7 უფასო და ძალზედ გამოსადეგი აპლიკაცია მოგზაურებისთვის

რამდენიმე თვის წინ მოგზაურობისთვის გამოსადეგი და საჭირო აპლიკაციების სია შემოგთავაზეთ. გაგაცანით ისეთი საბაზისო საიტები და უფასო აპლიკაციები, როგორიცაა skyscanner, Airbnb… სიაში შეხვდებოდით კემპერებისთვის ან ავტომობილით მოგზაურთათვის საჭირო აპებს, ან ისეთი გასართობსა და უცენზუროებს, როგორიც სვეარპორტია და უამრავ ენაზე გინებებს მოიცავს 😀

გადავწყვიტე სია გამემდიდრებინა და რამდენიმე საჭირო და უფასო აპლიკაცია შეგმატეთ:

  • hopper – ჰოპერი

ფრენის ფასების ძებნას აურაცხელი ვებგვერდი და აპლიკაცია გვთავაზობს. რითი სჯობს მათ ჰოპერი? ჰოპერი ითვლის როდის სჯობს ფრენისთვის ავიაბილეთების შეძენა. ზამთარში გეგმავთ გამგზავრებას? როდის სჯობს იყიდოთ ბილეთები ზაფხულში თუ შემოდგომაზე?

აპლიკაციას უზარმაზარი მონაცემთა ბაზა აქვს, რომელიც ტრილიონობით ფრენის ფასების და მონაცემების დამუშაოვების შედაგად მიიღო. ამ მონაცემებს კი თქვენთვის სასურველი ფრენის ფასების სწორად დასამუშავებლად იყენებს. ძებნაში თარიღების შეყვანის შემდეგ აპლიკაცია 95%-ის სიზუსტით გამოთვლის როდისაა ყველაზე ხელსაყრელი, რომ სასურველ თარიღებზე ფრენა იყიდოთ. ის შემოგთავაზებთ ვარიანტად დალოდებას, თუ წინა წლების მონაცემებზე დაყრდნობით ნახავს, რომ შესაძლოა მალე გაიაფდეს ფასები და ა.შ. დალოდების რეჟიმის შემოთავაზებისას, თქვენ შეგეძლებათ შეინახოთ ეს მონაცემები და აპლიკაცია შეგატყობინებთ, როცა ყიდვისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო დადგება. Seems pretty useful. ალბათ ხშირად გამოვიყენებ.

ჰოპერი ეფლის, ბაზფიდის, ნიუ იორკ თაიმსის, თაიმის და სხვა მრავალი ტაბლოიდისა თუ კომპანიის მიერ წლის აპლიკაციად დასახელდა 2015 წელს.

gzashi.gif

ზურგჩანთის მოკიდებამდე ჩექლისთი უნდა გააკეთო, ჩაბარგდე და გზას მერე გაუდგე. თუ არ გინდა ჩალაგებისას რამე გამოგრჩეს და დამხვედრი კლიმატისთვის მზად იყო, ფექფოინთი დაგეხმარება.

აპლიკაცია თქვენს ნაცვლად შეამოწმებს მოსალოდნელ ამინდს დანიშნულების ადგილას, მოინიშნავს საჭირო ნივთებს იმის შესაბამისად ბავშვთან ერთად მოგზაურობთ თუ არა, ცურვა მოგიწევთ თუ ჰაიკინგი… მოკლედ, ისღა დაგრჩენიათ უბრალოდ მიჰყვეთ აპის ინსტრუქციას და არაფერი გამოგრჩებათ ჩაბარგებისას.

packing

  • FLIO – ფლიო

სუპერგამოსადეგი აპლიკაცია ხანგრძლივი ან ტრანზიტული რეისებისას.

თუ აეროპორტი ძალიან დიდია, ან ცოტა ადრე მიხვედით, ან სულაც რამდენიმე საათიანი ტრანზიტი გაქვთ, ფლიოზე უკეთეს მეგობარს მგონი ვერ იპოვით 🙂 აპლიკაცია მოძებნის აეროპორტში უფასო ვაიფაის, მოძებნის შტეფსელს დამჯდარი ტელეფონისთვის ან გასართობ კუთხეს ბავშვებისთვის. სულაც ყველაზე მოკლე გზას თქვენი გეითიდან ტუალეტამდე ან მოსაწევ ადგილამდე 😀 (სუპერგამოსადეგი ფუნქცია უზარმაზარ აეროპორტში რომ არ დაიკარგოთ). კიდევ ერთი დიდი პლიუსი: ლაუნჯი. ფლიოს დახმარებით აეროპორტის სხვადასხვა მოსასვენებელ ადგილებიც იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი.
აქვე: ლაუნჯების ძიებაში აპლიკაცია Loungebuddy-ც დაგეხმარებათ: ის შეძლებს და მოგიძებნით მოსასვენებელ ადგილებს მსოფლიოს ნებისმიერ აეროპორტში, დაგითვლით ფასს და ა.შ.

flio-app-starbucks

მგზავრობისას სპორტული აღჭურვილობის ტარება არც ისე იაფი და მოხერხებულია. ეს აპლიკაცია კი საშუალებას მოგცემთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იპოვოთ ადამიანები რომლებიც აქირავებენ კემპინგის, ჰაიკინგის ან სხვა ნებისმიერი აქტივობისთვის საჭირო აღჭურვილობას.

%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%ad%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90

მართალია სონგქიქი მთლად სამოგზაურო აპლიკაცია არაა, მაგრამ ძალზედ გამოსადეგია, როცა უცხო ქვეყანაში იმყოფებით და გსურთ, გაიგოთ რა ღონიძიებები ტარდება იმ პერიოდში ამა თუ იმ ლოკაციაზე.

 

და ბოლოს, კიდევ 2 აპლიკაციაზე ძალიან მოკლედ:

  • bringFido – თუ ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობის მოყვარული ხართ, აპლიკაცია გამოსადეგი რჩევებით დაგეხმარება: სად სჯობს დარჩენა, სეირნობა თუ გართობა… სად იპოვით უცხო ქალაქში საკვებს თუ სტილისტს თქვენი ძაღლისთვის 🙂 მოკლედ, ყველაფერი ოთხფეხებისთვის.
  • Happycow – მოგზაურობისას სხვადასხვა ქალაქებში ვეგეტარიანულ-ვეგანური საკვები დაწესებულებების პოვნაში დაგეხმარებათ.

იმედია ჩამოთვლილი აპლიკაციები დაგეხმარებათ უკეთ დაგეგმოთ თქვენი თრიფები ^_^

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s