შემოვლას მაინც მთელი დღე და 15 კმ-ის გავლა დასჭირდა 😀

კვება:

რესტორნებში ცალ-ცალკე აქვთ ჩვეულებრივი და ტაპას-ების მენიუ. ტაპას ესპანეთში ეძახიან ყველანირ სნექს, რაც შეიძლება სასმელს მიაყოლო. რესტორნების ქსელი König ყველაზე რეკომენდირებულია სადილისთვის, ძველი ქალაქის ნაწილში რამდენიმე ადგილას აქვთ ფილიალი, ძალიან გემრიელად ამზადებენ და ფასებიც ყველაზე მისაღები აქვთ. არ დაგავიწყდეთ ქალაქის ახალ და ძველ ნაწილებს შორის დამაკავშირებელ ხიდებზე ფოტოების გადაღება, როდესაც პანორამად გალავნის ფონზე ჩამწკრივებული ფერადი სახლები გადაგეშლებათ.

girona1

იხილეთ ნაწილი მეორე აქ: ფიგუერესი, სალვადორ დალის მუზეუმი

Advertisements

3 thoughts on “ჯირონა – ესპანური ზაფხული, ლანისტერები და სატახტოთა თამაშები

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s