უფასო ინტერნეტის რუკა მთელი მსოფლიოს აეროპორტებიდან

📶 რუკა, სადაც დატანილია Wi-Fi-ს ზუსტი ადგილმდებარეობი და პაროლები მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ყველა აეროპორტიდან! 📶
რუკა მოგზაურმა ბლოგერმა, ანილ პოლატმა შექმნა. ის ყოველდღიურად განახლებადია, რადგან ინფორმაციის წყარო ჩვეულებრივი მოგზაურები არიან.

რუკა ასევე ხელმისაწვდომია სხვადასხვა მოწყობილობებისთვის აპლიკაციების სახით: App Store, Google Play, და Amazon.

აეროპორტების უმრავლესობაში ვაიფაი რამდენიმე საათით მაინც არის უფასოდ ხელმისაწვდომი, მაგრამ ზოგიერთ აეროპორტს საერთოდ არ აქვს უფასოდ თანამედროვეობის ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა. რამდენიმე საათითაც კი! მე თუ მკითხავთ, ინტერნეტი ალბათ ყველაზე მეტად აეროპორტში უქმად რომ ვზივარ, მაშინ მჭირდება.

რამდენიმე საათიანი ტრანზიტი ათათურქის აეროპორტში და უინტერნეტობა – ამ პრობლემის მოგვარებაში ანილის შექმნილი რუკა ნამდვილად დაგეხმარებათ.

მოკლედ, გამოიყენეთ და მადლობა შეუთვალეთ ადამიანს, რომელმაც ფაქტობრივად ჩვენი უფლებები აღადგინა 😀

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *