10 მუსიკალური ფესტივალი 2016 წლის ზაფხულისთვის

თუ გინდა, რომ შვებულება საინტერესო ამბებს დაამთხვიო და ინფორმაციას ეძებ 2016 წლის მუსიკალური ფესტივალების შესახებ ან უბრალოდ ძალიან გიყვარს მუსიკა და შესაძლოა სულერთი იყოს როდის იმართება, ეს პოსტი აუცილებლად გამოგადგება 😀

1. Tomorrowland – 22-24 ივლისი, ბუმი, ბელგია.

TOMORROWLAND.jpgერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური ფესტივალი ბელგიაში, ივლისში იმართება. თუმოროულენდი დიდი ქალაქებისგან მოშორებითაა, ბუმში, ბრიუსელსა და ანტვერპენს შორის, თუმცა იქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიღწევა საკმაოდ მარტივია: მატარებელი და ავტობუსი საუკეთესო და იაფი გამოსავალია. ბელგიაში მოგზაურობის შესახებ ჩვენი პოსტიც დაგეხმარებათ გზის გაკვლევაში.

ფესტივალი 3 დღეს გრძელდება და დარჩენა იქვე, კემპინგ ქალაქში შეგიძლიათ, რომელსაც დრიმვილი ჰქვია 🙂 საქართველოდან იქ მოსახვედრად საუკეთესო ვარიანტებია ავიაკომპანია პეგასუსით, თურქიშით, ლოტით ან უკრაინის ავიახაზებით (თბილისიდან ან ქუთაისიდან) ფრენა. დაწვრილებითი ინფორმაცია ფესტივალის ბილეთებისა და კემპინგის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ მათ ვებ გვერდზე.

2. Primavera Sound – 2-4 ივნისი, ბარსელონა, ესპანეთი

primavera.jpg

პრიმავერას პოპულარობას მარტო საუკეთესო ლაინაფი არ განაპირობებს. ბარსელონას თბილი პლიაჟები და საუკეთესო ამინდი ფესტივალის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოაო, ამბობენ. ფესტივალის ქალაქში გამართვის ფაქტი დადებითია იმ მხრივ, რომ თქვენ არამხოლოდ ფესტივალზე დასაწრებად ჩახვალთ, არამედ დრო ამ ულამაზესი ევროპული ქალაქის დასათვალიერებლადაც გექნებათ. პრიმავერას ბილეთები მგონი უკვე სრულიად გაყიდულია, თუ გაგიმართლებთ და რომელიმე საიტზე წააწყდებით, საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ ფესტივალზე დასწრების სიამოვნება.

2016 წლის ლაინაფი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება: რედიოჰედი, სიგურ როსი, პი ჯეი ჰარვი და ა.შ. უფრო მეტს მათ ვებ გვერდზე შეიტყობთ.

3. Sonar – 16-18 ივნისი, ბარსელონა, ესპანეთი

sonar-barcelona

პრიმავერადან 2 კვირაში სონარ ფესტივალი გელით იქვე, ბარსელონაში 😀 ბილეთები ჯერ კიდევ იყიდება, თუმცა ლაინაფი სრულიად განსსხვავებულია. აქ ხელოვნება და მუსიკა ერთად იქნება წარმოდგენილი, რაც სონარს უფრო კულტურულ ივენთად აქცევს, ვიდრე ცალკეულ მუსიკალურ ფესტივლად. New Order, Santigold, Laurent Garnier, and Ed Banger – წლევანდელი ლაინაფის ვარსკვლავები ყოფილან.

4. Benicàssim – 14-17 ივლისი, ბენიკასიმი, ესპანეთი

fib01

კიდევ ერთი მუსიკალური ფესტივალი ესპანეთში, თუმცა ამჯერად კატალონიაში, ბენიკასიმში 14-17 ივლისს იმართება. თუ მხოლოდ კატალონიური ამინდები, პლიაჟები და ოკეანე ვერ მიგიზიდავთ ბენიკასიმში ჩასასვლელად, ეს მუსიკოსები ნამდვილად გახდებიან იმის მიზეზი, რომ ბილეთების ძებნა დაიწყოთ: MUSE, Massive Attack, the Chemical Brothers, Disclosure…

ღამის გასათევად ფესტივალის სტუმრები ძირითადად კემპინგს ირჩევენ. რაც თბილ, ყვითელქვიშიან სანაპიროზე სანაპიროზე ნამდვილად საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ, რა თქმა უნდა, მსგავსი ღამის თევები დისკომფორტს არ გიქმნით 😉

5. Sziget – 10-17 აგვისტო, ბუდაპეშტი, უნგრეთი

sandor-csudai-small-2_1438245453 (2)

კიდევ ერთი საინტერესო ფესტივალი უნგრეთში, ბუდაპეშტში გელოდებათ ამ ზაფხულს. თვითონ სიტყვა სიგეტი უნგრულიდან როგორც კუნძული, ისე ითარგმნება. და დიახ, ეს ნამდვილად თავისუფლების კუნძულია. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალი რაღაცით ცნობილ Burning man-საც მოგაგონებთ შესანიშნავი ინსტალაციების ოდენობით, თუმცა მნიშვნელოვანი განსხნავება ისაა, რომ “კუნძული” წყლითაა გარშემოტყმული, “Burning man” ფესტივალის ინსტალაციები კი უდაბნოთი და ქვიშით. 😀

ლაინაფის მთავარი ვრსკვლავები MUSE, Bloc Party, Sigur Rós, Muse,  M83,  David Guetta და სხვები იზრუნებენ თქვენი თავისუფლების ხარისხზე 🙂 ბილეთები ჯერ კიდევ იყიდება, ამიტომ თუ დასწრებას გადაწყვეტთ, იჩქარეთ.

