როგორ AR უნდა მოვიქცეთ სხვა ქვეყნებში

ყველა ქვეყანას თავისი წეს-ჩვეულებები აქვს და სადაც მიდიხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო, მე თუ მკითხავ კაცი 🙂

ჩამონათვალი, როგორ არ უნდა მოვიქცეთ უცხო ქვეყანაში ტურისტად ყოფნისას 🙂იტალია

 

  • ნუ გამოიყენებთ ხელებს სადილისას. დიახ, პიცის ნაჭრის ხელით ჭამა უფრო კომფორტულია, ვიდრე დანა-ჩანგლით, მაგრამ იტალიაში ხელით ჭამა უზრდელობად მიიჩნევა. (yeah, I know. მეც გამიკვირდა 😀 )Capture
  • ნუ გამოიყენებთ ამ ჟესტს. როკი არაფერ შუაშია, უბრალოდ იტალიაში ამ ჟესტით მეორე პირს მიუთითებთ, რომ მეუღლე მისი ერთგული არაა 😀 იგივე დამოკიდებულება აქვთ ამ ჟესტისადმი ბრაზილიაში, ესპანეთში, კუბაზე, არგენტინასა და კოლუმბიაში
  • ნუ იტყვით უარს შეთავაზებულ საჭმელზე, ეს ოჯახის უპატივცემულობად ითვლება

გერმანია

  • არასდროს გამოიყენოთ ნაცისტური მისალმების ჟესტი ან რაიმე მსგავსი, თუნდაც ხუმრობდეთ. ფაშიზმთან ასოცირებული ნებისმიერი რამ არამხოლოდ უზრდელობად მიიჩნევა, არამედ კანონთანაც შეგიქმნით პრობლემას
  • ნუ მიუტანთ გერმანელს გერმანულ ღვინოს საჩუქრად. თურმე გერმანიაში წარმოებული ღვინის ჩუქება ნიშნავს, თითქოსდა არ ენდობით აქაური ღვინის ხარისხსს. უცნაურია 😀 მოკლედ რომ ვთქვათ, სასურველია სხვა ქვეყნის წარმოებული ღვინო მიიტანოთ საჩუქრად გერმანულ ოჯახში სტუმრობისას. მაგალითად, ქართული 😀

ჰოლანდია

  • ნუ ივლით ველოსიპედის ბილიკებზე!!!!

ავსტრია

  • ნუ დატოვებთ პასპორტს სასტუმროში ან სადმე. თუ ავსტრიელი არ ხართ, აქაური კანონის მიხედვით, პასპორტი მუდმივად თან უნდა გქონდეთ. მართვის მოწმობა ან ID ბარათი არ გამოგადგებათ პიროვნების იდენტიფიცირებისთვისpassport

შვეიცარია

  • ნუ აჩუქებთ შვეიცარიელს ბასრ საგანს: დანას, მაგალითად. მსგავსი საგნის ჩუქება თურმე შვეიცარიაში მეგობრობის დასასრულს ნიშნავს
  • ფრთხილად იყავით ყვავილების საჩუქრად შერჩევისასაც. წითელი ვარდები რომანტიულ ურთიერთობაზე მიანიშნებს, თეთრი ლილიები კი მხოლოდ დაკრძალვებისთვისაა განკუთვნილი. ამასთან, თაიგულში ყვავილების ოდენობა აუცილებლად კენტი უნდა იყოს.

არაბეთის გაერთიანებული ემირატები

  • არ დალიოთ ალკოჰოლი გარეთ, საჯაროდ, ღია სივრცეებში. სმა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნაც კი დანაშაულად ითვლება ემირატებში. აბუ დაბიში დალევა 18 წლის ასაკიდან პირთათვისაა დაშვებული, ისიც სპეციალურ, ლიცენზირებულ ადგილებში, დუბაიში კი მხოლოდ 21 წლის ასაკიდან შეგიძლიათ ალკოჰოლის შეძენა
  • საპირისპირო სქესის ადამიანთან სასტუმროს ნომერში ცხოვრება, თუ დაქორწინებულები არ ხართ, დანაშაულია. საჯარო სექსისთვის კი საერთოდ გაგასამართლებენ და დაგადეპორტებენ. საჯარო ადგილებში კოცნაც არაა მიღებული. ასე რომ ფრთხილად იყავით გრძნობების გამოვლენისას 🙂
  • ელექტრო სიგარეტს აქ არ სცნობენ, საზღვარზე ელ.სიგარეტის გადატანის მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის.
  • ემირატებში ჩაცმულობასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. საცურაო კოსტიუმი მხოლოდ სანაპიროსა და აუზებზეა მისაღები. საჯარო ადგილებში, მაგალითად, შოპინგ ცენტრში, სასურველია ქალბატონებს მხრები და ფეხები მოშიშვლებული არ ჰქონდეთ.

