TOP 15 ტიპის ფოტო, რომელსაც მოგზაურობისას გადაიღებთ

რა არის მოგზაურობა ფოტოების გარეშე? ერთი ორჯერ თუ არ ჩააჩხაკუნე ფოტოაპარატი ან თუნდაც ტელეფონი და სამომავლო მოგონებებისთვის არ შეინახე? 😀

ზოგადად, მოგზაურობისას ფოტოების გადაღება, გადარჩევა, დახარისხება, დამუშავება, ატვირთვა – ცალკე უზარმაზარი საქმეა, მე თუ მკითხავთ. ხშირად ეს “გადარჩევა/დახარისხება/დამუშავება” ეტაპები გვეზარება და პირდაპირ ვტვირთავთ სოციალურ ქსელებში 😀 (1 ალბომი მაქვს სავსე მასე უაზრო ფოტოებით. ვიფიქრე მერე გადავარჩევ-მეთქი და დამეზარა, რა თქმა უნდა. ვერა და ვერ დადგა ეს მითიური “მერე”)

ამ პოსტში ყველაზე, ყველაზე გავრცელებულ ფოტოებზე ვისაუბრებ.
and yeah, I have done it too 😀 ALL of it 😀

  1. ცაში გადაღებული თვითმფრინავის ფრთა
fly
თუ მსგავსი ფოტო არ გაქვთ, დროა გადაიღოთ 😀 ეს ყველაზე გავრცელებული სამოგზაურო ფოტოა მსოფლიოში. ეს კონკრეტული პირველი ფრენისას გადავიღე, სადღაც სტამბულის თავზე მგონი. უხარისხობის ზეიმია, მაგრამ ღირდა 😀

2. #sunset #nofilter

10688115_878980322112910_5211284692083269433_o
ფოტო გადაღებულია სანდორინზე – ამბობენ, რომ აქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად ჩადის მზეო. მომეწონა, გადავიღე, გამოვფინე 😀 ასე იქცევა მოგზაურთა უმეტესობაც 🙂 sunset ძალზედ პოპულარულია ტურისტებს შორის :)))

3. ქვიშაზე წარწერები

i-love-you-writing-sand-hd-walls-300x250
თუ ქვიშიან სანაპიროზე მოხვდი, დაწერე რამე. ასეთი დაუწერელი წესი არსებობს მგონი 😀 მეც მაქვს რაღაც მსგავსი წარწერის ფოტო, მაგრამ ახლა ვერ ვიპოვე 😀

4. ე.წ. hot-dog legs

hot dog legs
been there, done that 😀 ყველანაირ სანაპიროზე 😀

5. food porn

Pizza-Cones-Recipe.jpg
ლამაზ საკვებს თუ ფოტო არ გადაუღე, რაა მამული? ^_^ მით უმეტეს, თუ რომში პიცას მიირთმევ, ბრიუსელში ვაფლს… ან სულაც რაიმე უცხოს და განსხვავებულს. 

6. ღირსშესანიშნაობები

ბერ
პიზის კოშკის გადახრის და ეიფელის ხელში დაჭერის მცდელობიდან  დაწყებული, ნებისმიერი ღირსშესანიშნაობის წინ მდგარი უაზრო ფოტოებით დასრულებული – ამ კატეგორიაში მოიაზრეთ. რად გვინდა? სხვებს არაფერს არგებს, მაგრამ მე ამ ხიდს, ფოტოს გადაღების მომენტს და სიცილებს მახსენებს ^_^

7. სელფის ჯოხით გადაღებული ფოტოები

12604699_1187706541240285_6374376588919728949_o.jpg
მას მერე, რაც გიოს გოუპრო აქვს, მსგავსი ფოტოები ჩვენს ალბომებშიც მრავლადაა 😀 სელფი სთიქი კომფორტულია, გემრიელი, ცოტა მოშტეროც, but still – I like it 😀

8. ჰაერში ამხტარი ფოტოები

jump.jpg
მგონი ეს ერთადერთია ამ ჩამონათვალიდან, რაც არ გადამიღია, მაგრამ ნიუს ფიდში მხვდება ხოლმე ხშირად 😀 

9. აეროპორტში, უმეტესად ტრაზიტისას გადაღებული ფოტოები

1052562_633832629961015_336122310_o.jpg
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კატეგორია 😀 რა უნდა აკეთო აეროპორტში რამდენიმე უსაქმო საათის გასაყვანად? სწორია, უაზრო ფოტოები უნდა გადაიღო 😀 

10. სტარბაქსის ყავა 😀

A-cup-displaying-the-Starbucks-Coffee-logo.jpg
ერთგვარი მოვალეობასავითაა 😀 თუ ისეთ ქვეყანაში ხარ, სადაც სტარბაქსი მოიპოვება, უნდა შეხვიდე, იყიდო. მერე ფოტო გადაუღო შენს (დიდი ალბათობით) არასწორად დაწერილ სახელს და ატვირთო სადმე 😀 ჰო, ალბათ იმიტომ ვიქცევით ასე, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს საქართველოში. 

11. ტრამვაი

ტრამ.jpg
ტრამვაები და ზოგადად, საზ. ტრანსპორტი ასევე პოპულარული ტრენდია :)) ყველაზე ხშირად მაინც სტამბულის ეს მოცუცქნული ტრამვაი შეგხვდებათ ალბათ feed-ში. ცალკე კატეგორიად აღარ გამოვყოფ და აქვე აღვნიშნავ მეტროთი გაოცებულ საზოგადოებასაც.  P.S. მეტროს ზოგიერთი სადგური მართლაც აღნიშვნის ღირსია ხოლმე 😛

12. ქუჩის მუსიკოსები

ამ კონკრეტულს კატეგორიას ვიდეოდ შემოგთავაზებთ, თუმცა ქუჩის მუსიკოსების ან მსახიობების ფოტოებიც კიდევ ერთი ტრენდია travel “ფოტოგრაფიაში” :))

13. follow me

follow-me-murad-osmann-24
Nope, არც ეს გადამიღია არასდროს. არადა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრენდია 🙂 Thanks to Murad Osmann

14. street arts

NobodyLikesMe.jpg
უცხო ქალაქში გაბნეული, უცნობი ავტორების ნამუშევრების აღმოჩენაც გვიყვარს ტურისტებსა და მოგზაურებს 🙂

 

15. შორიდან გადაღებული, დაბურული, მინით დაცული ხელოვნების ნიმუშები 😀

MonaLisa-Alamy-tout.jpg
არაფერი რომ არ ჩანს, ხალხის თავები ეფარება… დამცავი მინის გამო სურათი მით უმეტეს საშინელი გამოდის, მაგრამ… 😀 ერთი მასეთი ფოტო მაქვს: პიეტა გადავიღე ვატიკანში. ისეთი ლამაზია, ისეთი ცოცხალი და ემოციური Live-ში და ამ დროს ფოტოზე საშინელება :)) 

თუ რამე გამომრჩა, დამიმატეთ კომენტარებში 😀 ^_^

 

Advertisements

4 thoughts on “TOP 15 ტიპის ფოტო, რომელსაც მოგზაურობისას გადაიღებთ

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s