ყველაზე იაფი გზა საქართველოდან ბუდაპეტში მოსახვედრად სავარაუდოდ ვიზეარი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი აგვისტოშია და ამ დროს სამოგზაურო სფეროში ყველაფერი ძალიან, ძალიან ძვირდება, თუ ზრუნვას ახლავე დაიწყებთ, უნგრული თავისუფლების კუნძულის დალაშქვრა არც ისე ძვირი დაგიჯდებათ ^_^

6. Flow Festival – 12-14 აგვისტო, ჰელსინკი, ფინეთი

img58807_534746d992229ecd0a0032285855c2ee.jpg

ფინეთის წაკითხვისას სიცივის ნუ შეგეშინდებათ, ფლოუ ფესტივალი ზაფხულში გელით, ამ დროს კი ველოსიპედით სეირნობა, პლიაჟები და ღია ცის ქვეშ მუსიკა ნამდვილად დადებით ემოციებს გპირდებათ.

ფესტივალი ჰელსინკის გარეუბანში ტარდება, ლაინაფში ძალიანი ბევრი ჟანრის მუსიკას და ბევრ სკანდინავიურ ჯგუფსაც შეხვდებით ფინეთიდან და შვედეთიდან. 2016 წელს ფლოუფესტივალზე SIA, Massive Attack, New Order, Iggi POP და სხვები შეგიქმნიან განწყობას ^_^

ბილეთები და დამატებითი ინფორმაცია ამ ვებ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ.

7. Beaches Brew – 6-10 ივნისი, მარინა დი რავენა, იტალია

Beaches-Brew (1).jpg

ინდი როკის მოყვარულებისთვის ბიჩიზ ბრიუ ფესტივალი ზედგამოჭრილია. ადრიატიკის ზღვა პლიუსად ემატება, მაგრამ მთავარი მიმზიდველობა მაინც ისაა, რომ სრულიად უფასოა. ფესტივალის ზომები გაცილებით მცირეა სხვა ზემოთ ჩამოთვლილებთან შედარებით, მაგრამ იტალიური ხასიათი და კარგი ლაინაფი (Sunns, Cate Le Bon, Car Seat Headrest, Destroyer,  Ty Segall…)  სრულიად საკმარისია, რომ ბილეთების ძებნა დაიწყოთ ბოლონიისკენ.

8. U-Park Festival – 6-8 ივლისი, კიევი, უკრაინა

Capture.PNG

მოძმე უკრაინას, სადაც წასასვლელად არც ვიზა გჭირდებათ და ფრენაც საქართველოს ყველა აეროპორტიდან ძალიან იაფია, 2016 წლის ივლისში ძალიან, ძალიან კარგი ჯგუფები ესტუმრებიან: რედ ჰოთ ჩილი ფეფერსი!!! მიუზი!!!  დიახ, დიახ, ლაინაფში მათ გარდა შეხვდებით: The kills, Nothing but thieves, Hardkiss და სხვებს ❤

ბილეთების შესაძენად მიყევით ამ ბმულს.

9. Down The Rabbit Hole – 24-26 ივნისი, ბეუნინგენი, ჰოლანდია

254_990_550_crop_imagetool_1069_594_0_0

ჰოლანდიაში კურდღლის სოროში ჩაძრომა მოგიწევთ, რომ ისეთ შესანიშნავ ჯგუფებს და შემსრულებელებს მოუსმინოთ, როგორებიც არიან The National, PJ Harvey, Anohni: Hopelessness, Mac DeMarco, Glen Hansard, Flume და სხვები.

ძალიან კარგი მუსიკის გარდა, ფესტივალი გპირდებათ ბევრ თავაგადასვლებს, ფსიქოდელიურ ამბებს, სიურეალიზმს, ბევრ ფერად ადამიანს, მზეს და სიმწვანეს. “კურდღლის სორო” ორ მდინარეს შორის მდებარე ულამაზეს პარკში ტარდება. სასურველია თქვენივე კარვით წახვიდეთ. უფრო მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად ეს ვებ გვერდი დაგჭირდებათ.

10. Berlin Atonal – 24-28 აგვისტო, ბერლინი, გერმანია

berlin-atonal-2015-©-camille-blake-182.jpg

ელექტრონული, ექსპერიმენტალური და ძალიან განსხვავებული მუსიკის მოყვარულებს ბერლინის ათონალი აგვისტოში გელოდებათ. ფესტივალი 1982 წელს დაარსდა, თუმცა ხელახლა 2013 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება.

მართალია ბერლინი ისედაც ლამის ყოველდღიურად სტუმრობს მსოფლიო კლასის მუსიკოსებს ამ მმიმართულებით, მაგრამ ათონალი სრულიად განსხვავებულია თავისი ვიზუალური მხარითაც.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s