დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: + და –

დღეს ძალიან კარგი ინფორმაცია გაჟღერდა: ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისიდან 7 ახალ მიმართულებას ამატებს. ესეც ჩამონათვალი და 1 გზის საწყისი ფასები:

  • ქუთაისი – ბერლინი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – მილანი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – მიუნხენი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – დორტმუნდი – 39.99 ევრო
  • ქუთაისი – სალონიკი – 29.99 ევრო
  • ქუთაისი – ლარნაკა – 24.99 ევრო
  • ქუთაისი – სოფია – 29.99 ევრო

გადასარევი ინფორმაციაა ქუთაისისთვის, მოგზაურებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის. ამასთან, კარგია, რომ ბუდაპეშტს, ვილნიუსს, კრაკოვს და კიდევ რამდენიმე მიმართულებას ისეთი რეისები დაემატა, რომლებიც კონკურენციას გაზრდის სხვა ავიახაზებთან და სხვების ფასებზეც იმოქმედებს ალბათ. ფასდაკლებების დროს ვიზეარს ზოგ მიმართულებაზე 9 და 19 ევროდან შეიძენთ. მოკლედ, არაჩვეულებრივი ამბავია.

თუმცა… არის რამდენიმე თუმცა, რომლის აღნიშვნასაც ვერ წავუვალ. უნდა მოგიყვეთ და გითხრათ, რომ სანამ არჩევანს გააკეთებთ, კარგად დაფიქრდეთ.

