25 აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობისას დაგჭირდებათ

დღეს Google-მა ახალი და ძალიან საინტერესო ფუნქცია გააცნო საზოგადოებას: “Destinations on Google”. ძებნის ახალი ფუნქცია მხოლოდ ტელეფონებისთვისაა და ერთგვარი ციფრული ტურისტული აგენტია, რომელიც დაგეხმარებათ უამრავი ქვეყნიდან შეარჩიოთ თუ სად (და როდის) სჯობს მოგზაურობა, გააერთიანებს რამდენიმე მიმართულებას ერთ საოცნებო მარშრუტად და ამასთან, შეძლებთ თავად შეარჩიოთ თანხის სასურველი ზღვრები, რომ ბიუჯეტს ძალიან არ ასცდეთ.

იმისათვის, რომ გუგლის ეს ფუნქცია გამოიყენოთ, აუცილებელია ინგლისურ ენაზე ძებნისას გამოიყენოთ სიტყვა Destination ან Vacation. მაგალითად, Europe Destinations. გუგლი თავად შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ ან თქვენი ინტერესების მიხედვით შერჩეულ მიმართულებას და იქვე გიჩვენებთ სხვა თარიღებზე უფრო დაბალ ფასებს. ძებნის ეს არაჩვეულებრივი სისტემა მილიონობით ავიაკომპანიის, სასტუმროს ფასებს ერთად აგენერირებს და 6 თვის მანძილზე მთელი თრიფისთვის საჭირო საშუალო ფასებსაც გიჩვენებთ. სასურველ მიმართულებას რომ იპოვით, უკვე დამატებით ინფორმაციასაც იქვე შემოგთავაზებთ, თუ რა უნდა ნახოთ, როგორ მიხვიდეთ სასტუმროდან სხვადასხვა ღირსშესანიშნაობამდე და ა.შ.

google-maps-iphone-ios.jpgGoogle მოგზაურობისთვის:

  1. Google Maps – როგორ უნდა იპოვო სასურველი ადგილი, ქვეყანა, ქალაქი თუ არა გუგლის რუკის დახმარებით? გადაადგილება რომ დაგჭირდებათ, მასზე უკეთ ვინ მოძებნის საზოგადოებრივი ტრანსპორტს? მოკლედ, შეუცვლელი აპლიკაცია ❤
  2. Google Translate – ადგილობრივი ენის არცოდნა არცოდვაა, მაგრამ თუ რამის თარგმნა დაგჭირდებათ გუგლ თრანსლითი დაგეხმარებათ 🙂 ამასთან, ყველას გაუხარდება “გამარჯობას” ან “მადლობას” თუ ეტყვით მათ ენაზე.
  3. Destinations on Google-ზე უკვე მოგიყევით, რომელიც ძალიან სწრაფად გიპოვით სასურველ ტურს, მაგრამ თუ ჩემსავით დიდხანს ჩხრეკა და დაგეგმვა გიყვართ, შეგიძლიათ უბრალოდ საორიენტაციოდ გამოიყენოთ და ქვემოთ ჩამოთვლილ აპლიკაციებსა თუ ვებ გვერდებს მიაშუროთ.

8414581.jpgჯავშნები

გსმენიათ Booking.com-ზე? კარგია. მის გარდა კიდევ რამდენიმე კარგი სასტუმროს დასაჯავშნი საიტი და აპლიკაცია არსებობს 🙂