24-Visit-Abu-Dhabi-Home-Page-2014

ბარბადოსი Capture

  • აკრძალულია კამუფლიაჟის ტიპის ტანსაცმლის ტარება, ბავშვებისთვისაც კი. ასე რომ თქვენი საყვარელი მაისურის შინ დატოვება მოგიწევთ

ახალი ზელანდია

  • ნუ აურევთ ახალ ზელანდიელებს ავსტრალიელებში. აქაურს დიდ შეურაცხყოფას მიაყენებთ, თუ მისი აქცენტის გამო ავსტრალიელთან გააიგივებთ

ჩილე

  • ნუ გამოიყენებთ ხელებს ჭამისას. იგივე წესია რაც იტალიაში. ბურგერის ან ფრის ჭამის დროსაც კი დანა-ჩანგლის ხმარება მოგიწევთ, თუ არ გინდათ, რომ ადგილობრივებმა უზრდელად ჩაგთვალონ

იაპონია

  • ნუ ჩაეხუტებით იაპონელებს, განსაკუთრებით უფროსი ასაკის ხალხს. ეს მათ საშინელ დისკომფორტს შეუქმნის და უხერხულობაში ჩააგდებს
  • ნუ დაუტოვებთ ჩაის მომსახურე პერსონალს, ეს აქ მიღებული არაა. მათ შორის, არც საკვებ დაწესებულებებში

01 Chinese Umbrellas.jpg

ჩინეთი

  • ნუ მოითხოვთ ჩაისთვის რძეს. ჩინელი მასპინძლისთვის დიდი შეურაცხყოფა იქნება, თუ მირთმეულ ჩაიში რძეს ჩაასხამთ.
  • იაპონიის მსგავსად, აქაც მიუღებლად ითვლება მისალმებისას ჩახუტება ან გადაკოცნა, თუ რა თქმა უნდა, კარგად არ იცნობთ
  • ნუ აჩუქებთ ჩინელს საათს ან ქოლგას
  • ნუ შეჭამთ ბოლომდე თეფშზე გადმოღებულ საკვებს. თუ რამეს არ დატოვებთ, იმის მანიშნებელია, რომ საკვები არ გეყოთ და კიდევ უნდა დაგიმატოთ მასპინძელმა

ინდოეთი

  • ფიზიკური კონტაქტი საპირისპირო სექსის ადამიანთან აკრძალულია ინდოეთის უმეტეს ნაწილში. თუ ადგილობრივი თავად არ გამოგიწოდებთ ხელს ჩამოსართმევად ან ჩახუტებას არ ეცდება, თქვენ ნუ იქნებით ინიციატორი 😀
  • კოცნა საჯარო ადგილებში აქაც ძალზედ დიდი უხერხულობასთანაა დაკავშირებული

ტაილანდი

  • ფეხების სკამზე ან მაგიდაზე შემოწყობა დიდ უზრდელობად ითვლება. ნურც ვინმეს შეეხებით ფეხით, ან რამეზე/ვინმეზე მითითებას გადაწყვეტთ ფეხის გამოყენებით, ეს საშინელი უპატივცემულობა და შეურაცხყოფაა
  • ნუ შეურაცხყოფთ მათ მეფეს. სამეფო ოჯახსა და მეფეზე რაიმე ცუდის თქმამ, მათ შორის ხუმრობამაც კი შეიძლება ციხეში ამოგაყოფინოთ თავი
  • ნუ შეეხებით ნურავის თავზე! მხოლოდ ბუდისტი ბერები არიან უფლებამოსილნი, რომ ტაილანდელს თავზე შეეხონ, რადგან თავი სხეულის ყველაზე წმინდა ნაწილად მიიჩნევა და მასზე შეხება დიდი უპატივცემულობაა
  • თუ რამეზე მითითება გსურთ, გამოიყენეთ ხელის ცერა თითი. საჩვენებელი თითის გამოყენებაც უზრდელობად ითვლება.
  • ნუ დაუსტვენთ ღამით – ეს ცუდის მომასწავებლად ითვლება 😀 მორწმუნე ადგილობრივებმა ეს შეიძლება სულების გამოძახებად აღიქვან 😀

სინგაპური

  • სინგაპურს შინაური ცხოველების მოყვარულ ქვეყანად ნამდვილად ვერ ჩავთვლით. თუ აქ თქვენი ძაღლის და ა.შ. წაყვანა გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მათი ყოლა სახლში/შენობაში დასაშვებია, მაგრამ გარეთ ვერ ასეირნებთ, ეს კანონსაწინააღმდეგოა.
  • ნუ დაყრით ნაგავს ქუჩაში – ეს კანონსაწინააღმდეგოა. გაგიკვირდებათ და საღეჭი რეზინაც აკრძალულია სინგაპურში 😀 ასევე, ტრანსპორტში რამის ჭამაც არალეგალურია
  • ალკოჰოლზეც მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. საღამოს 10:30-დან დილის 7-მდე საჯაროდ ალკოჰოლის სმა აკრძაულია

აშშ

  • არ დაგავიწყდეთ ჩაის, ე.წ. თიფის დატოვება! ამერიკაში ჩაის დატოვება მიმტანისთვის და მომსახურე პერსონალისთვის აუცილებლობაა. ჩაი უნდა მისცეთ სასტუმროს თანამშრომლებსაც

რუსეთი

  • თუ რუსისთვის ყვავილების ჩუქება გაქვთ გადაწყვეტილი, გაითვალისწინეთ, რომ ყვავილები კენტი ოდენობით უნდა იყოს
  • რუსეთში და ასევე, ბალტიისპირა ქვეყნებში, სახლში იგივე ფეხსაცმლით შესვლა, რაც გარეთ გეცვათ, უჩვეულოა. გაიხადეთ ფეხსაცმელი შესასვლელში

ინდონეზია

  • ეცადეთ არ გამოიყენოთ მარცხენა ხელი (მისალმებისას, ჭამისას და ა.შ.) გამომდინარე იქიდან, რომ ინდონეზიაში მარცხენა ხელს… როგორ ვთქვათ… ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად ხმარობენ 🙂 9df32b66-2f64-4dc0-a408-5f1571be48a9

 

ასეთი საინტერესო ჩვეულებები აქვთ სხვადასხვა ქვეყნებში. და ჰო, მეც ახლა გავიგე პიცის შესახებ 😀

 

 

 

 

 

 

 

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s