 Happy-Travel-Bird-Wallpaper.jpg

  1. მოლოდინები – მეგობრებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაბალი ფასი თითქმის ყოველთვის ნიშნავს არც ისე მაღალ ხარისხს. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ბორტზე გემრიელ საკვებს მოგართმევენ ან სუპერთანამედროვე ლაინერით იმგზავრებთ. იყავით რეალისტები. მაგრამ ნურც იმას იტყვით, რომ მფრინავი ქუთაისი-ზესტაფონის ავტობუსია ან სხვა ავიაკომპანიებზე ნაკლებად უსაფრთხოა. არა, უსაფრთხოა ნამდვილად, უბრალოდ ხარისხი ფასის შესაბამისია!
    ცოტა უსამართლობაა ჩემი აზრით, როცა 10 ევროს იხდი რიგიდან ბერლინამდე და ლუფთჰანზას დონის მომსახურებას ითხოვ ამ კაპიტალიზმის ეპოქაში 😀
  2. დაკარგული დრო – დაბალ ფასს უამრავი პლიუსი აქვს ნამდვილად, მაგრამ ხანდახან ძვირის გადახდა სჯობს. ყველაზე მეტად რაც მაწუხებს ისაა, რომ ძალიან, ძალიან ბევრ დროს ვკარგავ აეროპორტებში. თუ ევროპაში შიდა გადაადგილება გჭირდებათ, მატარებელი საუკეთესო გამოსავალია ჩემი აზრით. ძვირია, მაგრამ აეროპორტში 2 საათით ადრე მიწანწალებას, შემოწმებებს, ლოდინებს და ა.შ. არ ჯობს სუპერკომფორტულ მატარებელში მშვიდად, ზუსტად განრიგის მიხედვით ჩაჯდომა და ულამაზესი ხედების თვალიერება? 😦
  3. ბარგი – დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მთელი ხიბლი ფასშია, მაგრამ ამ ფასში ფაქტობრივად არასდროს შედის ბარგი, ამიტომ დამატებით გიწევთ შეძენა. ვიზეარის შემთხვევაში ფასი 15-დან 45 ევრომდეა. ჩანთის ზომის და წონის მიხედვით. გაითვალისწინეთ! თუ ხელბარგის გარდა გჭირდებათ ბარგი, აუცილებლად წინასწარ, ონლაინ შეიძინეთ. აეროპორტში გაცილებით ძვირის გადახდა მოგიწევთ.
    ზოგიერთ ავიაკომპანიას, მაგალითად  ავიაკომპანია პეგასუსს, ბარგი ფასში აქვს შეყვანილი და ამიტომ ცოტათი ძვირია მათი ბილეთები, იგივე ვიზეართან ან რაინეართან შედარებით.
  4. ბარგის ზომები – უფასო ხელბარგი გაქვთ თუ წინასწარ ნაყიდი ბარგი, ყველა შემთხვევაში წინასწარ გაზომეთ და ავიაკომპანიის მიერ ვებ გვერდზე მოცემულ ზომებს შეადარეთ. სამწუხაროდ, low cost ავიაკომპანიები ჩანთის ზომებს დიდ ყურადღებას აქცევენ და ხშირად მოითხოვენ შემოწმებას. ამიტომ, ნუ იქნებით იმის იმედზე, რომ როგორმე “გააძვრენთ” ზედმეტ 2 სანტიმეტრს ან კგ-ს 😀
  5. აეროპორტი – მსგავსი ავიაკომპანიები დაფრინავენ პატარა, იაფ აეროპორტებში. როგორიცაა: ბერლინში შონენფილდი, ბრიუსელში შარლეროი ან რომში ფიუმიჩინო. აეროპორტის შორი მდებარეობა კი იწვევს იმას, რომ ქალაქის ცენტრამდე ან/და სასტუმრომდე მიღწევა ხშირად ის ფასი გიჯდებათ, რაც ავიაბილეთში გადაიხადეთ 😀 ბრიუსელში 1 გზა ტრანსფერში ქალაქამდე 2-მა ადამიანმა 30 ევრო რომ გადავიხადეთ, პირკატა გვეცა, მაგრამ რას ვიზამდით 😀 საზ. ტრანსპორტით სარგებლობას გირჩევთ აუცილებლად, ტრანსფერები ყოველთვის ძვირი ჯდება, მაგრამ იგივე ბრიუსელის შემთხვევაში ოფიციალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსი 17 ევრო ღირდა კაცზე 😀photodune-5104847.jpgაქვე მეორე კურიოზ/ამბავსაც მოგიყვებით: დიუსელდორფში მქონდა ფრენა და დიუსელდორფიდან ტალინში ფრენისთვის ავიაკომპანია რაინეარის ავიაბილეთი ვიყიდე, ძალიან იაფი დამიჯდა. რამდენიმე დღეში საიტზე ჩემს ექაუნთში რომ შევიხედე, Dusseldorf-ს გვერდით ფრჩხილებში წარწერა შევამჩნიე Weeze, რაც მანამდე ნამდვილად არ ეწერა და ცოტა შოკში ჩავვარდი. მეთქი, ალბათ ქალაქის სხვა აეროპორტში მომიწევს გასვლა. აღმოჩნდა, რომ Weeze საერთოდ სხვა ქალაქია. დაახლოებით ის სიტუაციაა, თბილისში ფრენა გინდოდეს და გორის აეროპორტში მოხვდე შემთხვევით, მანძილი თბილისი-გორზე გაცილებით მეტიც კი იყო 😀 ამიტომ დიუსელდორფში ჩაფრენილმა წამიერად გამოვიქროლე ქალაქის აეროპორტიდან და გერმენიის სხვა ქალაქში გავიქეცი მეორე ფრენისთვის 😀 იმ დღეს რეკორდი დავამყარე ისე: ვიყავი 4 ქვეყანაში, 5 აეროპორტში, ვიფრინე სამჯერ, მატარებლით ვიმგზავრე 3-ჯერ და ავტობუსით 2-ჯერ მგონი :Dასე რომ, მეგობრებო, სანამ ავიაბილეთს იყიდით, აუცილებლად გაარკვიეთ სად, რომელ აეროპორტში ჩაფრინდება თქვენ თვითმფრინავი და რა დაგიჯდებათ სასურველ ადგილამდე აეროპორტიდან მისვლა.
  6. დამატებითი მომსახურებები: ნუ გადაყრით ფულს დამატებით სერვისებში, როგორიცაა: Priority Boarding, Premium seat, ადგილის არჩევა და ა.შ. (ეს განსაკუთრებით ეხება ავიაკომპანია რაინეარს, რომელიც საუკეთესოა ევროპის შიდა ფრენებისთვის ფასის მხრივ). თქვენი ფრაიორ ბორდინგი მხოლოდ რიგის თავში ჩადგომაა, რაც უბრალოდ ბორტზე სხვებზე 5 წუთით ადრე მოხვედრას ნიშნავს. ადგილის არჩევაში 10-15 ევროს გადახდა კი სრული სისულელეა. მით უმეტეს მაშინ, როცა იგივე ფასი ავიაბილეთში გაქვს გადახდილი ან როცა თვითმფრინავის აფრენისას ცარიელ ადგილებზე მაინც მარტივად გადაჯდებით და გემრიელად მოკალათდებით (ბოლო 10 ფრენიდან 8-ზე ასე ვქენი მე პირადად. გადავჯექი ცარიელ 3 სავარძელზე, გავიშალე და ფილმს ვუყურე 😀 )ყურადღება! აქ არ იგულისხმება კლუბების წევრობა. თუნდაც იგივე Wizz Air club, რომელიც საკმაოდ შედეგიანია, მით უმეტეს, თუ რამდენიმე ადამიანი მგზავრობთ. ყველა ავიაბილეთზე მიიღებთ მინიმუმ 10 ევრო ფასდაკლებას, ბარგსაც შედარებით იაფად იყიდით და ა.შ.
  7. ავიაკომპანიები – თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენისთვის საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები არის Wizz Air, Pegasus Airlines, Ukrainian Airlines, Air Baltic. ევროპაში შიდა ფრენებისთვის ფასის მხრივ გამოირჩევა Ryanair, Easy jet, Wizz Air, Air Berlin და ა.შ. სრული სია აქ შეგიძლიათ იხილოთ.

shutterstock_113500528.jpg

იმედია, გამოსადეგი რჩევებია. თუ დამატებით ინფორმაცია დაგჭირდებათ, არ მოგერიდოთ, რომ მოგვწეროთ ამავე პოსტის კომენტარებში, კონტაქტის ფორმის დახმარებით ან Facebook-ის გვერდზე.

Advertisements

2 thoughts on “დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: + და –

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s