4. TripAdvisor – ფაქტობრივად წარმოუდგენელია მოგზაურობისას გაგიჩნდეთ კითხვა, რომელიც უკვე არ გასჩენია სხვას და არ დევს თრიფედვაიზერზე მისი პასუხი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვეულებრივი მომხმარებლების შეფასებებია, რომელიც საშუალებას მოგცემთ სრულად შეაფასოთ ესა თუ ის ქალაქი, სასტუმრო ან დაწესებულება; იპოვოთ სადმე მისასვლელი გზა ან გაარკვიოთ, რომელ საათზე გადის ბოლო მატარებელი. მოკლედ, თრიფედვაიზერი მოგზაურებში ინფორმაციის გაზიარებაშია პირველ ადგილზე.
5. Hotelscombined– ვებ გვერდი ძებნას ნამდვილად გაგიადვილებთ, რადგან ერთდროულად რამდენიმე საიტის საუკეთესო შეთავაზებებს ეძებს და აგენერირებს თქვენთვის
6. Airbnb – თუ უცხო ქალაქში ოთახს ან მთლიანად ბინას ეძებთ, ეარბიენბი საუკეთესოა ამ მხრივ. დამატებითი პლიუსია, რომ შეგიძლიათ ადგილობრივებიც გაიცნოთ, სახლში შეუსახლდეთ და მოკლედ, “იქაური ქუდი დაიხუროთ” 😀
7. HostelBookers – ჰოსტელების და ყველაზე იაფი დასარჩენის ძიებისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ ამ ვებგვერდს.
8. SkyScanner-ის მობილური აპლიკაცია შესანიშნავი და გამოცდილი საშუალებაა იაფი ავიაბილეთების შესაძენად.
9. Kayak – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საიტი და აპლიკაცია ავიაბილეთების მოსაძებნად.
10. Expedia – კიდევ ერთი კარგი საძიებო სისტემა სასტუმროების, ავიაბილეთების დასაჯაშვნად და ზოგადად, მოგზაურობისთვის საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად. ამასთან, ექსპედიას მობილური აპლიკაციები (ანდროიდისა და აიფონისთვის) ხშირად განსაკუთრებულ და სპეციალურ ფასდაკლებებს შეიცავს, რომელიც უფრო იაფად გაპოვნინებთ სასურველ სასტუმროს ან ავიაბილეთს.
11. Hotel Tonight – თუ ჩემსავით რამდენიმე კვირით ადრე არ ჯავშნით სასტუმროს და უბრალოდ შეგიძლიათ ადგეთ და მოულოდნელად სამოგზაუროდ წახვიდეთ, ეს აპლიკაცია აუცილებლად გამოგადგებათ იაფი დასარჩენის საპოვნელად. Hotel tonight-ში ის სასტუმროებია თავმოყრილი, რომლებსაც თავისუფალი ოთახები შემორჩათ და სასოწარკვეთით ცდილობენ მათ გაქირავებას
12. Roomer Travel – მაშინ გამოგადგებათ, თუ წინასწარ გაქვთ დაჯავშნილი (და გადახდილი) სასტუმრო და წასვლას ვეღარ ახერხებთ. შეგიძლიათ თქვენი ჯავშანი ამ აპლიკაციის და ვებ გვერდის დახმარებით შედარებით ნაკლებად”გაყიდოთ”.  მეორეს მხრივ, მოგზაურებს ეს აპი გეხმარებათ, რომ სასტუმროს მოცემულ ფასზე იაფად იყიდოთ ოთახი
13. Stayful – უცნაური აპლიკაციაა, რომელიც თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად შექმნეს. მიუთითეთ თანხა, რომლის დახარჯვის უფლებასაც აძლევთ თავს და მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი სასტუმრო. აპლიკაცია შემოგთავაზებთ ვარიანტებს, რომელიმეს არჩევის შემთხვევაში თქვენს ნაცვლად დაეკონტაქტება სასტუმროს და მოლაპარაკებას გამართავს, რომ მითითებულ ბიუჯეტში დაგითმონ ნომერი. ხშირ შემთხვევაში, მოლაპარაკება წარმატებით სრულდება და ძალიან კარგ ნომერს საბაზრო ფასზე იაფად მიიღებთ.

