როგორ უნდა მოიქცეთ ბარგის დაკარგვის შემთხვევაში

Lost-Luggage-Found-20-Years-Later-Videoმოგზაურობისას ზოგჯერ არასასიამოვნო სიურპრიზი შეიძლება შეგემთხვეთ. ბარგის დაკარგვას ან დაზიანებას ვგულისხმობ. დგახარ ბარგის მიმღებ პუნქტთან, ელი, ელი… ყველა სხვა ჩემოდანი გამოდის მოძრავ ბილიკზე, შენი კი არ ჩანს… 😦 გამოგიცდიათ ეს გრძნობა? თუ არა, გისურვებთ, არც გამოსცადოთ 😀

განაცხადი

ბარგის დაკარგვის შემთხვევაში პირველი, რაც უნდა გააკეთოთ ისაა, რომ მიმართოთ აეროპორტის “დაკარგული ბარგის განყოფილებას” და გააკეთოთ ოფიციალური განაცხადი.

მოძიების პროცესი

უმეტეს შემთხვევაში ავიაკომპანია რამდენიმე საათში ახერხებს იპოვოს თქვენი ბარგი და დაგიბრუნოთ. ტრანზიტული ფრენისას ხშირია შემთხვევები, როცა ჩანთას შეცდომით სხვა თვითმფრინავში ტვირთავენ და სხვა ქვეყანაში გზავნიან 😀 ასეთ დროს რამდენიმე საათში თქვენს ჩანთას უვნებელს დაიბრუნებთ, უბრალოდ მას კიდევ ერთი გრძელი გზის გაკეთება მოუწევს თქვენამდე.

ბარგის თრექინგი34353_EN_lg_luggageDelayed

იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ისეთი შემთხვევა, რომ ბარგი რამდენიმე დღე ან კვირა არ ჩანს. ასეთ დროს დაკარგული ბარგის მოსაძიებლად ეს ბმული გამოგადგებათ. ბარგის ნომრისა და თქვენი გვარის მითითების შემთხვევაში შეგეძლებათ ჩანთის “თრექინგი”.

ზარალის ანაზღაურება

ავიაკომპანიას 2 თვე აქვს ჩანთის მოსაძიებლად, ამის შემდეგ უკვე გაქვთ უფლება მოითხოვოთ ზარალის ანაზღაურება. ავიაკომპანიების უმეტესობას აქვს “მაქსიმუმი ზღვარი”, რისი მოთხოვნაც შეგიძლიათ თქვენი ჩანთისთვის. დიახ, შესაძლოა თქვენთვის ის ნივთები, რაც შიგნით გედოთ შეუფასებელია, მაგრამ ავიაკომპანია მას მაქსიმუმ რამდენიმე ასეულ ევროდ შეაფასებს სავარაუდოდ.

დაზიანებული ბარგი

125_1_Damaged-and-Delayed-Delivery-of-Baggage

თუ ჩანთა დაზიანებული ჩამოგივიდათ, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა ასეთ დროსაც შეგიძლიათ. 1000 მგზავრზე დაახლოებით მხოლოდ 3 აკეთებს დაზიანებულ ბარგზე განაცხადს. ნუ დაგეზარებათ, ეს სამომავლო საქმეა. 🙂 დაზიანებულ ბარგზე განაცხადების ოდენობის ზრდა ავიაკომპანიებს ნამდვილად წაადგებათ, რომ პრობლემა დაინახონ.
P.S. პატარა რჩევა: ფრენამდე, სანამ ბარგს ჩააბარებთ, გირჩევდით მას გარედან სურათი გადაუღოთ ყოველი შემთხვევისთვის. დაზიანების შემთხვევაშიც გამოგადგებათ და დაკარგვისას უფრო მარტივად აუხსნით შესაბამისი განყოფილების და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს, როგორ გამოიყურება თქვენი შავი ჩანთა 😛
 
Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s