920ff72ebfa161115e98757aa3802606_XL.jpgინფორმაციის მოსაძიებლად

14. TripIt – ჩემნაირი დაბნეულებისთვის გამოგონილი აპლიკაციაა, რომელიც ერთ ადგილას მოუყრის თავს თქვენს ყველა სამოგზაურო “საბუთს”. აპი თქვენს მეილს უკავშირდება, მოგზაურობასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს კრებს და ორგანიზებას უკეთებს.
15. Stay.com – რუკები და კონკრეტული ქალაქების შესახებ ინფორმაცია. თუ უცხო ქალაქში ჩაიხართ და ქალაქში გადაადგილებისას ინტერნეტი არ გექნებათ, შეგიძლიათ stay.com-დან offline რუკა გადმოწეროთ და ისარგებლოთ (იგივე ფუნქცია გუგლის რუკებსაც აქვს, თუმცა “წონით” უფრო მემსუბუქა აქაური რუკები და ამიტომ სიაში ჩავრთე)
16. iCampSites – ამ სიაში პირველი ფასიანი, მაგრამ კემპერებისთვის ძალიან გამოსადეგი აპლიკაციაა. ის მოიცავს კემპინგის ადგილების შეფასებებს, შესაბამისად წინასწარ შეძლებთ განსაზღვროთ რამდენად საშიში ან უსაფრთხოა ამა თუ იმ უცხო ადგილზე კარვის გაშლა
17. App in the Air – თუ ჩემსავით თვითმფრინავში ეკრანს აშტერდებით, რომ შეამოწმოთ სად ხართ ახლა, რის თავზე მიფრინავთ და როდის ჩახვალთ დანიშნულების ადგილას, ეს აპი ნამდვილად გამოგადგებათ. აპლიკაცია ინტერნეტის გარეშეც წარმატებულად მუშაობს და ისეთი ავიაკომპანიით მგზავრობისას, სადაც ფრენის თრექინგი არ ხდება, ნამდვილად კარგად გამოიყენებთ
18. Wi-Fi Finder – უფასო ინტერნეტი, ის რასაც გამუდმებით ვეძებთ მოგზაურობისას 😀 აპლიკაცია გიჩვენებთ არამოლოდ სახელებს, არამედ ვაიფაის ლოკაციასაც, რაც მაგალითად, ნამდვილად გაგიმარტივებთ ორ კაფეს შორის არჩევანის გაკეთებას, როცა სადმე საჭმელად შესვლას გადაწყვეტთ 🙂

iStock_000020230018_Small.jpgავტომობილით მოგზაურთათვის

19. Gasbuddy – აპლიკაცია გიჩვენებთ უახლოეს ბენზინგასამართ სადგურებს და მათთან მისასვლელ გზას. ფილტრაცია ძალიან მარტივია ადგილის და თანხის მიხედვითაც კი. ასე რომ, თუ რამდენიმე $-ის ან €-ს დაზოგვა შეიძლება ორიოდე ზედმეტი მეტრის გავლის ხარჯზე, Gasbuddy აუცილებლად გაცნონებთ ამას.
20. AA Parking – პარკინგის ფასები და ადგილის მოძიება საკმაოდ რთული საკითხი, თუ მანქანით მოგზაურობთ და მისი გადაჭრა AA პარკინგის დახმარებით შეიძლება. სამწუხაროდ, ამჟამად აპლიკაცია მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობისას გამოგადგებათ.
21. Roadtrippers – მონიშნეთ აპლიკაციაში საიდან სად მიდიხართ და ის გიჩვენებთ, თუ სად სჯობს შეჩერდეთ და რა ნახოთ: მუზეუმები, რესტორნები, კემპინგის ადგილები, გასართობი პარკები და ა.შ. ერთადაა თავმოყრილი როუდთრიფერსში.

Mobile-and-Travel-600x400.jpgმოგონებებისთვის

22. TouchNote – აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები  საფოსტო ბარათად აქციოთ, დაბეჭდოთ და ნებისმიერ მისამართზე გაგზავნოთ. ამ სიამოვნების საშუალო ფასი 1-3$-ია, თუმცა ნამდვილად დასამსახსოვრებელი რამ გამოგივათ ^_^
23. Flipagram – მოგზაურობისას გადაღებული ფოტოების სლადშოუდ შეკვრაში დაგეხმარებათ მუსიკასაც ამ აპლიკაციის დახმარებით დაადებთ და მეგობრებს ფეისბუქზე გაუზიარებთ ^_^
24. LiveTrekker – ლაივთრექერი მთელს თქვენს მოგზაურობას აღწერს და დაიმახსოვრებს. გადაადგილების სიჩქარესაც კი გაზომავს და წითლად აღნიშნავს რუკაზე. განსაკუთრებით გამოსადეგია ბევრი ხეტიალის მოყვარულთათვის, რადგან წარმატებით შეინახავთ (ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალის დართვით) მთელ განვლილ გზას და ლამაზ მოგონებად აქცევთ.

და ბოლოს:

თუ გაბრაზდით:

25. Swearport – თუ ადგილობრივი ენა არ იცით და ვინმემ ძალიან გაგაბრაზათ, აღშფოთდით და გინდათ უწმაწური სიტყვებით გამოხატოთ თქვენი გაბრაზება, ეს აპი დაგეხმარებათ 😀 მასში უწმაწური სიტყვების მთელი კორიანტელია ძალიან ბევრ ენაზე 😀 #justkidding

Advertisements

3 thoughts on “25 აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობისას დაგჭირდებათ

  1. ამ პოსტის კითხვა რომ დავამთავრე, მივხვდი, რომ ჩემი საყვარელი ქართული ბლოგი ესაა, ამ დროისთვის ❤

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s